თბილისი:
მანჩესტერი:
11-05-2013, 11:02
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2424,
კომენტარები: 22
Manchester United VS Swansea - Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სუონსი" - პრევიუ
Manchester United VS Swansea - Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სუონსი" - პრევიუ

სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი",მანჩესტერი
მონაცემი: პრემიერ ლიგა,37-ე ტური
მსაჯი: ჯონათან მოსი
თარიღი: კვირა, 12 მაისი 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

Manchester United VS Swansea - Preview

Manchester United VS Swansea - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ეშლი იანგი
დისკვალიფიკაცია: რაფაელი (3 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: დენი უელბეკი
შემადგენლობა: De Gea, Lindegaard, Rafael, Smalling, Jones, Vidic, Ferdinand, Evans, Evra, Buttner, Valencia, Carrick, Giggs, Anderson, Cleverley, Scholes, Kagawa, Welbeck, Van Persie, Rooney, Hernandez
მთავარი მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი

"მანჩესტერ იუნიატედს" მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგის 37-ე ტურში "სუონსის" წინააღმდეგ ვერ დაეხმარება კლუბის ახალგაზრდა ბრაზილიელი მცველი რაფაელი,რომელსაც 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს ლონდონის "ჩელსისთან" მომხდარი ინციდენტის შემდეგ.

Manchester United VS Swansea - Preview

"სუონსი"
ტრავმირებულები: მიშელ ვორმი,რენჯელი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: მიჩუ
შემადგენლობა: Bartley, Taylor, Flores, Tate, Williams, Britton, Michu, Hernandez, Dyer, Cornell, Routledge, Monk, Shechter, Moore, De Guzman, Tiendalli, Ki, Tremmel, Agustien, Davies.
მთავარი მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი

"უიგანთან" მატჩში დაშავდა "სუონსის" მეკარე მიშელ ვორმი,რომელიც ვერ შეძლებს "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ თამაშს.ასევე "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს მცველი ანხელ რენჯელი,რომელსაც კუნთების პრობლემა აქვს.კითხვისნიშნისქვეშ არის "სუონსის" ბომბარდირის მიჩუს თამაში.

გუნდების ფორმა

Manchester United VS Swansea - Preview

პირველი რიგში დავიწყოთ იქედან,რომ მთელი საფეხბურთო სამყარო დამწუხრებულია იმ ფაქტით,რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდალური მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი 1 ივლისიდან დატოვებს პოსტს და დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლებს,1 ივნისიდან მანჩესტერულ კლუბს სათავეში დევიდ მოიესი ჩაუდგება."მანჩესტერ იუნაიტედს" მიმდინარე პრემიერ ლიგის ბოლო 6 მატჩში მხოლოდ 2 მოგება აქვს "ასტონ ვილასა" და "სტოკის" წინააღმდეგ.ბოლო ტურში "წითელმა ეშმაკებმა" საკუთარ მოედანზე ვერ მოახერხეს ლონდონის "ჩელსის" კარში გოლის გატანა და ამით დაასრულეს თავისი რეკორდი,რომელის მიხედვითაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ბოლო 66 საშინაო შეხვედრაში თავის მეტოქეს გოლს უტანდა.ლონდონური კლუბის წინააღმდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბრაზილიელმა მცველმა რაფაელმა წითელი ბარათი მიიღო მატჩის მიწურულს და ეს წითელი ბარათი პირველი არის გუნდისთვის მიმდინარე პრემიერ ლიგაში."მანჩესტერ იუნიატედს" ამ მომენტისთვის მიმდინარე პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი მეტოქის კარში (79) ხოლო საკუთარ კარში 37 გოლი აქვს გაშვებული.

Manchester United VS Swansea - Preview

"სუონსი" მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "უიგანს" დაუპირისპირდა და ძალიან დაძაბულ შეხვედრაში 2:3 იმარჯვა.ეს გამარჯვება მათთვის რიგით მე-11 იყოს პრემიერ ლიგაში."სუონსს" ბოლოს 5 შეხვედრაში 1 მოგება,3 ფრე და 1 წაგება აქვს ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ.ამ მომენტისთვის გუნდი მიმდინარე პრემიერ ლიგის ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს 46 ქულით."სუონსის" მიერ გატანილი 3 გოლი "უიგანის" კარში რიგით მეორე შეხვედრა აღმოჩნდა გუნდისათვის სადაც 3 გოლი გაიტანა,პირველად 3-ზე მეტი გოლი მიმდინარე სეზონში გუნდმა "ქუინს პარკ რეინჯერს" გაუტანა."სუონსმა" მიმდინარე პრემიერ ლიგაში 6-ჯერ ითამაშა ანგარიშით 0:0."სუონსს" მეტოქის კარში 46 გოლი აქვს გატანილი ხოლო საკუთარ კარში ასევე 46 გოლი აქვს გაშვებული.ხვალ კი მიქაელ ლაუდრუპის გუნდი შეეცდება მიმდინარე პრემიერ ლიგის ჩემპიონების დამარცხებას "ოლდ ტრაფორდზე",რათა უფრო გაიმყარონ თავისი პოზიციები სატურნირო მდგომარეობის მხრივ.

ცოტა რამ გუნდებზე

Manchester United VS Swansea - Preview

მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი დაარსდა 1878 წელს ქალაქ მანჩესტერის უბან — ოლდ ტრაფორდში, (საგრაფო დიდი მანჩესტერი) როგორც, ნიუტონ ჰიტი. 1902 წელს კლუბს დაერქვა მანჩესტერ იუნაიტედი და სათამაშოდ გადავიდა სტადიონ ოლდ ტრაფორდზე.
იუნაიტედი ინგლისისა და ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ახლანდელმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც იუნაიტედში 1986 წლის ნოემბერში მოვიდა, გუნდს მოაგებინა 24 დიდი ტიტული. პრემიერლიგის დაარსების 1992 შემდეგ კი მანჩესტერმა რეკორდული რაოდენობის, 12 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯამში ინგლისის ჩემპიონი გუნდი 19–ჯერ გახდა. მანჩესტერ იუნაიტედს აგრეთვე 11–ჯერ აქვს მოგებული საფეხბურთო ასოციაციის თასი , რაც რეკორდული მაჩვენებელია.
1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედი, მეტ ბასბის ხელმძღვანელობით გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, დაამარცხა რა ფინალში ლისაბონის ბენფიკა , ანგარიშით 4–1. მეორედ კლუბმა ანალოგიურ წარმატებას მიაღწია 1999 წელს, მესამედ კი 2007–2008 წლების სეზონში.
1958 წლის 6 თებერვალს, მიუნხენში გუნდის თვითმფრინავი მოყვა ავიაკატასტროფაში, დაიღუპა 8 ფეხბურთელი და კლუბის პერსონალის დიდი ნაწილი.
„იუნაიტედი“ მსოფლიოს უმდიდრესი და ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია.2012 წლის ივლისს ფორბსის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით მანჩესტერი $2.23 მილიარდადაა შეფასებული და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ კლუბად ითვლება.1964–65 წლების სეზონის შემდეგ (2 სეზონის გარდა) ინგლისის მასშტაბით გუნდის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო ყველაზე მაღალი და საკლუბო მატჩებს შორის დღესაც პირველია.ეს გუნდი არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინგლისურ ფეხბურთში, რეკორდი აქვს დამყარებული და მოგებული აქვს პრემიერ ლიგის თასი 19-ჯერ, ასევე 11 FA Cups, 4 ლიგის თასი და 19 FA Community Shields. ასევე აქვს სამი ევროპის თასი, ერთი თასების-თასი, სუპერ თასი, ერთიც საკონტინენტთაშორისო თასი და კლუბის მსოფლიო თასი.

Manchester United VS Swansea - Preview

სუონსი (ინგლ. Swansea) — უელსური პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი, ქალაქ სუონსიდან, რომელიც პრემიერ ლიგაში თამაშობს. გუნდი საშინაო მატჩებს ლიბერთი სთედიუმზე მართავს.
კლუბი 1912 წელს დაარსდა როგორც, სუნსი თაუნი და საფეხბურთო ლიგას 1921 წელს შეუერთდა. კლუბმა სახელი 1969 წელს შეიცვალა და სუნსი სიტი გახდა, რადგან ქალაქ სუონსის სითის სტატუსი მიენიჭა. გუნდი 1981 წელს ინგლისის პირველ დივიზიონში აღზევდა. შემდგ სეზონში გუნდს ჩემპიონის ტიტულის მოგება შეეძლო, თუმცა მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა, რაც დღემდე კლუბის რეკორდია. სეზონის შემდეგ გუნდი კვლავ ქვედა ლიგაში დაქვეითდა, რამდენიმე წელში კი მეოთხე დივიზიონში აღმოჩნდა. 2003 წელს კი გუნდი კინაღამ ინგლისის კონფერენციაში გავარდა. 2005 წელს სუონსის მაშინდელი მოედანი, ვეჩ ფილდი დაიხურა და გუნდი ლიბერთი სთედიუმზე გადავიდა. სუონსი სიტის მხარდამჭერთა საზოგადოება გუნდის აქციების 20%-ს ფლობს.
2013 წლის 24 თებერვალს სუონსიმ ბრედფორდი დაამარცხა 2012-2013 წლების ლიგის თასის ფინალში, ანგარიშით 5-0, მოიგო ისტორიაში პირველი სერიოზული ტიტული და 2013-2014 წლების ევროპის ლიგაზე მოახერხა გასვლა. თასმა სუონსი ერთადერთ უელსურ კლუბად აქცია, რომელიც ამ ტურნირზე გავიდა და მეორე უელსურ გუნდად, რომლებსაც ევროპის ლიგებზე უთამაშიათ.

ურთიერთშეხვედრები

ეს ორი გუნდი ერთმანეთს სულ 19-ჯერ შეხვედნენ ერთმანეთს ყველა ტურნირზე.აქედან 8 გამარჯვება "მანჩესტერ იუნაიტედის" ანგარიშზე იწერება,6 გამარჯვება "სუონსის" ანგარიშზე ხოლო 5 მატჩი ფრედ დასრულდა.ამ ორ გუნდს არ აქვს დიდი ურთიერთშეხვედრების ისტორია,რადგან პრემიერ ლიგაში ისინი ერთმანეთს სულ 3-ჯერ შეხვედნენ,აქედან 2 მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიგო ხოლო 1 ფრედ დასრულდა."სუონსმა" "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ ბოლო 9 მატჩში არცერთი მოგება არ აქვს (2 ფრე,7 წაგება).ბოლოს "სუონსმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება 1982 წლის იანვარში შეძლო ანგარიშით 2:0.

23.12.2012 Swansea City 1-1 Manchester United
06.05.2012 Manchester United 2-0 Swansea City
19.11.2011 Swansea City 0-1 Manchester United
07.05.1983 Manchester United 2-1 Swansea City
18.12.1982 Swansea City 0-0 Manchester United
30.01.1982 Swansea City 2-0 Manchester United
19.09.1981 Manchester United 1-0 Swansea City

ბოლო შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე"

Manchester United VS Swansea - Preview

ეს ორი გუნდი ბოლოს "ოლდ ტრაფორდზე" 2012 წლის 6 მაისს დაუპირისპირდნენ.მატჩში ძალიან დაძაბული გამოდგა,მაგრამ შეხვედრამ მაინც "მანჩესტერ იუნაიტედის" უპირატესობით ჩაირა.საბოლოოდ "წითელმა ეშმაკებმა" ორ ბურთიანი სხვაობით მოახერხეს გამარჯვება.ანგარიში პირველ ტაიმში პოლ სქოულზა გახსნა ხოლო უპირატესობა ორამდე პირველი ტაიმის მიწურულს ეშლი იანგმა აქცია.


Head to Head

Manchester United VS Swansea - Preview

Last Five Matches

Manchester United VS Swansea - Preview

PROBABLE LINEUPS

Manchester United VS Swansea - Preview
მატჩის წინ
22 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
11 მაი 2013 11:45
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მგონი კარგი გამოვიდა 3d_8 უნდა მოვიგოთ და ბოლო ამ ორ მატჩში გამარჯვება სერ ალექს მივუძღვნათ manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: red devil
11 მაი 2013 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol kaia. Daerxa swanses:D
0
№3
ავტორი: love united
11 მაი 2013 11:49
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
სქოულზი ძირითადში!..ჩემი რიჟა... love
0
№4
ავტორი: koko2222
11 მაი 2013 11:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 194
ar gvcirdeba magram unda movigot
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მილანელი.ქომზე მოდენატორი რედარმი.გიზე იუზერი ნომელი?
№5
ავტორი: ლადო
11 მაი 2013 11:51
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
იმედია ძირითადში იქნება სქოულზი....საღოლ დათო მეგლი ხარ
0
№6
ავტორი: BERDI
11 მაი 2013 11:53
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
კარგია.

ბოლო თამაშები ბაბუს ხათრით მოვიგთ რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№7
ავტორი: Luka Gelashvili
11 მაი 2013 12:45
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ყოჩაღ :D

სქოულზი ძირითადში ევანსი და ეგეთი ხალხი ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№8
ავტორი: Jubo
11 მაი 2013 12:48
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
კითხვისნიშნისქვეშ: მიჩუ

megustamucho
პოლმა რა კარგი გაიტანა 2012 ში love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№9
ავტორი: Shako Jones
11 მაი 2013 12:49
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
სქოულზს ხვალ დავემშვიდობებით .... <3 რუნი ძირითადშიიიიიიიიიიიი
0
№10
ავტორი: I L C
11 მაი 2013 12:54
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
აი პრევიუუ საღოლლ როგორც ყოველთვის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top