"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩის,შემდეგ გუნდის ფეხბურთელებს სთხოვა,რომ მისთვის ბოსი აღარ დაეძაღათ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩის,შემდეგ გუნდის ფეხბურთელებს სთხოვა,რომ მისთვის ბოსი აღარ დაეძაღათ "წითელი ეშმაკების" მომავალი მწვთნელის დევიდ მოიესის საპატივცემულოდ.
"თქვენ დიდი ხნის მანძილზე ერთგულად მემსახურებოდით და ჩვენ ერთად მრავალ წარმატებას მივაღწიეთ და თქვენთვის თუ ეს ყველაფერი რამეს ნიშნავს მე მინდა გთხოვოთ,რომ ბოსი აღარ დამიძაღოთ მას შემდეგ,რაც სამწვრთნელი კარიერის დასრულება გადავწტვიტე.თქვენ შეგიძლიათ მომმართოთ ისე,როგორც გაგიხარდებათ,მაგრამ მთავარია ბოსი აღარ დამიძაღოთ,რადგან თქვენ სულ მალე ახალი ბოსი გეყოლებათ და სავარაუდოდ ერთადერთი იქნება ვისაც ასე მიმართავთ." - სწორედ ამ სიტყვებით მიმართა სერ ალექსმა ფეხბურთელებს "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩის შემდეგ.
როგორც ბრიტანული გაზეთები იტყობინება "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა საჩუქარი მიიღო "ვესტ ბრომვიჩის" მთავარი მწვრთნელ სტივ კლარკისგან ღვინის ბოთლის სახით,რომელიც 2003 წლის მოსავლით იყო დაწურული.ასევე შოტლანდიელი სპეციალისტი და დევიდ გილი მატჩის შემდგომ სპეციალური ნამცხვრებით დაჯილდოვდნენ.