20-10-2012, 19:59
ნანახია: 2686,
კომენტარები: 2
ბიუტნერის გზა მანჩესტერამდე
ბიუტნერის გზა
სახელი გვარი: ალექსანდრ ბიუტნერი
დაბ.ადგილი: დუტინჰემი,ჰოლანდია
სიმაღლე: 1,74სმ
პოზიცია: მარცხენა განაპირა მცველი
გუნდი: "მანჩესტერ იუნაიტედი"
დაბადების თარიღი: 11 თებერვალი,1989 წელი
სატრანსფერო ღირებულება: 6მლნ.
საფეხბურთო პროტოტიპი: პატრის ევრა
"მე ჰოლანდიის საუკეთესო ვინგერებთან მიწევდა თამაში და ვერავინ ვერ შეძლო ჩემზე მაღლა დამდგარიყო,პირიქით,მე მათ ვაჯობე"...ამ სიტყვებით დატოვა არა მოზარდმა,მაგრმა უკვე ახალგაზრდა და ამბიციურმა ბიუტნერმა "ვიტესი",რათა გადასულიყო "მანჩესტერში".და მას აქვს უფლება თქვას ასეთი სიტყვები.ჰასულ სეზონში ალექსანდრე გახდა ჰოლანდიის საუკეთესო მარცხენა განაპირა მცველი,მოაგროვა რა გამოკითხულ ხმათა 81%.თუმცა ასეთივე შედეგი ქონდა იან ვერტონგენს,რომელიც ახლა "ტოტენჰემში" ირიცხება.
წარმოუდგენლად თავდაჯერებული ჰოლანდიელი დაიბადა და გაიზარდა დუტინჰემის გარეუბანში.ჰოლანდიაში ასეთ ადგილს ბანაკს ეძახდნენ,რადგან იქ მცხოვრებ ხალხს არ ქონდათ სახლები და უწევდათ ტრეილერებში ცხოვრება,სახლები რომლებიც ბორბლებზე იდგა.
"ჩემი საუკეთესო თვისება?!ის რომ არასოდეს ვნებდები.მე დუტინჰემის გარეუბანში დავიბადე.ჩემი ბებია და ბაბუა ისეთ სახლში ცხოვრებდნენ,რომელიც გადაადგილდებოდა.აქ სულ სხვა კულტურაა.რაც შეეხება ატმოსფეროს,ის განმაცვიფრებელია.მე ნამდვილი ქუჩის ბიჭი ვიყავი.მუდმივად ვთამაშობდი ფეხბურთს ქუჩაში და ამან მე ნამდვილად გამომწრთო.მე საკმაოდ კარგი ვიყავი და ამიტომ უფროსებთან მიწევდა თამაში,მაგრამ ისინი არ მინდობდნენ.
ბანაკს ბორბლებზე,ჰოლანდიაში,ცუდი რეპუტაცია აქვს.ხალხი ფიქრობს,რომ აქ მხოლოდ საზოგადოების სარეველები იზრდებიან,მაგრამ ეს ასე არ არის.ბანაკის უმეტესობა კანონის დარღვევას დადებითად არ აფასებენ და თუ ეს მაინც ხდება პრობლემა შიგ,კლანშივე გვარდება.ჩვენ თავად ვწყვეტთ ჩვენს პრობლემებს,ასევე ვიცავთ და ვეხმარებით ერთმანეთს.ეს რწმენა გადამწყვეტია.მე ბიჭი ვარ ბანაკებიდან და ამით ვამაყობ."
ბიუტნერის ასეთი ტიპაჟის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვით მის მშობლებს.მას მოუია ბევრი სირთულის გადატანა,მაშინ როდესაც მისი თანაგუნდელები,თანატოლები სხვაგვარად ცხოვრობდნენ.მაშინ როდესაც "აიაქსში" მოთამაშე მოზარდები კომფორტულად ცხოვრობდნენ,"იუნაიტედის" ახალწვეულს უწევდა ტრასები ფეხით გაევლო,რათა ვარჯიშამდე მიეღწია.ამას კი დღის ნახევარი მაინც ჭირდებოდა.
"მაშინ როდესაც მე 10_ის ვიყავი,ჰოლანდიის ყველა კლუბს უკვე ჩემი აყვანა სურდა.მათ შორის "ვიტეს"_საც...მაგრამ "აიაქსი" ჩემთვის პრიორიტეტული იყო.ნაწილობრივ იმიტომ,რომ "აიაქს" აქვს საუკეთესო პროგრამა მომავალი ფეხბურთელების გასაწვრთნელად.მათ იმდენად უნდოდათ ჩემი თავისთან ხილვა,რომ ჩემს ოჯახს ამსტერდამში სახლი და საცხოვრებელი პირობები შესთავაზეს.შესაძლებელი იყო ახალი ცხოვრებსი დაწყება.თუმცა მამაჩემმა ამ ყველაფერზე უარი განაცხადა.ამის გამო მე ჩემი პატარაობის წლების გატარება თითქმის სულ გზაზე მიწევდა.ჩვენ დილით ადრე,6_ზე ვდგებოდით და ამერსფორტისკენ მივდიოდით,იქ ჩემი სკოლა იყო.შემდეგ ამსტერდამში ვარჯიშებზე მივდიოდი.ვარჯიშების მერე საშინაო დავალებებს ვაკეთებდი,რის შემდეგაც მამაჩემი მოდიოდა ჩემს წასაყვანად საღამოს 7_ზე.ამის შემდეგ ჩვენ შინ 11_ზე ვიყავით ხოლმე.და ასე ხდებოდა ყოველდღე.ცემი მთელი პატარაობა არის "აიაქსი",აიაქსი" და კიდევ ერთხელ "აიაქსი"...
ჩემი ძვირფასი მამა,ჩემს გამო ათასობით კილომეტრს გადიოდა.მის გარეშე მე ვერასოდეს ვერ გავხდებოდი პროფესიონალი.მაგრამ ეს მგზავრობები არც თუ ისე სასიამოვნო იყო,რადგან მამაჩემი დიდი კრიტიკოსია.მისთვის ყველაფერი ყოველთვის არასაკმარისად კარგი იყო.მე შემეძლ ოსაუკეთესო ვყოფილიყავი გუნდში,გამეტანა 3 გოლი და ის მაინც უკმაყოფილო იყო და ყოველთვის მეუბნებოდა თუ რას ვაკეთებდი არასწორედ.ზოგჯერ ეს ყველაფერი მძულდა,მაშინ,როდესაც სხვა ბიჭების მშობლები საკუთარ შვილებს აქებდნენ,მიუხედავად იმისა,რომ ისინი კარგები არ იყვნენ სინამდვილეში."
ბიუტნერი - ადამიანი რთული ბავშვობით და არც თუ ისე ადვილი ხასიათით,მაგრამ მისი მედგრობა და თავდაჯერებულობა მხოლოდ შესაშურია.ალექსანდრე არ მიეკუთვნება იმ რიცხხვს ვინც დიდხანს დასტირის გაშვებულ შანსს ან შეცდომებს.
"როდესაც მე 16_ის გავხდი,ჰოლანდიის ყველა გუნდში ვითამაშე(ასაკობრივის მხიედვით).ჩვეულებრივ მე ჩემზე უფროსებთან ვთამაშობდი,რადგან "აიაქსში" სურდათ,რომ მე ძლიერი ვყოფილიყავი.მე გუნდმა შემომთავაზა გადავსულიყავი ამსტერდამში,ოჯახში,რომელიც ჩემს მოვლას იკისრებდა,მაგრამ ეს იდეა ვიუარე,რადგან თანაგუნდელებისგან ბევრი ცუდი რამ მოვისმინე ასეთ ოჯახებზე.
მე მესმოდა,რომ თუკი კარგი ვიყავი ადრე თუ გვიან ჩემი დროც დადგებოდა."ფეინოორდს" და "პ.ს.ვ"_ს ჩემი აყვანა სურდათ,მაგრამ მათ სამწვრთნელო ბაზამდე ძალიან შორი იყო ფეხით სასიარულოდ.ასე,რომ მე "ვიტესი" ავირჩიე...და 1 წლის შემდეგ ჩემი დებიუტიც შედგა...."
დებიუტი "ვიტესის" შემადგენლობაში კოშმარული გამოვიდა.პირველი მატჩი მან 17 წლის ასაკში ჩაატარა,ეს მხოდა 2008 წელს "ტვენტეს" წინააღმდეგ,გამოვიდა რა უკე 6_ე წუთზე მარცხენა განაპირა მცველი პოზიციაზე,მაშინ როდესაც იგი თავდამსხმელად ითვლებოდა.ალექსანდრემ მატჩის ბოლომდე ჩატარება ვერ მოახერხა.64_ე წუთისათვის მან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.გუნდმა უპირატესობა დაკარგა,ხოლო ბიუტნერი იმ წელს მოედანზე არ გასულა.
"ჩემი დებიუტი შედგა მაშინ,როდესაც გუნდს წვრთნიდა აად დე მოსი.მაშინ 17ის ვიყავი.ვიჯექი სათადარიგოთა სკამზე.მატჩი 3 წუთის დაწყებული იყო,როდესაც მან გახურება მიბრძანა.ამის შემდეგ თავდამსხმელი დავდექი განაპირა მცველის პოზიციაზე.რა უცნაური შეცვლაა?მთელი პრესა ამაზე ლაპარაკობდა და ეგეც რომ არა ჩემი ხიტი თამაშის გამოც მოვიპოვე პოპუალრობა.მე აქამდე დაცვაში მხოლოდ ერთხელ მომიწია თამაში.იქამდე მე ყოველთვის ფლეიმეიქერი ვიყავი და "ვიტესში" კი განაპირა მცველი.მე არასოდეს არ მქონდა სურვილი მეთამაშა დაცვაში.თუმცა მე ვფიქრობ,რომ ბევრი მარცხენა განაპირა მცველი კარიერას როგორც ვინგერი ისე იწყებდა,ავიღოთ თუნდაც ვან ბრონხორსტი ან ნიუმანი...ისინი კარიერას იწყებდნენ,როგორც კრეატიული ფეხბურთელები,მაგრამ მათ საბოლოოდ იპოვეს საკუთარი ადგილი.სკაუტების უმრავლესობა არ აკვირდება ახალგაზრდა მცველებს,ასე არ არის?ისინი ყოველთვის ისეთებს არჩევენ,რომლებიც შექმნითი სტილისანი არიან.მაგრამ შემდგომში ეს პოზიცია მომეწონა."
შემდეგ წელში ახალგაზრდა ჰოლანდიელი ძირითადის ფეხბურთელი გახდა.2008\09 წლის სეზონში მან 23 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.ხოლო 2009\10 წლებში 27 მატჩი და 2 წლიანი კონტრაქტი მოყვა.
მას შემდეგ რაც "ვიტესში" გადავიდა ახალგაზრდა მცველი,ვან ანხოლტი,ბიუტნერმა პოზიციით მაღლა აიწია და უფრო შეტევაში ერთვებოდა.ალექსანდრეს უპირატესობაა სისწრაფე,ამტანობა,დრიბუბლიკგი და დარტყმა,რომელიც "ვიტესის" შეტევებს უფრო მრავალფეროვანს ხდიდა.
ამაწლის მაისში,ახალგაზრდა ჰოლანდიელი,ნაკრების გაფართოვებულ სიაში მოხვდა.ტუმცა "ვიტესის" მწვრთნელმა იგი არ გაუშვა ევროპის ჩემპიონატზე და მის მაგივრად ნაკრებში მოხვდა ახალგაზრდა ჯეტრო ვილემსი,რომელმაც თავი ვერაფრით ვერ დაამახსოვრა ხალხს,ჰოლანდიის ნაკრებზე ხომ უკვე აღარაფერი აღარ ითქმის.
"მე ზოგჯერ ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუყურებ,ვერნონ ანიტას და ტობი ალდერვეირელდას,და ვხედავ,როგორ თამაშობენ ისინი "რეალისა" და "მანჩესტერის" წინააღმდეგ...შემდგომ ვფიქრობ,რომ მე შემეძლო მათთან ერთად ამ გუნდების წინააღმდეგ მეთამაშა.მაგრამ ჩემი დროც მოვა..."
და ეს დროც მოვიდა.მისი "იუნაიტედში" გადასვლას გარკვეული პრობლემები ქონდა.ალექსანდრეს გუნდს "საუთჰემპტონთან" უვკე ქოდნა წინასწარი შეთანხმება,მოლაპარაკებაც თითქმის დასრულებული იყო,მაგრამ აქ უკვე სერ ალექსი ჩაერთო.გარკვეული საქმეა,შოტლანდიელის დაძახებაზე არცერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი არ იტყვის უარს."იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელს მოფიქრებისათვის წამებ იდასჭირდა.და უკე აეროპორტში მან თქვა: "ეს თითქოს ოცნების ახდენას გავს.ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა,მაგრამ ფაქტია,მე გახარებული ვარ."ეს სიტყვები უთხრა ჟურნალისტს ბიუტნერმა "მანჩესტერისაკენ" მიმავალ რეისამდე.
ბიუტნერმა პირობა დადო,რომ შოტლანდიელი სპეციალისტისათვის იქნება თავის ტკივილის გამაყუცებელი.ალექსანდრეს გამოცდილებიდან გამომდინარე მას შეუძლია მარცხენა ფლანგის ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშოს.პატრის ევრა,რომელიც ახალწვეულს შფოთვის შეხვდა,სულ უფრო და უფრო მეტ შეცდომებს უშვებს,ხოლო უბერებელი რაიან გიგზი კი,ყველაფრის მიუხედავად,ბერდება.არსანიშნავია ისიც,რომ ბიუტნერმა სადებიუტო მატჩი უკვე ჩაატარა.მან ასევე თავი გამოიჩინა გატანილი გოლით და საგოელ პასით.
მეტი რაზე შეიძლება იოცნებო?!ალბათ მხოლოდ იმაზე (როდესაც ბიუტნერი გუნდის დატოვებას ასაკის ან გარემოს გამოცვლის გამო გადაწყვეტს) რომ თქვას: "მე ინგლისის საუკეთესო ვინგერების წინააღმდეგ ვთამაშობდი და ვერავინ ვერ შეძლო ჩემზე კარგი ყოფილიყო,პირიქით,მე ისინი დავჯაბნე."
სტატია დაამზადა ნიკა ლორთქიფანიძემ სპეციალურად ReDaRmY.Ge-თვის