თბილისი:
მანჩესტერი:
25-05-2013, 18:06
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1408,
კომენტარები: 9
ენდი კოული: "მოიესმა პირველივე სეზონში უნდა მოიგოს ტიტული"
ენდი კოული თვლის, რომ დევიდ მოიესმა "იუნაიტედში" ის გზა უნდა გააგრძელოს, რომელსაც აქამდე "ევერტონში" გადიოდა
ენდი კოული:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი ენდი კოული თვლის, რომ დევიდ მოიესმა ახალ კლუბში პირველივე სეზონში უნდა მოიგოს რომელიმე ჩემპიონატი.
"მანჩესტერელი" ლეგენდის თქმით, თუნდაც ასოციაციის ან კარლინგის თასის მოგება გუნდის ფეხბურთელებს კიდევ უფრო გააძლიერებს და მეტ თავდაჯერებულობას შეჰმატებს. კოული თვლის, რომ მოიესმა ახალ კლუბში ის გზა უნდა განაგრძოს, რომელსაც აქამდე "ევერტონში" გადიოდა.
"მოიესმა ტიტული თავის პირველსავე სეზონში უნდა მოიგოს. პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი თუ კარლინგის თასი, რომელიმე ჩემპიონატში მან უნდა გაიმარჯვოს.
სწორი არაა, როცა ამბობენ, რომ 'მწვრთნელი შეიცვალა და სამეულში ან ოთხეულში უნდა მოვხვდეთ.' ის სწრაფად უნდა შეეგუოს ახალ კლუბს, იგივეს გაკეთება მოუწევთ მოურინიოს "ჩელსიში" და პელეგრინის "სიტიში".
განა ამ სამუშაოს შესრულება შეუძლებელია? მწვრთნელობა ძალიან, ძალიან რთული საქმიანობაა.
ტიტული "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს კიდევ უფრო გააძლიერებს. მათ კვლავ ენდომებათ მოგება. მათ კვლავ ენდომებათ ტიტულის შენარჩუნება მიუხედავად ახალი მწვრთნელის დანიშვნისა.
ბევრი მოსაზრებაა იმასთან დაკავშირებით, თუ რა საქმიანობას შეასრულებს სინამდვილეში სერ ალექსი, როცა ის კლუბის დირექტორად დაინიშნება. ხალხი ფიქრობს, რომ ის დევიდ მოიესს გააკონტროლებს, როგორც ამას სერ მატ ბასბი აკეთებდა. უნდა მოვიცადოთ და ვნახავთ რა მოხდება.
ახალ გარემოში მოიესს ახალი სირთულეები შეხვდება, მაგრამ მან იგივე გზა უნდა გააგრძელოს, რასაც აქამდე გადიოდა.
ის ძალიან კარგი მწვრთნელია. მან "ევერტონში" შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობებით ძალიან ბევრი გააკეთა, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" სრულიად განსხვავებული ობიექტია. მას დასახარჯი ფული ექნება, შეეძლება იყიდოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები და მიხვდება, რომ ტოპ კლუბში მან დაუყონებლივ, მისვლისთანავე უნდა მოიგოს ჩემპიონატი."
- დაასრულა კოულმა.

ენდი კოული: "მოიესმა პირველივე სეზონში უნდა მოიგოს ტიტული"


წყარო: mirror.co.uk
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Luka Gelashvili
25 მაი 2013 18:09
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
თუ მოიგო მართლა გენიოსი იქნება დევიდი ))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№2
ავტორი: love united
25 მაი 2013 18:41
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მგონია,რომ შეძლებს...
0
№3
ავტორი: Z A C K™
25 მაი 2013 18:56
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
პირველივე თამაშში ტიტულის მოგება შეუძლია და ვალდებულია მოუგოს უიგანს:)))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№4
ავტორი: Amanda Seyfried
25 მაი 2013 20:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
შეძლებს
0
№5
ავტორი: GGMU20
25 მაი 2013 20:23
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 202
მოიგებს უეჭველი !!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ G G M U !!!
№6
ავტორი: Shako Jones
25 მაი 2013 23:48
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
მე მჯერა მისი ნიჭის
0
№7
ავტორი: red devil
26 მაი 2013 07:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Imedia moigebs rames
0
№8
ავტორი: captain
26 მაი 2013 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
მოიესის დრო მოდის, ბევრი თასები და ტიტულები უნდა დააგროვოს თაროზე wink
0
№9
ავტორი: ლადო
27 მაი 2013 16:52
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ახალი გამოწვევების დროა...მოიესი პირველივეზე ტიუტლს მოიგებს გული მიგრზნობს...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top