უკვე ძალიან ბევრი სტატია დაიწერა სერ ალექსის შესახებ, მაგრამ მე მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ გავიგე ეს ამბავი მე და ვისაუბრო "იუნაიტედის" მომავალზე. 2013 წლის 9 მაისს დილიდანვე არ ვიყავი სახლში, რადგანაც გამოცდა მქონდა ერთ-ერთ საგანში. როდესაც სახლში ვბრუნდებოდი ამხანაგმა გამაჩერა და მკითხა გავიგე თუ არა ახალი ამბავი. მე საკმაოდ კარგ ხასიათზე ვიყავი, რადგანაც გამოცდა კარგად ჩავაბარე და ხალისიანად ვბრუნდებოდი შინ. ამხანაგმა მითხრა, რომ სერ ალექსი კარიერას ასრულდება და რა თქმა უნდა მე არ დავუჯერე, თუმცა რაღაცა მაინც ვიგრძენი. სახლში მივედი თუარა ამ საიტზე შემოვედი და რიგით მეორე სიახლეს, რომ შევხედე გადამავიწყდა ყველაფერი. გადამავიწყდა ის, რომ სწავლაში წინსვლა მქონდა. მოკლედ დამავიწყდა ყველაფერი, რაც ამ თემას არ შეეხებოდა. ჩემთან მოპირდაპირე კორპუსში ცხოვრობს ბიჭი, რომელიც ჩემზე არანაკლებად უყვარს "იუნაიტედი". ამ ამბიდან 1-2 საათი გავიდა და ისიც რეკავს. ეზოში ჩავედი და შევხდი. ერთმანეთს შევხედეთ ჩიფსები და ლუდი ვიყიდეთ სახლში ავედით და სერ ალექსის ისტორიას "იუნაიტედში" თავიდან ბოლომდე ვუყურეთ. ცოტა არაყიც დავლიეთ და ეგ გვჭირდებოდა ე.წ გასაგიჟებლად. ეზოში ჩავედით და ხმამაღლა დავიწყვეთ GGMU-ს ყვირილი. მერე სახლში ამოვედი და ჩავთვლიმე. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ დამესიზმრა, რომ ფერგი საქართველოში იყო და ჩვენ მისი ცხოვრების შესახებ გვიყვებოდა. მალევე გავიღვიძე და ცრემლებიც მხოლოდ მაშინ მომადგა. ჩემს მსგავსად ალბათ ბევრმა "იუნაიტედის" ფანმა იტირა და არამგონია ეს ვინმეს აკნინებდეს. მე ამის დღესაც არ მჯერა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ შემდეგ წელს "კევის მღეჭავი" სერ ალექს ფერგიუსონი სათადარიგოთა სკამზე აღარ იქნება და აღარ გაუშვებს მაიკ ფელანს, რომ ფეხბურთელებს მითითებები მისცეს. მინდა ასევე ვისაუბრო ახალი მწვრთნელის შესახებ. დევიდ მოესს საკმაო გამცდილება დაუგროვდა ინგლისური ფეხბურთისა, მაგრამ მას არ აქვს გამოცდილება ჩემპიონთა ლიგაზე ამიტომ ვერ მოვთხოვთ, რომ მომავალ სეზონშივე მოიგოს ლიგა. ალბათ მოგვიწევს მოცდა სანამ გუნდში ყველაფერი დალაგებდა. მაგრამ ის მაინც მანუგეშებს, რომ ფერგი საერთოდ არ მიდის და კლუბის დირექტორად დაინიშნება. მინდა მოვუწოდო ყველა "მანჩესტერის" გულშემატკივარს, რომ ყურები არ ჩამოყაროს და გააგრძელოს თავისი საქმიანობა. "1990 წელი სერ ალექს ფერგიუსონი: "ჩემი მთავარი მიზანი წყეული ლივერპულის დამხობაა" ფერგიუსონმა დაამხო ლივერპული, მან მიაღწია იმას, რაც შეუძლებელი იყო. ის წმინდაა, ის ლეგენდაა.
მაგრამ რითი ვინუგეშოთ თავი დღეს ახლა ? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად დღეში 100ჯერ ვუსმენ ფერგისამდი მიძღვნილ სიმღერას და ვცდილობ ამ ამბავს ნელ-ნელა შევეგუო. მან არ დატოვა კვალი მხოლოდ ფეხბურთში. მან მსოფლიო სპორტში დატოვა დიდი და წაუშლელი კვალი. ჩემთვის ის ისეთივე დიდებული პიროვნებაა, როგორიც განდი ინდოელებისათვის ან ნელსონი ინგლისელებისათვის. მე ვამაყობ, რომ იმ გუნდის გულშემატკივარი ვარ, სადაც სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი წარუშლელი და უდიდესი კვალი დატოვა.
Sir Alex Ferguson, A Knighted Champion So Many Years the boss and we adore him Simply The Best, United through and through Forever we will be his Red Army