ცნობილმა გამოცემა "Daily Telegraph"-მა დავიდ ლუისის რამოდენიმე ახლო მეგობართან ჩაწერა ინტერვიუ, სადაც ისინი (მეგობრები) ყვებიან თუ რამ გამოიწვია "ჩელსის" მცველის ასეთი ცინიკური სიცილი, როდესაც მინდვრიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი რაფაელ და სილვა იქნბა გაძევებული. შეგახსენებთ, რომ მატჩი ამ ორ კლუბს შორი კვირას გაიმართა, სადაც "იუნაიტედი ანგარიშით 0-1 დამარცხდა საკუთარ კედლებში.
ამ გაძევების შემდეგ, ძალიან გაცხარდა "წითელი ეშმაკუნების" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი, რომელმაც განაცხადა, რომ ლუისმა მისი შეგირდი პროვოკაციაზე წამოაგო. მაგრამ სერ ალექს უფრო სხვა რამ აღიზიანებ. მას ძალიან არ მოეწონა ლუისის საქციელი რაფაელთან კონტაქტის შემდეგ, რადგან კუთხურის ალამთან დაცემულმა დავიდმა სიცილი დაიწყო. ფერგიუსონმა ლუისი საქციელი "მომაკვდავ გედსაც" კი შეადარა.
ამის შემდეგ თავად ლუისს ამ ეპიზოდზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. მაგრამ "Daily Telegraph" ამტკიცებს, რომ დავიდს ის კი არ გაუხარდა რაფაელი, რომ გააგდეს მინდვრიდან, არამედ "იუნაიტედის" გულშემატკივრების რეაქცია, რომელბიც მასთან ახლოს იყვნენ. გვამცნობენ, რომ დავიდის მიმართ წამოვიდა უწმაწური სიტყვების კორეანტელი.
აქვე შემოდთავაზებთ იმ ვიდეოს, სადაც დავიდ ლუისი ასე ცინიკურად დასცინის "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარს...