თბილისი:
მანჩესტერი:
10-05-2013, 14:55
ავტორი: (S)(A)(F),
ნანახია: 2810,
კომენტარები: 32
არაფრის გამო გამოწვეული სკანდალი
რუნიმ საკუთარ ტვიტერზე წაშალა წარწერა რომელშიც ეწერა, რომ ის მანჩესტერი იუნაიტედის ფეხბურთელია!
არაფრის გამო გამოწვეული სკანდალი
მანჩესტერ იუნაიტედის ინგლისელ ფორვარდს, უეინ რუნის პრესა არასდროს ასვენებდა, ახლა კი როდესაც ფერგიუსონი გუნდიდან წავიდა და მის ნაცვლად "ევერტონის" თავკაცი დევიდ მოიესი "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა უფრო გამძაფრდა ჭორები რუნის სავარაუდო წასვლაზე.მაგალითად, გუშინ არაერთი ინგლისური გაზეთი წერდა, თითქოს უეინმა წაშალა თავისი თვითერის ექაუნთიდან მინაწერი "მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი".ამჟამად მას უწერია "ნაიკის ათლეტი".

არ არის გასაკვირი, რომ ამ ამბავმა გამოიწვია უარყოფითი რეაქცია "იუნაიტედის" გულშემატკივართა შორის.ისინი რუნის "გამყიდველობას" აბრალებენ.პრესამ კი უფრო გაამძაფრა სიტუაცია, როდესაც დაწერა, თითქოს ინგლისელი ფორვარდი "ოლდ ტრაფორდზე" უკანსკნელ სეზონს ატარებს.

სამწუხაროდ, ჟურნალისტებმა ერთ ფაქტს არ მიაქციეს ყურადღება:უეინს ტვიტერის ექაუნთზე არასდროს ჰქონდა მითითებული ის, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთელია.მას მხოლოდ თავისი ოფიციალური საიტის და ფეისბუკის გვერდის მისამართი ჰქონდა აღნიშნული.იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუნი უკვე 10 წელია ნაიკთან თანამშრომლობს, ჟურნალისტების მორიგი მცდელობა სკანდალის აგორებისა, ალბათ კრახით დასრულდება."იუნაიტედის" ფორვარდი სხვადასხვა სოციალურ ქსელს იყენებს თავისი სპონსორის რეკლამირებისთვის.ნაიკთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მან გადაწყვიტა ტვიტერში დაეწერა @NikeUK athlete.თავის მხრივ, ამ ლინკზე გადასვლის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ნაიკის ოფიციალური გვერდი ტვიტერში.

წყარო:http://www.manutd.ru
ახალი ამბები
32 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
10 მაი 2013 16:07
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ ავტორ, კარგი ხარ ეგრე გააგრძელე

თუ წასვლა უნდა გაა....ას
0
№2
ავტორი: love united
10 მაი 2013 16:14
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ეს წარწერა კაი ხანია შეცვალა თუ არ ვცდები...უაზრობაა რა...შეიძლება მიდის,მაგრამ ამ წარწერის შეცვლით დასკვნების გამოტანა არასწორია..
0
№3
ავტორი: always ReD
10 მაი 2013 16:14
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
ამას წასვლა იმიტომ უნდოდა რო ვერ ხვდებოდა მის პოზიციაზე და არ უწევდა ფორვარდის სახით თამაში... ფერგის ამას ვერც ეუბნებოდა და ახლა ფერგი რო წავიდა თამამად განაცხადა ხელმძღვანელობასთან. ჩემი აზრით მოიესმა ტაქტიკა უნდა შეცვალოს და რუნი ფორვარდად უნდა დააყენოს ესაა ერთადერთი გამოსავალი რო რუნი არ წავიდეს.. ასე ვთქვათ რუნი იძულებულია წავიდეს რა პონტია ფორვარდი იყო და ითამაშო ნახევარდაცვაში ეს არავის არ ესიამოვნებოდა,, იმედია დარჩება
0
№4
ავტორი: oldtrafford
10 მაი 2013 16:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
ძაან დაგვაკლდება....
0
№5
ავტორი: zauri7
10 მაი 2013 16:22
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 125
always ReD,
გეთანხმები. სწორედ ეგაა წასვლის მიზეზი. კაცს გოლების გატანა უნდოდა და რეკორდის დამყარება მანჩესტერში.
თუ თავდამსხმელის პოზიციაზე არ ითამაშებს და ისევ შავი სამუშაოს შესრულება მოუწევს, წავა იქ სადაც გოლებს გაიტანს.

არამგონია დაუშვან ამის გაშვება, მემგონი მოიესი რაღაცას მოიფიქრებს
0
№6
ავტორი: chakhna
10 მაი 2013 16:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
always ReD,
გეთანხმები
0
№7
ავტორი: always ReD
10 მაი 2013 16:32
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
zauri7,
chakhna,
ხო კაცმა წიგნშიც დაწერა რო ჩარლტონის რეკორდი უნდა მოვხსნაო და არ აცალეს
0
№8
ავტორი: Wazzza10
10 მაი 2013 16:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
always ReD,
+1
0
№9
ავტორი: love united
10 მაი 2013 16:41
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ავტორ,ცოტა ყურადღებით წერე..თითქმის მთელი სტატია შეცდომით იყო...პირიქით,წერია რომ ეს სკანდალი უსაფუძვლოა,აქ ეწერა რომ რუნი უეჭველი მიდის...

ვსო ჩავასწორე დათოს ექაუნთიდან... wink
0
№10
ავტორი: red devil
10 მაი 2013 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Imedia darcheba da moxsnis charltonis rekordebs
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top