რამოდენიმე დღის წინ "მადრიდის რეალის" პრეზიდენტმა - ფლორენტინო პერეზმა განაცხადა, რომ კლუბი მაქსიმალურად ეცდება მათი სუპერვარსკვლავის - კრისტიანო რონალდოს შენარჩუნებას...
რამოდენიმე დღის წინ "მადრიდის რეალის" პრეზიდენტმა - ფლორენტინო პერეზმა განაცხადა, რომ კლუბი მაქსიმალურად ეცდება მათი სუპერვარსკვლავის - კრისტიანო რონალდოს შენარჩუნებას.
პერეზმა განაცხადა, რომ ის მზადაა გახადოს რონალდო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი და ამით მისი შენარჩუნება შეძლოს და თავიდან აიცილოს სუპერვარსკვლავის "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება.
"მომიწევს, რომ კრისტიანო რონალდო გავხადო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რათა მან კლუბში ბედნიერად იგრძნოს თავი" - განაცხადა მადრიდელთა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედი" ცდილობს მის გადმობირებას და კლუბში დაბრუნებას, ასევე მათ ეცილებიან ფრანგები და რონალდოს "პსჟ"_ში გადაბარგებას ცდილობენ, თუმცა მისი ამჟამინდელი კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს მისი კიდევ რამდენიმე ხნით შენარჩუნებისთვის.