თბილისი:
მანჩესტერი:
10-05-2013, 01:55
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2731,
კომენტარები: 11
ყველაფერ კარგს აქვს დასაწყისი და დასასრული
"დრონი მეფობენ და არა მეფენი"...
ყველაფერ კარგს აქვს დასაწყისი და დასასრული
უკვე ძალიან ბევრი სტატია დაიწერა სერ ალექსის შესახებ, მაგრამ მე მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ გავიგე ეს ამბავი მე და ვისაუბრო "იუნაიტედის" მომავალზე. 2013 წლის 9 მაისს დილიდანვე არ ვიყავი სახლში, რადგანაც გამოცდა მქონდა ერთ-ერთ საგანში. როდესაც სახლში ვბრუნდებოდი ამხანაგმა გამაჩერა და მკითხა გავიგე თუ არა ახალი ამბავი. მე საკმაოდ კარგ ხასიათზე ვიყავი, რადგანაც გამოცდა კარგად ჩავაბარე და ხალისიანად ვბრუნდებოდი შინ. ამხანაგმა მითხრა, რომ სერ ალექსი კარიერას ასრულდება და რა თქმა უნდა მე არ დავუჯერე, თუმცა რაღაცა მაინც ვიგრძენი. სახლში მივედი თუარა ამ საიტზე შემოვედი და რიგით მეორე სიახლეს, რომ შევხედე გადამავიწყდა ყველაფერი. გადამავიწყდა ის, რომ სწავლაში წინსვლა მქონდა. მოკლედ დამავიწყდა ყველაფერი, რაც ამ თემას არ შეეხებოდა. ჩემთან მოპირდაპირე კორპუსში ცხოვრობს ბიჭი, რომელიც ჩემზე არანაკლებად უყვარს "იუნაიტედი". ამ ამბიდან 1-2 საათი გავიდა და ისიც რეკავს. ეზოში ჩავედი და შევხდი. ერთმანეთს შევხედეთ ჩიფსები და ლუდი ვიყიდეთ სახლში ავედით და სერ ალექსის ისტორიას "იუნაიტედში" თავიდან ბოლომდე ვუყურეთ. ცოტა არაყიც დავლიეთ და ეგ გვჭირდებოდა ე.წ გასაგიჟებლად. ეზოში ჩავედით და ხმამაღლა დავიწყვეთ GGMU-ს ყვირილი. მერე სახლში ამოვედი და ჩავთვლიმე. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ დამესიზმრა, რომ ფერგი საქართველოში იყო და ჩვენ მისი ცხოვრების შესახებ გვიყვებოდა. მალევე გავიღვიძე და ცრემლებიც მხოლოდ მაშინ მომადგა. ჩემს მსგავსად ალბათ ბევრმა "იუნაიტედის" ფანმა იტირა და არამგონია ეს ვინმეს აკნინებდეს. მე ამის დღესაც არ მჯერა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ შემდეგ წელს "კევის მღეჭავი" სერ ალექს ფერგიუსონი სათადარიგოთა სკამზე აღარ იქნება და აღარ გაუშვებს მაიკ ფელანს, რომ ფეხბურთელებს მითითებები მისცეს. მინდა ასევე ვისაუბრო ახალი მწვრთნელის შესახებ. დევიდ მოესს საკმაო გამცდილება დაუგროვდა ინგლისური ფეხბურთისა, მაგრამ მას არ აქვს გამოცდილება ჩემპიონთა ლიგაზე ამიტომ ვერ მოვთხოვთ, რომ მომავალ სეზონშივე მოიგოს ლიგა. ალბათ მოგვიწევს მოცდა სანამ გუნდში ყველაფერი დალაგებდა. მაგრამ ის მაინც მანუგეშებს, რომ ფერგი საერთოდ არ მიდის და კლუბის დირექტორად დაინიშნება. მინდა მოვუწოდო ყველა "მანჩესტერის" გულშემატკივარს, რომ ყურები არ ჩამოყაროს და გააგრძელოს თავისი საქმიანობა. "1990 წელი სერ ალექს ფერგიუსონი: "ჩემი მთავარი მიზანი წყეული ლივერპულის დამხობაა" ფერგიუსონმა დაამხო ლივერპული, მან მიაღწია იმას, რაც შეუძლებელი იყო. ის წმინდაა, ის ლეგენდაა.

მაგრამ რითი ვინუგეშოთ თავი დღეს ახლა ? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად დღეში 100ჯერ ვუსმენ ფერგისამდი მიძღვნილ სიმღერას და ვცდილობ ამ ამბავს ნელ-ნელა შევეგუო. მან არ დატოვა კვალი მხოლოდ ფეხბურთში. მან მსოფლიო სპორტში დატოვა დიდი და წაუშლელი კვალი.
ჩემთვის ის ისეთივე დიდებული პიროვნებაა, როგორიც განდი ინდოელებისათვის ან ნელსონი ინგლისელებისათვის. მე ვამაყობ, რომ იმ გუნდის გულშემატკივარი ვარ, სადაც სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი წარუშლელი და უდიდესი კვალი დატოვა.

Sir Alex Ferguson, A Knighted Champion
So Many Years the boss and we adore him
Simply The Best, United through and through
Forever we will be his Red Army
ლეგენდები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
10 მაი 2013 08:45
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
გაიხარე ესეთი სტატიისთვის. დაუჯერებელი არ არის რაც შენ მოყევი. 27 წლის ვარ ცოლ-შვილიანი. სიმამრთან ვიყავი კახეთში და მეც წამომივიდა ცრემლები, როცა ეს გავიგე. გაგიჟებულები მიყურებდნენ, ამხელა ბიჭს ნეტა რა ატირებსო. ეს თავისდაუნებეურად ხდება, ცრემლი ტკივილი, მწუხარება ადამიანის განუყოფელი ნაწილია. ძალიან მიყვარს ეს კლუბი, თითქოს ჩემი ნაწილია ეს ყველაფერი. გატანილ გოლზე მეც ფეხბურთელებივთ ვხარობ და როცა აგებს გუნდი მეც განაწყენებული ვარ, როგორც ამ გუნდის ყველა ფეხბურთელი თუ გულშემატკივარი. წარმატებები მოიესს და ყველაფერი კარგად იქნება.
0
№2
ავტორი: red devil
10 მაი 2013 08:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtor gaixare am statiis daweristvis dzaan magaria. Xolo rac sheexeba fergis wasvlas masac unda gavugot kaci 71 wlis aris da masac schirdeba dasveneba xolo mis memkvidres warmatebebi vusurvot.
0
№3
ავტორი: UTD-Rule
10 მაი 2013 09:55
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ეჰჰ ჯერ კიდევ ვერ წარმომიდგენია მანჩესტერი ამ კაცის გარეშე recourse love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: BERDI
10 მაი 2013 10:31
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ უძლიერესია. იმედია შევეგუებით მოიესის ხილვას მოედანზე, მაგრად დაგვაკლდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№5
ავტორი: love united
10 მაი 2013 10:43
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ყოველი თამაშის წინ რედ ის ა მენ ჩართონ და მთელმა სტადიონმა იმღეროს...მაგარი იქნება...
0
№6
ავტორი: m-an-united
10 მაი 2013 12:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
fegri<3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№7
ავტორი: I_K_A
10 მაი 2013 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
"1990 წელი სერ ალექს ფერგიუსონი: "ჩემი მთავარი მიზანი წყეული ლივერპულის დამხობაა" ფერგიუსონმა დაამხო ლივერპული, მან მიაღწია იმას, რაც შეუძლებელი იყო. ის წმინდაა, ის ლეგენდაა.


საღოლ ავტორ! კაი სტატიაა, რამდენიმე მომენტში დამაჟრიალა ) მიყვარხარ იუნაიტედ love იმენა მეამაყება ჩემი გუნდი!
0
№8
ავტორი: Red Hooligan
10 მაი 2013 16:11
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
გაიხარეთ ყველამ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№9
ავტორი: buka oboladze
10 მაი 2013 17:46
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ძალიან დაგვაკლდება ბაბუ =//
0
№10
ავტორი: Luka Gelashvili
10 მაი 2013 18:29
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ უძააანმაგრესიააააააა )))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top