თბილისი:
მანჩესტერი:
12-05-2013, 16:55
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1633,
კომენტარები: 5
კერიკი: "სერ ალექსი ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია"
კერიკი დევიდ მოიესთან მუშაობის დაწყებას კარიერის ახალ ეტაპად აფასებს და მას მოუთმენლად ელის.
კერიკი:
კარიერის დასრულების შემდეგ, მაიკლ კერიკმა სერ ალექს ფერგიუსონი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად შეაფასა.
ფერგიუსონი 27 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ „ოლდ ტრაფორდზე“ დღეს უკანასკნელ შეხვედრას ჩაატარებს. 71 წლის მწვრთნელთან კერიკი „ტოტენჰემიდან“ „იუნაიტედში“ გადასვლის დღიდან მუშაობს.
„ის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია, მისთვის გასახდელ ოთახში ჩვენთან ერთად დაჯდომა და კარიერის დასრულებაზე საუბარი ძალზედ ემოციური მომენტი იყო.
მადლიერი ვარ, რომ ასეთ მწვრთნელთან და ასეთ შესანიშნავ გუნდში მუშაობის საშუალება მომეცა. ის საოცარი მენეჯერი და საოცარი პიროვნებაა. მისი მენეჯმენტი, წარმატებისკენ სწრაფვა და ენერგია ერთ-ერთ საუკეთესოდ ხდის.
ყველასთვის ჯერ კიდევ აქტუალურია ის ფაქტი, რომ ფერგუსონი მიდის და ახალი მწვრთნელი გვეყოლება. რბილად რომ ვთქვათ, უცნაური კვირა გამოდგა. პირველადი ფიქრები იმედგაცრუებას შეიცავდა, როცა ის თავის გადაწყვეტილებაზე გვესაუბრა. გასახდელში ყველამ მოიწყინა.“

მაიკლმა „იუნაიტედის“ მომავალ მწვრთნელ დევიდ მოიესზეც ისაუბრა. კლუბის მომავალს ახალ სპეციალისტთან ერთად ის ოპტიმისტურად უყურებს.
“მე ძალიან, ძალიან აღელვებული ვარ, მოუთმენლად ველი ჩემი კარიერის ახალი ეტაპის დაწყებას.
დევიდმა „ევერტონში“ წარმოუდგენელად დიდი სამუშაო შეასრულა, რომ კლუბს ევროპაში გაეწია კონკურენცია. მას არ ჰქონდა ფული, მაგრამ გუნდი მაინც კონკურენტუნარიანი გახადა.
დარწმუნებული ვარ ის ახალ კლუბშიც წარმატებულ დროს გაატარებს. მას ბევრის შეცვლა არ მოუწევს, რადგან აქ ყველაფერი კარგადაა. ჩვენ მოთამაშეები მის გვერდით ვიქნებით.“
- დაასრულა კერიკმა.

წყარო: skysports.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: I L C
12 მაი 2013 17:22
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
რათქმაუნდა ფეგი მაგარიაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№2
ავტორი: love united
12 მაი 2013 17:30
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კერო... love
0
№3
ავტორი: red devil
12 მაი 2013 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Midit bichebo warmatebebi.
0
№4
ავტორი: Amanda Seyfried
12 მაი 2013 22:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ყველა დროის საუკეთესო love
0
№5
ავტორი: ლადო
13 მაი 2013 06:31
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ფერგიიი love არასოდეს დაგივიწყებ love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top