როგორც The Daily Mail გვატყონინებს, "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს გაიფორმოს "პესკარის" ნახევარმცველი ხუან კინტერო. "იუნაიტედის" სკაუტები აკვირდებოდნენ 20 წლის კოლუმბიელს სამხრეთ ამერიკის ახლგაზრდული ჩემპიონატის დროს იანვარში, სადაც კინტერო დასახელდა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილი დაიკავა 5 გოლით.
კინტერო ამჟამად "პესკარაშია" არენდის წესით და უკვე მიიპყრო "იუვენტუსის" და "ინტერის" ყურადღება.