"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ საიტზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად იაპონელი შინჯი კაგავა დასახელდა.
იაპონელი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში შეუერთდა "წითელი ეშმაკების" რიგებს და პირველივე სეზონში მოახერხა ტიტულის მოგება.მან მიმდინარე პრემიერ ლიგაში 6 გოლის გაიტანა.შინჯი კაგავამ პრემიერ ლიგის ბოლო მატჩშიც მოახერხა გოლის გატანა "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ.
შინჯი კაგავა გამოკითხვის შედეგად 51%-ით გახდა მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი,30% მიიღო ხავიერ ერნანდესმა,14% ფილ ჯონსმა ხოლო 5% ჯონი ევანსმა.