”სტოკ სიტის” მწვრთნელი ტონი პულისი მიიჩნევს, რომ მთავარი ფაქტორი ”იუნაიტედთან” მატჩშში არის კონცენტრაცია.
”თუ თქვენ არ იქნებოდით კონცენტრირებულნი მატჩის 90 ან 95 წუთი, თქვენ უსათუოდ დაისჯებით ამისათვის. 1 წამითაც თუ დამშვიდდებით ”იუნაიტედი” გაგანადგურებთ. მათ შემადგენლობაში არის ფეხბურთელები, რომლებსაც ბრწყინვალედ შეუძლიათ მეტოქეს შეცდომების გამოყენება.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ ”ოლდ ტრაფორდზე” ? მე მახსენდება მატჩი ”ჩელსისთან”, რომელშიც ჩვენ შეგვეძლო დადებითი შედეგის დაფიქსირება, მაგრამ სამწუხაროდ ხელიდან გავუშვით ის შანსი. ვფიქრობ, დღევანდელ მატჩში კონცენტრაცია დაგვეხმარება.
რა თქმა უნდა არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ უმძიმესი მატჩი გველის. მე ვუყურე ”იუნაიტედის” ბოლო 3 თამაშს და უბრალოდ აღფრთოვანებული დავრჩი. ”ოლდ ტრაფორდზე” სერიოზული გამოცდა გველოდება” - ციტირებს პულისს stokecityfc.com