"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა უეინ რუნიმ ხელმძღვანელობას სატრანსფერო ბაზარზე დაყენება მოსთხოვა. ეს ყველაფერი სერ ალექსის გუნდიდან წასვლის შემდგომ მოხდა.
ინგლისელი ფორვარდი შესაძლოა "ჩელსიში", 25 მილიონად გადავიდეს. იწერება, რომ რუნის ძალიან სურს კლუბის შეცვლა. როგორც დღეს გაირკვა ამაზე უეინმა და ფერგიმ ჯერ კიდევ 2 კვირის უკან ისაუბრეს, სადაც რუნიმ სერ ალექსს თავისი გეგმები გაუმხილა.
შეგახსენებთ, რომ უეინი "მანჩესტერში" 2004 წელს "ევერტონიდან" გადავიდა. მან უკვე ითამაშა მოიესის გუნდში. სერ ალექსის შემცვლელად სწორედ დევიდ მოიესი სახელდება.