თბილისი:
მანჩესტერი:
17-05-2013, 21:36
ავტორი: love united,
ნანახია: 2095,
კომენტარები: 7
პრემიერ ლიგაში საუკეთესოები გამოვლინდნენ
პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელი ფერგიუსონი გახდა, რომელმაც მე-20 ჩემპიონობა მოუტანა "იუნაიტედს".ხოლო საუკეთესო მოთამაშე ახალგაზრდა უელსელი-გარეტ ბეილია...
პრემიერ ლიგაში საუკეთესოები გამოვლინდნენ
სერ ალექს ფერგიუსონმა პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელის წოდება კარიერის უკანასკნელი წინასამატჩო პრესკონფერენციის გამართვიდან რამდენიმე საათის შემდეგ მიიღო."იუნაიტედის" ბოსი უკვე მე-11 გახდა საუკეთესი ინგლისის ჩემპიონატში, ეს სარეკორდო მაჩვენებელია.პირველად მან საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო 1992-93 წლების სეზონში მიიღო, როდესაც მისმა გუნდმა პრემიერ ლიგის ტიტული მოიპოვა.ფერგიუსონმა, რომელიც თავისი 26 წლიანი კარიერის განვმალობაში 13-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, 1500-ჯერ გაუძღვება მანჩესტერს მწვრთნელის რანგში ამ უიკენდზე.

ხოლო რაც შეეხება საუკეთესო ფეხბურთელს- გარეტ ბეილმა 19 გოლი გაიტანა 29 მატჩში, რომელიც მან პრემირ ლიგაში ჩაატარა.ის გახდა პირველი "ტოტენჰემის" ფეხბურთელი, რომელმაც მოიპოვა ეს ჯილდო.ის ასევე პირველი უელსელია, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნის თასს დაეუფლა.ეს მე-4 ინდივიდუალური ჯილდოა ბეილისთვის, რომელიც საუცხოო სეზონს ატარებს.

დიდი ალბათობით, გარეტი ამ ფაზხულს დატოვებს "უაიტ ჰარტ ლეინს", იმის მიუხედავად, რომ ანდრე ვილაშ-ბოაში ცდილობს დაიტოვოს ის თავისთან.პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამ ფაქტზე კომენტარიც გააკეთა:"არ ვიცი ზუსტად, დარჩება თუ არა ბეილი "ტოტენჰემში".ჩემი მიზანია, გავუხანგრძლივო მას კონტრაქტი.რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ვიმედოვნებთ, ის არ გადავა სხვა კლუბში."არავისთვის არ არის ახალი ის ფაქტი, რომ ბეილს ჩემპიონთა ლიგაში სურს ძალების მოსინჯვა."ტოტენჰემს" ამის არცთუ ისე კარგი შანსი აქვს.

ფერგიუსონმაც გააკეთა კომენტარი, რომელიც მის კარიერის დასრულებას ეხება.ის მადლობას უხდის ფანებს და აღნიშნავს, რომ მოეწონა საჩემპიონო ზეიმი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა."წითელთა" ავტობუსმა მთელი მანჩესტერი შემოიარა."კვირის მატჩში საოცარი იყო, ხოლო ორშაბათის ზეიმი ბრწყინვალე.არ მეგონა, 1999 წლის ზეიმის შემდეგ მსგავს სანახაობას თუ ვნახავდი."

სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: love united
17 მაი 2013 21:37
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ძლივს დავწერე... wink what
0
№2
ავტორი: red devil
17 მაი 2013 22:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol kaia avtor. Imedia bales manu daitrevs
0
№3
ავტორი: Jubo
18 მაი 2013 13:21
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ვინმე იტყვის რომ არ დაიმსახურა? love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№4
ავტორი: BERDI
18 მაი 2013 15:22
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
კარგია საღOლ ბეილი გადმოვიდეს რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№5
ავტორი: I L C
18 მაი 2013 21:29
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ბეილი გადმოათრიეეთთ !!!!!!!!!!!!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№6
ავტორი: ლადო
19 მაი 2013 07:07
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ გიო....მემგონი კი არა მართლა ეკუთვნოდა ბეილს ეს ჯილდო, მთელი ტოტენჰემი მაგან ათრია
0
№7
ავტორი: MAGNIFICENT 7
19 მაი 2013 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
სგ ავტორ... derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top