პოლ სქოულზი მიიჩნევს, რომ შეიძლება ”ტოტენჰემთან” წაგებამ გაამხნევა და შეახალისა ”სტოკ სიტი” ამიტომ პოლი ამ მატჩში სერიოზულ ბრძოლას ელის.
ჩვენ არ შეგვიძლია ვითამაშოთ ისევ ისე, როგორც ვითამაშეთ ”ტოტენჰემთან”. ”სტოკი” ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც შეუძლია თქვენი სუსტი მხარეების გამოყენება.
რამოდენიმე წლის განმავლობაში მათ გუნდში რამოდენიმე ძლიერი ფეხბურთელი მოვიდა. ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება ამ თამაშში.
ერთი ნამდვილად ვიცი - ჩვენ რთული მატჩი გველის”.
პოლმა ასევე ტონი პულისის მუშაობა აღნიშნა ”სტოკში”. ”ვფიქრობ, როცა გუნდი ახლახან მოხვდა პრემიერ-ლიგაში ის მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძვის. ”სტოკმა” ეს პერიოდი უკვე გაიარა.
პულისმა ეს გუნდი იმ დონეზე აიყვანა, რომელზეც ადრე ალბათ ვერც იოცნებებდნენ. მათ ახლა შეუძლია ევრო თასებზე გამოსვლაც კი. აი რამდენად ძლიერია ტონი პულისის გუნდი” - ციტირებს სქოულზს manutd.com.