თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2013, 17:32
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2381,
კომენტარები: 11
West Brom. VS Manchester United Preview
"ვესტ მბრომვიჩი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ
West Brom. VS Manchester United Preview
"ვესტ ბრომვიჩი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ

სტადიონი: "ჰოტორნსი",ვესტ ბრომვიჩი
მონაცემი: პრემიერ ლიგა,38-ე ტური
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
თარიღი: კვირა, 19 მაისი 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

West Brom. VS Manchester United Preview

West Brom. VS Manchester United Preview

"ვესტ ბრომვიჩი"
ტრავმირებულები: სტივენ რიდი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: Foster, Myhill, Jones, Brown, Ridgewell, McAuley, Popov, Reid, Olsson, Dawson, Thomas, Lukaku, Morrison, Dorrans, Rosenberg, Brunt, Yacob, Long, Odemwingie, Fortune, Tamas, Mulumbu.

"მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ სავარაუდოდ ვერ ითამაშებს "ვესტ მბრომვიჩის" მცველი სტივენ რიდი,რომელმაც "ნორვიჩთან" მატჩში დროს ტერფის ტრავმა მიიღო.გუნდს დაუბრუნდა კაპიტანი კრის ბრანტი,რომელიც ითამაშებს "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ.

West Brom. VS Manchester United Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ეშლი იანგი,კრის სმოლინგი
დისკვალიფიკაცია: რაფაელი (2 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: De Gea, Lindegaard, Jones, Vidic, Ferdinand, Evans, Evra, Buttner, Valencia, Powell, Carrick, Scholes, Anderson, Cleverley, Giggs, Kagawa, Van Persie, Welbeck, Rooney, Hernandez.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩში "წითელი ეშმაკების" კარებს დანიელი გოლკიპერი ანდრეს ლიდერგაარდი დაიცავს,ასევე შოტნანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა,რომ ამ მატჩში ცენტრალურ მცველებად ფილ ჯონსი და ჯონი ევანსი იქნებიან.

გუნდების ფორმა

West Brom. VS Manchester United Preview

"ვესტ ბრომვიჩი" მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგის ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს 48 ქულით.ბოლო ტურში გუნდი "ნორვიჩს" დაუპირისპირდა და ძალიან დიდი სხვაობით 4:0 დამარცხდა.ბოლო 5 მატჩში "ვესტ ბრომვიჩს" 3 წაგება,ერთი მოგება და 1 ფრე აქვს.მიმდინარე პრემიერ ლიგის ბოლო 3 ტურში გუნდმა თავის მეტოქეს გოლი ვერ გაუტანა.მიმდინარე სეზონში "ვესტ ბრომვიჩმა" რეკორდი დაამყარა და კლუბის არსებობის ისტორიაში 48 ქულა მოიპოვე ინგლისის პრემიერ ლიგაში,ბოლო ორ სეზონში "ვესტ ბრომვიჩი" 47 ქულას აგროვებდა.35-ე ტურისათვის გუნდს 14 მოგება აქვს,რაც წინა სეზონთან შედარებით ერთით მეტია.თუ "ვესტ ბრომვიჩი" მიმდინარე სეზონს მერვე ან უფრო მაღალ საფეხურზე დაასრულებს კლუბის არსებობის ისტორიაში ეს ყველაზე კარგი შედეგი იქნება.გუნდმა მიმდინარე სეზონში თავის მეტოქეს 48 ბურთი გაუტანა ხოლო საკუთარ კარებში 52 მიიღო.ხვალ "ვესტ ბრომვიჩი" შეეცდება ინგლისის პრემიერ ლიგის გამარჯვებულების დამარცხებას,რადგან უფრო გაიმყარონ თავისი პოზიციები სატურნირო ცხრილში.

West Brom. VS Manchester United Preview

ხვალ ინგლისის პრემიერ ლიგის ჩემპიონებისთვის ბოლო მატჩი იქნება ლეგენდარული შოტლანდიელი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონის მეთაურობით.ის სულ მალე დატოვებს მთავარი მწვთნელის პოსტს და გადაინაცვლებს დირექტორის პოზიციაზე,ხოლო მას "ევერტონის" მწვრთნელი დევიდ მოიესი ჩაანაცვლებს.თუ ხვალ "მანჩესტერ იუნაიტედი" შეძლებს თავისი მეტოქის დამარცხებას,მაშინ ისინი 91 ქულას დააგროვებენ და ეს იქნება მათთვის საუკეთესო მაჩვენებლის განმეორება,რომელიც 1999-2000 წლებში დააფიქსირეს."წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "სუონსს" დაუპირისპირდნენ და "ოლდ ტრაფორდზე" მინიმალური სხვაობით 2-1 დაამარცხეს მეტოქე.სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდების ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 37 მატჩიდან 28 მოგება იწერება.2011 წლის მერსისაიდულ "ლივერპულთან" მარცხის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" არცერთი გასვილი მატჩი არ წაუგით,თუ მათ დაწინაურება მოახერხენ.მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" 20-მა ფეხბურთელმა მოახერხა მეტოქის კარში გოლის გატანა ხოლო 17მა სხვადასხვა ფეხბურთელმა საგოლე პასის გაკეთება.

ურთიერთშეხვედრები

ეს ორი კლუბი ერთმანეთს სულ 121-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ყველა ტურნირზე,აქედან 40 მოგება "ვესტ ბრომვიჩის" ანაგარიშზე იწერება,52 მოგება "მანჩესტერ იუნაიტედის" ანგარიშზე ხოლო 29 შეხვედრა ფრედ დასრულდა.ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში "ვესტ მბრომვიჩმა" ვერცერთხელ მოახერხა "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება (13 შეხვედრიდან 11 წაგება,2 ფრე).ამ ორი გუნდის ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტი გოლი 1968 წლის აპრილში გამართულ შეხვედრაში გავიდა,სადაც "ვესტ ბრომვიჩმა" მეტოქის დამარცხება 6:3 შეძლო.

29.12.2012 Manchester United 2-0 West Bromwich Albion
11.03.2012 Manchester United 2-0 West Bromwich Albion
14.08.2011 West Bromwich Albion 1-2 Manchester United
01.01.2011 West Bromwich Albion 1-2 Manchester United
16.10.2010 Manchester United 2-2 West Bromwich Albion
27.01.2009 West Bromwich Albion 0-5 Manchester United
18.10.2008 Manchester United 4-0 West Bromwich Albion
18.03.2006 West Bromwich Albion 1-2 Manchester United
26.12.2005 Manchester United 3-0 West Bromwich Albion
07.05.2005 Manchester United 1-1 West Bromwich Albion
27.11.2004 West Bromwich Albion 0-3 Manchester United
11.01.2003 West Bromwich Albion 1-3 Manchester United
17.08.2002 Manchester United 1-0 West Bromwich Albion

ბოლო შეხვედრა "ჰოტორრნსზე"

West Brom. VS Manchester United Preview

ეს ორი გუნდი ბოლოს "ვესტ ბრომვიჩის" მოედანზე 2011 წლის 14 აგვისტოს დაუპირისპირდა.მატჩი ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა,მაგრამ საბოლოოდ მაინც "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა.მატჩში ანგარიში პირველ ნახევარში უეინ რუნი გახსნა,ამის შემდეგ 37' წუთზე შეინ ლონგმა გაათანაბრა ხოლო საბოლოოდ 81-ე წუთზე "მანჩესტერ იუნაიტედი" სტივენ რიდის ავტოგოლით დაწინაურდა.

სერ ალექსი მატჩის წინ

West Brom. VS Manchester United Preview

საჩემპიონო აღლუმი
სერ ალექს ფერგიუსონმა აღიარა, რომ გაკვირვებული იყო ორშაბათს ჩატარებული აღლუმის მასშაბით."აღფრთოვანებული ვიყავი.კვირის თამაში შესანიშნავი იყო, ხოლო ორშაბათის აღლუმი ბრწყინვალე.ვფიქრობდი, რომ 1999 წლის ტრებლის შემდეგ ჩატარებული აღლუმის მსგავს ზეიმს ვეღარ ვნახავდი, მაგრამ იმ ხალხის რაოდენობა, რომელიც ჩვენს ავტობუსთან მოვიდა იყო ფანტასტიური." -ციტირებს შოტლანდიელის სიტყვებს manutd.com.
სამომავლო გეგმები
"ჯერ არ მიფიქრია იმის შესახებ თუ რას გავაკეთებ მომავალში.მომდევნო კვირას მაქვს რამდენიმე საქმიანი შეხვედრა, შემდეგ კი დავისვენებ 1 თვე.ოპერაციაც მოესწრება ზაფხულში, ანუ ახალი ჩემპიონატის დაწყებისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები."
გეგმები მომავალ მატჩზე
"1500 მატჩი- ეს წარმოუდგენელი მიღწევაა, მაგრამ "ვესტ ბრომვიჩი", როგორც ნებისმიერი სხვა გუნდი, ეცდება სეზონის ბოლო საშინაო მატჩში მოგებით დაასრულოს.ამის მიუხედავად, კვირის მატჩში უფრო მსურს გამარჯვება, ვიდრე "სუონსისთან" დაპირისპირებაში მსურდა."
სიტუაცია რუნისთან
"ჯერ არ მისაუბრია დევიდ მოიესთან ამ საკითხის შესახებ.დარწმუნებული ვარ, ის მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რაც მოვა კლუბში.სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი თუ რატომ სურს რუნის წასვლა.მაგრამ დევიდს სურს ამ საკითხის გადაწყვეტა, რაც მე ძალიან მახარებს."
რიო
"ვფიქრობდი, რომ რიოს შეეძლო კიდევ გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი კლუბთან ჯერ კიდევ წინა წელს.სანაკრებო კარიერის დასრულება წაადგება მის კარიერას.დარწმუნებული ვარ, მას მხოლოდ "იუნაიტედი" აინტერესებს."
შემადგენლობა
"არ მაქვს დიდი პრობლემები გუნდის შემადგენლობასთან, მასშირამდენიმე ცვლილებას შევიტან.დიდი ალბათობით, ითამაშებენ ახალგაზრდები.ჩემს განკარგულებაში არ არის რაფაელი, ამიტომ ვფიქრობ, თუ ვინ ვათამაშო მის ფლანგზე.მინდა, ცენტრში ჯონსმა და ევანსმა ითამაშონ.ისინი კლუბის მომავალი არიან.მოუთმენლად ველი მატჩის დაწყებას- ეს შესანიშნავი იქნება."

Head to Head

West Brom. VS Manchester United Preview

ბოლო შეხვედრები

West Brom. VS Manchester United Preview

PROBABLE LINEUPS

West Brom. VS Manchester United Preview

Editor's Prediction

West Brom. VS Manchester United Preview
მატჩის წინ
11 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
18 მაი 2013 18:19
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ესეც პრევიუ yahoo2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: red devil
18 მაი 2013 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Kaia avtor sagol

Ise vest.bromi wels kargad uberavs
0
№3
ავტორი: GeorgeBest
18 მაი 2013 19:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როგორც ყველთვის საუკეთესოა
0
№4
ავტორი: love united
18 მაი 2013 21:08
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ყოჩაღ დათო...კარგი პრევიუა...უნდა მოვიგოთ და ღირსეულად გავაცილოთ ბაბუ!..
0
№5
ავტორი: I L C
18 მაი 2013 21:10
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მაგარი პრევიუა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№6
ავტორი: Jubo
18 მაი 2013 22:38
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ხვალ მაინც ათამაშოს რუნი areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№7
ავტორი: ლადო
19 მაი 2013 07:26
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ დათუჩა...შენს გვარს ამართლებ, მგელი ხარ რააა....იმედია წაყნეს ათამაშებს ხვალ
0
№8
ავტორი: davita
19 მაი 2013 09:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
სქოულსზ ათამაშებს უეჭველად თან ნახეთ თუ არა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№9
ავტორი: Scholes18
19 მაი 2013 09:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
აუ რუნი ზამენაზე მაინც დასვას ტოო.... sad
0
№10
ავტორი: TrueRed
19 მაი 2013 09:53
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
Sagool magari prewua rogorc yoveltvis... Rooney dziritadshi ra babu
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top