თბილისი:
მანჩესტერი:
11-05-2013, 22:20
ავტორი: ViDa,
ნანახია: 3070,
კომენტარები: 16
მშვიდობით სერ ალექს!
მადლობა იმ ემოციებისათვის, რაც გვაჩუქეთ. მადლობა ასეთ გუნდის შექმნისათვის და უამრავი გამარჯვებისათვის...
მშვიდობით სერ ალექს!
დასრულდა გენიალური შოტლანდიელის ეპოქა. ჩვენ უკვე ვეღარ ვნახავთ "ოლდ ტრაფორდის" სათადარიგო სკამზე მყოფ მოხუცს თავის საყვარელ შავ "პალტოში". 26 წელი. ყოველი წუთი ამ წლებიდან აღსავსე იყო დიდებითა და წარმატებით. ყველამ კარგად იცოდა, რომ მოვიდოდა დრო და ეს ზღაპარი დასრულდებოდა. ყველამ იცოდა ეს, მაგრამ არ სჯეროდა! არ გვჯეროდა და არც ახლა გვჯერა, ალბათ ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ ფერგიუსონის ადგილას სხვას დავინახავთ.

როდესაც სერ ალექსი "იუნაიტედს" ედგა სათავეში, მსოფლიო წარმოუდგენლად შეიცვალა. ახალი ცვლიდა ძველს, რაღაცას ანგრევდნენ, რაღაცას აშენებდნენ, მაგრამ მხოლოდ ერთი რჩებოდა უცვლელი-ფერგიუსონი და მისი კევის ღეჭვის ხმა, რომელიც მთელ სტადიონზე ისმოდა. იცვლებოდნენ ფეხბურთელებიც, ზოგი მიდიოდა, ზოგი მოდიოდა, მაგრამ "იუნაიტედის" დიდება უცვლელი რჩებოდა. ალექს ფერგიუსონმა საფეხბურთო სამყაროს არაერთი ვარსკვლავი აჩუქა, რომლებმაც სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვეს. მაგრამ ამასთა ნერთად, მან აღზარდა ახალგაზრდა გულშემატკივრებიც, რომლებსაც შოტლანდიელი საკუთარ შვლებათ მიიჩნევს.

მოვიდა დრო და "დაუმარცხებელი" შოტლანდიელიც წავიდა. დაივიწყეთ ის თურქი "მადრიდისტა", რომელსაც ნიკოლას კეიჯის ღიმილი აქვს და ის ბრწყინვალე "აკრობატიც" ლურჯ ფორმაში, რომელმაც მეორე ტიტული წაართვა ამ სეზონში ფერგიუსონს. მან გააკეთა ის, რაც უკვე განაკეთები ჰქონდა ცამეტჯერ:ისევ მოიგო პრემიერლიგა. მან თავისი დიდება და პროფესიონალიზმი კარიერის ბოლომდე შეინარჩუნა. მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ, იგი უბრალოდ დიდი მწვრთნელი არარის, ის მსოფლიოს უდიდესი მწვრთნელია და ამაზე ყველაფერი მეტყველებს!

მშვიდობით სერ ალექს!

კარიერის დასრულების წინაც ფერგიუსონმა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ გუნდს მისი წასვლის შემდეგ არაფერი დატყობოდა. რაც არ უნდა ვთქვათ, ეს ყველაზე იდეალური მომენტია კარიერის დასასრულებლად. ჯერ ერთი, ეს ოდესმე უნდა მომხდარიყო და დროის გაწელვა არასწორი იქნებოდა გუნდის მიმართ. მანჩესტერ იუნაიტედი უნდა მიხვდეს, თუ რას ნიშნავს თამაში-სერ ალექს ფერგიუსონის გარეშე. ახლა კი ისინი ამისთვის მზად არიან ისე, როგორც არასდროს. ბოლოს და ბოლოს, შოტლანდიელმა ისეთი გუნდი შექმნა, სადაც გამოცდილება ეზავება ახალგაზრდა ფეხბურთელების ნიჭს. ახალ მწვრთნელს კი, ისღა დარჩენია შემოვიდეს გუნდში და კარი კარგად მოიხუროს. საერთო ჯამში, საეჭვოა მანჩესტერი კორდინალურად შეიცვალოს, ვინაიდან ფერგიუსონი გუნდში გენერალურ დირეკტორად რჩება და პირველად ცხოვრებაში მას უფლება ექნება დააკვირდეს მაყურებლის თვალით იმას, რასაც წლების მანძილზე აშენებდა.

ყველა ტრანსფერი უდაოდ ფერგიუსონის მიერ იქნება კონტროლის ქვეშ. ახალგაზრდა ფეხბურთელებების აღზრდა 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ არ შეწყდება. უფრო მეტიც: ამ საქმისათვის ფერგიუსონს უფრო მეტი დრო ექნება. არამგონია, რომ ფერგიუსონმა დაუშვას რუნისა და სხვა ფხბურთელების წასვლა გუნდიდან ამ ზაფხულში, იმის მიუხედავად, თუ რა ამბავი დაატრიალეს ჟურნალისტებმა.

მშვიდობით სერ ალექს!


აი რა მოუვა გუნდს, როდესაც ფერგიუსონი საბოლოოდ დატოვებს "იუნაიტედს", აუცნობია. სწორედ მაშინ დადგება ის პერიოდი, რისიც დღეს "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივართ უმრავლესობას ეშინია. ვინ იცის, იქნებ როგორც მაშინ, მატ ბასბის წასვლის შემდეგ, ჩემპიონის მოლოდინში 15 წელი მოგვიწევს ლოდინი. იქნებ საერთოდ, როგორც ადრე, ჩვენ გადარჩენისათვის დავიწყოთ ბრძოლა? მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ფერგიუსონი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მისი წასვლის შემდეგ აშენდეს ახალი სახლი და შეიქმნეს ახალი ოჯახი. ამასთან ერთად, გულშემატკივრებს დიდ იმედს უსახავს თვით დავიდ მოიესიც, რომელმაც დაბალი დონის გუნდიდან, ერთ-ერთი ინგლისის საუკეთესო უნდი შექმნა.

დიდი მადლობა ყველაფრისთვის, სერ ალექს ჩემპმენ ფერგიუსონო! კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა! მადლობა იმ ემოციებისათვის, რაც გვაჩუქეთ. მადლობა ასეთ გუნდის შექმნისათვის და უამრავი გამარჯვებისათვის. მაგრამ ახლა, თქვენი გადაწყვეტილების გამო თითოეულ ჩვენგანის გულში გაუგებრობამ დაისადგურა. ეს ისეთი გრძნობაა, რომელსაც შგვიძლია დავარქვათ:"მოწყენა და საშიშროება".

მშვიდობით სერ ალექს!
სტატიები
16 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
11 მაი 2013 22:22
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
არ გამოვიდა ისეთი როგორიც მინდოდა, მაგრამ მგონი არაუშავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: love united
11 მაი 2013 22:26
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ძაან მაგარია,ერთი ამოსუნქთვით წავიკითხე,როგორც იტყვიან... wink ყოჩაღ...მართლა ვერ წარმომიდგენია ის ფაქტი,რომ ყოველ კვირას ფერგის ვერ ვნახავ... sad
0
№3
ავტორი: Amanda Seyfried
11 მაი 2013 22:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
იმედია, როგორმე შევეჩვევი
0
№4
ავტორი: BERDI
11 მაი 2013 22:49
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ კარგია. ნეტა ფერგიმ წიგნი დაწეროს რა კარგი იქნებაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№5
ავტორი: always ReD
11 მაი 2013 23:18
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
ვერ წავიკითხავ არ შემიძლია sad
0
№6
ავტორი: m-an-united
11 მაი 2013 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
3d_6 3d_6 3d_6 .:(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№7
ავტორი: (((GGMU)))
12 მაი 2013 02:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
:( მეამეყები.. მეამაყება რომ ექვსი წელია შენ გიყურებ და ვტკბები <3 მადლობა სერ ყველაფრისთვის
0
№8
ავტორი: red devil
12 მაი 2013 07:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtor kaia.
Babus ki minda madloba gadavuxado im bednieri wutebistvic rac man momanicha. Udzlieresi xar babu
0
№9
ავტორი: UTD-Rule
12 მაი 2013 09:59
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ViDa, საღოლ ძალიან საინტერესო იყო !

ეჰჰ მე ჯერ კიდევ ვერ წარმომიდგენია ჩვენი საყვარელი გუნდი ამ საყვარელი ადამიანის გარეშე :/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№10
ავტორი: ლადო
12 მაი 2013 10:15
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ ვიდა მიყვარს შენი დაწერილლი სტატიებიი...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top