დაბადების თარიღი: 25/03/1964
დაბადების ადგილი: ჰოლანდია
თანამდებობა: ძირითადი შემადგენლობის მწვრთნელი
რენე მალესტინი დაიბადა 1964 წლის 25 მარტს ჰოლანდიაში. ის ,,A" კლასის სამწვრთნელო ლიცენზიის მფლობელია. ჰოლანდიელის ძირითადი კარიერა ჰოლანდიის ჩემპიონატის ქვედა დივიზიონში გაიარა და კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა. როგორც ფეხბურთელი კარიერა ,,ნაიმეგენში" დაიწყო.
მწვრთნელის პოზიციაზე ის მუშაობდა კატარში საფეხბურთო კლუბ ,,ალ-ეტეჰადის" (ეხლა ცნობილია, როგორც ,,ალ-გარაფა") მთავარ მწვრთნელად. 1999 წელს ,,მანჩესტერი" ხდება ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ხოლო რენე მალესტინიმ მოიგო არაბთა თასი, ეს იგივეა რაც ,,იუნაიტედისთვის" ჩემპიონთა ლიგა. 2000 წელს ის ხელმძღვანელობდა ,,ალ-სადს" და ხდება ქვეყნის თასის მფლობელი - ემირ თასი.
მალესტინის სურვილი ჰქონდა კლუბში მოეყვანა რამდენიმე უცხოელი ფეხბურთელი, რაზეც ხელმძღვანელობისგან უარი მიიღო, რის გამოც პოსტის დატოვება მოუხდა. ამ პერიოდში, როცა მალესტინი ,,ალ-სადს" ხელმძღვანელობდა, ფერგიუსონს ინტერესი ჰქონდა რენეს მიმართ და 2001 წელს მან დაარწმუნა რენე რომ მისულიყო ,,მანჩესტერში" და ჩადგომოდა ფეხბურთელების ტექნიკური უნარის განვითარების თანამდებობაზე. 2005 წელს ფერგიუსონი რენეს უშვებს ,,ბოლტონში" სემ ალერდიჩის დასახმარებლად. ამავე დროს რენემ შეინარჩუნა თავისი თანამდებობა ,,მანჩესტერში".
2006 წელს სერ ალექს ფერგიუსონის თანხმობით, მან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი დანიის ,,ბრონდბიუსთან". 2006-2007 წლებში დანიამ ეროვნულ ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავა და 19 ქულით ჩამორჩა ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონთან ,,კოპენჰაგენთან". ასეთი შედეგი კლუბის ხელმძღვანელობას არ აკმაყოფილებდა და 2007 წლის 5 იანვარს რენესთან კონტრაქტი გაწყვიტეს.
2007 წლის 18 იანვარს მალესტინი დაუბრუნდა ,,მანჩესტერს", სადაც მან ყოფილ თანამდებობას დაუბრუნდა. 2008 წელს როდესაც ფელაინი გახდა მწვრთნელის თანაშემწე, მან ძირითადი შემადგენლობის მწვრთნელის თანამდებობა დაიკავა.
წყარო: redevils.ru