სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ კიდევ ერთ ცნობილ ფეხბურთელს იყიდის სატრანსფერო ფანჯრის დროს, თუ საჭირო ფეხბურთელი ხელმისაწვდომი გახდება.
"იუნაიტედმა" გააკვირვა საფეხბურთო სამყარო "არსენალიდან" რობინ ვან პერსის ყიდვით და ფერგიუსონი აპირებს მსგავსი რამ ისევ გააკეთოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი ჩემპიონი გახდა. "წითლებს" უკავშირებენ უამრავ ფეხბურთელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
როდესაც მას ჰკითხეს რომელი პოზიციის გაძლიერებას აპირებდა, მან უპასუხა: "ეს არ იქნება აუცილებლად ნახევარდაცვა. მე ვფიქრობ მაღალი დონის ფეხბურთელებისთვის მნიშვნელობა არ აქვს რომელ პოზიციაზე ითამაშებენ. თუ ჩვენ ვიყიდით მაღალი დონის ფეხბურთელს ის აუცილებლად გაგვაძლიერებს. წინა სეზონში ჩვენ გვყავდა ჩიჩარიტო, დენი უელბეკი და უეინ რუნი, მაგრამ ჩვენ მაინც დავიმატეთ პერსი. ამაში ცუდი არაფერია. ჩვენ მოვიგეთ ლიგა, რადგან ჩვენ გვყავდა ძლიერი შემადგენლობა და ვფიქრობ ჩვენ კიდევ დავიმატებთ ვინმეს"
ბოლო წლებში სერ ალექსი ყურადღებას არ აქცევდა ტრანსფერებს და გუნდის გაძლიერებას აკადემიიდან ცდილობდა, მაგრამ მისი განცხადებით ახლა სიტუაცია შეიცვალა.
"ადრე უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან ძვირი იყო და ეს არ შეესაბამებოდა მათ სიძლიერეს" განაცხადა მან. "მაგრამ ეხლა ყველაფერი შეიცვალა და ჩვენ ვაპირებთ ტოპ ფეხბურთელის შეძენას. ეს შესაძლებელია. ჩვენ გვყავს უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი, თუმცა ჩვენ ფულს დავხარჯავთ ტრანსფერებისთვის."