თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2012, 17:47
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2913,
კომენტარები: 0
რუუდ ვან ნისტელროი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდები: რუუდ ვან ნისტელროი
რუუდ ვან ნისტელროი
დაიბადა 1976 წლის 1 ივლისს, ჰოლანდიის ქალაქ ოსში.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი ევროპის საკლუბო ტურნირებში რუუდ ვან ნისტელროიმ შეაგდო - 38. მან კლუბის შოტლანდიელი ფორვარდის დენის ლოუს დიდი ხნის წინ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა...
ჰოლანდიელის "მანჩესტერ იუნაიტედში" გამოჩენა, ისევე როგორც კლუბიდან წასვლა, სკანდალური გამოდგა: ინგლისელებმა ფეხბურთელი 2000 წლის ზაფხულში შეიძინეს, თუმცა იმავე დღეებში ვან ნისტელროიმ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და ტრანსფერი ერთი წლით გადაიდო. მის სანაცვლოდ "პსვ ეინდჰოვენი" 19 მილიონი გირვანქით გამდიდრდა...
2006 წლის ზაფხულში რუუდმა ოლდტრაფორდული გუნდი დატოვა. ამბობენ, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა მას კრიშტიანუ რონალდუსთან კინკლაობა არ აპატია - ვან ნისტელროი პორტუგალიელს ზედმეტ ინდივიდუალიზმში ადანაშაულებდა...
ვან ნისტელროიმ სადებიუტო სეზონში პრემიერლიგაში 32 შეხვედრაში 23 გოლი შეაგდო და ლიგის რეკორდიც დაამყარა: ზედიზედ 8 მატჩში მოახერხა გოლის გატანა. იმავე სეზონში მან ჩემპიონთა ლიგაში 10 გოლი გაიტანა, პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ კი წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა. 2002-03 წლებში მან ინგლისის ჩემპიონის ტიტულის მოგება შეძლო, საერთო ჯამში კი 52 ოფიციალურ შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა! პრემიერლიგის 34 ტურში გატანილი 25 გოლით ის ბომბარდირი გახდა - სამჯერ შეასრულა ჰეთ-თრიქი, სეზონის ბოლოს კი თავისივე რეკორდი გაიმეორა: ზედიზედ 8 ტურში მოახერხა მეტოქეთა დამწუხრება. 2004 წლის 7 თებერვალს "ევერტონთან" 4:3 მოგებულ მატჩში რუუდ ვან ნისტელროიმ "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი მე-100 გოლი გაიტანა. საერთო ჯამში, მან სხვადასხვა ტურნირებში კლუბის მაისური 219 ოფიციალურ მატჩში მოირგო და 150 გოლი გაიტანა.
ცნობისათვის: "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობის მანძილზე რუუდ ვან ნისტელროი 2002, 2003 და 2005 წლებში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ის იმ უნიკალურ ფორვარდთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც საუკეთესო ბომბარდირის და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოგება სამ სხვადასხვა ქვეყანაში შეძლეს. ხსენებულ წარმატებებს რუუდ ვან ნისტელროიმ სამშობლოში, ინგლისსა და ესპანეთში თამაშისას მიაღწია.

რუტგერუს იოჰანეს მარტინუს ვან ნისტელროი
კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები
ინგლისის ჩემპიონი - 2003
ინგლისის თასი - 2004
ინგლისის სუპერთასი - 2006
ინგლისის ლიგის თასი - 2003
ლეგენდები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top