გუშინ "მანჩესტერ იუნაიტედის" და ზოგადად ფეხბურთის კიდევ ერთმა ლეგენდამ დევიდ ბექჰემმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. დევიდმა კარიერის ბოლო მატჩი "ბრესტის" წინააღმდეგ კაპიტნის სამკლაურით ჩაატარა. 82-ე წუთზე ის ლავეზიმ შეცვალა, ცვლილებამდე ბექჰემმა 31-ე წუთზე საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
• "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიაში აღზრდილმა დევიდმა "წითლების" პირველ გუნდში სულ 394 მატჩი ჩაატარა და 85 გოლი გაიტანა. პირველი კონტრაქტი მან 1991 წლის 8 ივლისს გააფორმა, 1992 წლის 23 სექტემბერს კი "ბრაიტონის" წინააღმდეგ შეხვედრაში მისი დებიუტი შედგა.
• "იუნაიტედთან" ერთად მას მოგებული აქვს პრემიერ ლიგა 6-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა ერთხელ, ინგლისის თასი 2-ჯერ, ქომუნითი შილდი 4-ჯერ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ერთხელ. არის 1999 წლის ლეგენდარული ტრებლის მონაწილე.
• ის პირველი ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც ქვეყნის უმაღლესი ჩემპიონატი 4 სხვადასხვა ქვეყანაში მოიგო (ინგლისი, ესპანეთი, ამერიკა, საფრანგეთი).
• პირველი ინგლისელი მოთამაშე, რომელმაც სამ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა გოლი.
• პირველი ბრიტანელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.
საგოლე პასების რაოდენობის მიხედვით პრემიერ ლიგაში ის მესამეა (265 შეხვედრიდან 152 საგოლე გადაცემა)
მადლობა ყველაფრისთვის ბექზ!