თბილისი:
მანჩესტერი:
6-05-2013, 21:11
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2668,
კომენტარები: 12
რობინ ვან პერსი: ჩემი საოცნებო სეზონი
რობინ ვან პერსის ვრცელი ინტერვიუ.
რობინ ვან პერსი: ჩემი საოცნებო სეზონი
ოქროს ბუცის მოგების მთავარმა კანდიდატმა რობინ ვან პერსიმ, მოახერხა ყველაზე მეტი გოლის გატანა მანჩესტერული კარიერის პირველ სეზონში. United Review-სთან ინტერვიუში მან ისაუბრა კარიერის საუკეთესო სეზონზე, როდესაც საბოლოოდ მოახერხა პრემიერ ლიგის თასის აღმართვა.

რობინ, შენ ჩემპიონი ხარ. ეს ისეთივე სასიამოვნოა როგორც წარმოგედგინა?

ეს უფრო მეტი სიამოვნებაა. მე ამას დიდი ხანი ველოდი. "ფეინოორდშიც" კი მე ახლოს ვიყავი, მაგრამ ვერ გავხდი ჩემპიონი. ახალგაზრდობიდანვე მიჩვეული ვიყავი ტიტულების მოგებას, U12-დან U18-მდე. ჩვენ მოვიგეთ "უეფას თასი" სამი თვის შემდეგ რაც გუნდს შევუერთდი და მაშინ ვფიქრობდი: "ეს მოხდება ყოველ წელს - თასების მოგება ფეხბურთელის ცხოვრების ნაწილია." მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს ესე მარტივად არ არის. მე დიდი ხანი მომიწია ლოდინი, რომ ჩემპიონი გავმხდარიყავი. ეს შესანიშნავი გრძნობაა. მე თითქოს ღრუბლებში დავფრინავ.

ყველა ეჭვი იმის შესახებ, გააკეთე თუ არა სწორი არჩევანი "იუნაიტედში" გადასვლით გაქრა?

რაიმე ეჭვი რომ მქონოდა არ გადმოვიდოდი. გადმოსვლის დღიდან თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიგებდით თასებს და ეს პირველივე წელს მოხდებოდა. მე ვნახე როგორ ვარჯიშობდნენ ფეხბურთელები, როგორ იქცეოდნენ, როგორ ცხოვრობდნენ, მათი მენტალიტეტი, სამწვრთნელო შტაბისა და მწვრთნელის მუშაობა და მათი მოქმედება... ამ ყველაფრის კომბინაციით ჩვენ მივიღეთ გუნდი, რომელიც ჩემპიონია. ასევე კარგია როცა გყავს ფეხბურთელები, რომლებმაც იციან როგორ მოიგონ. მას შემდეგ რაც "მანჩესტერ სიტი" დამარცხდა "ტოტენჰემთან", მე შევამჩნიე ცვლილება გუნდში. უცებ "ვილასთან" თამაში აღმოჩნდა ფინალი, მოიგებ მატჩს და მოიგებ ჩემპიონატს. მე ფეხბურთელების სახეებში დავინახე როგორი დარწმუნებულები იყვნენ თავიანთ თავში.

შენი აზრით როგორ მოახერხე ასე უცებ ადაპტაციის გავლა "იუნაიტედში"?

ყველა კარგად მეპყრობოდა, ყველას უნდოდა ჩემი დახმარება და ყველა მეუბნებოდა, რომ უნდოდათ წარმატებების გაზიარება ჩემთან. თამაში ფეხბურთელებთან, რომელთაც უნდათ შენი დახმარება და ბედნიერები არიან თუ გაიტან, არის მთავარი ინგრედიენტი. ასევე უნდა ავღნიშნო, რომ ფანებმა თავიდანვე კარგად მიმიღეს. მე მათ დიდი თავდაჯერებულობა შემმატეს. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ "ოლდ ტრაფორდზე" პირველივე თამაშში გავიტანე გოლი, ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. მე მიყვარს "იუნაიტედის" გულშემატკივრები.

დარწმუნებული ხარ რომ ოქროს ბუცს მოიგებ?

ეს კარგი იქნება, მაგრამ მთავარი ჩემთვის მაინც "პრემიერ ლიგის" მოგებაა. იმ გოლების ნახევარი რომ გამეტანა რაც გავიტანე და ტიტული რომ მომეგო მაინც ბედნიერი ვიქნებოდი. ოქროს ბუცი ბონუსი იქნება ჩემთვის. თუმცა ეს არ არის სამართლიანი ჯილდო - მაშინაც კი როდესაც ყველაზე მეტ გოლს იტან სეზონში, ეს გოლები გუნდს ეკუთვნის და ისინი შეიძლება ჩემს მაგივრად სხვას გაეტანა. ჩემი აზრით სამართლიანი იქნება თუ ეს ჯილდო მთლიან გუნდს გადაეცემა.

"იუნაიტედში" გადმოსვლის შემდეგ, როგორც ფეხბურთელი გაძლიერდი?

მე გაუმჯობესებას ვცდილობ ყოველ დღე, ყოველ თვე, ყოველ თამაშში. ეს ჩემი მიზანია. არის ძალიან არასასიამოვნო პერიოდი, როდესაც გოლებს ვერ იტან. ასეთი რამ ამ სეზონშიც მქონდა. თუმცა მაშინაც კუთხურების დროს ბურთს ვიშორებდი ჩვენი საჯარიმოდან, ბურთები გამომქონდა კარის ხაზიდან და გუნდელებს ვატანინებდი. მე არასდროს არ მინერვიულია იმაზე, რომ ვეღარ მოვახერხებდი გოლების გატანას. ეს 10 მატჩიანი სერია, როდესაც გოლის გატანას ვერ ვახერხებდი, მედიისთვის უფრო იყო განხილვის საგანი ვიდრე ჩემთვის.

შენ აღნიშნე შენი დაცვითი ფუნქციები - ბურთის მოგერიება საჯარიმოდან, კარის ხაზიდან ბურთის გამოტანა...

ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია. მე ამის გამო არავინ განმსჯის გარედან, მაგრამ გუნდში სხვაგვარადაა. ეს არის ის, რისი გაკეთებაც საჭიროა გუნდისთვის, ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გოლების გატანა. მე მნიშვნელოვანი როლი მაკისრია, როდესაც ეს კუთხურების მოგერიებას, ჯარიმებს და სტანდარტულებს ეხება. მე მომწონს ამის გაკეთება. მომწონს, როდესაც საჯარიმოდან ბურთს გამოვიტან და კონტრშეტევას ვიწყებთ. მე არ ვარ ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ გოლების გატანაზე ფიქრობს. ფეხბურთში მეტი საქმეა გასაკეთებელი ვიდრე მხოლოდ გოლების გატანა.

შენ უამრავი გოლი გაიტანე "ოლდ ტრაფორდზე", მაგრამ მხოლოდ ერთი დასავლეთ ტრიბუნისკენ (სტრეტფორდ ენდი)...

ვიცი! მაგრამ ვერ ვხვდები რატომ. მე ასევე ცოტა გოლი მაქვს გატანილი მეორე ტაიმში "ოლდ ტრაფორდზე". არ ვიცი რატომ ხდება ესე. მე მინდა ბევრი გოლის გატანა და გპირდებით მეტ გოლს გავიტან "სტრეტფორდ ენდისკენ". მე არ მომწონს ეს სტატისტიკა და დროა შევცვალო ის.

და ბოლოს, შენ უკვე ჩემპიონი ხარ, მაგრამ ჯერ კიდევ არ გჭერია ხელში თასი. როგორ ფიქრობ, როგორი გრძნობა იქნება ეს?

ეს არის გრძნობა რომელზეც ყველა ოცნებობს. "ასტონ ვილასთან" თამაშის შემდეგ უამრავი ფოტო გადავიღეთ სტადიონზე და გასახდელში, მაგრამ ყველაფერს ერთი რამ აკლდა - თასი. ეს სურათი იქნება ჩემს სახლში ჩარჩოში ჩასმული: მე, პრემიერ ლიგის თასით ხელში. მოუთმენლად ველი ამ მომენტს.

წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
6 მაი 2013 21:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს სურათი იქნება ჩემს სახლში ჩარჩოში ჩასმული: მე, პრემიერ ლიგის თასით ხელში. მოუთმენლად ველი ამ მომენტს.


როგორ გაუსწორდა პრემიერ ლიგის მოგება, სად იყავი აქამდე შე კაი კაცო love ძაან მაგარი კაცია, უმაგრესი! love
0
№2
ავტორი: Malboro463
6 მაი 2013 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
№3
ავტორი: love united
6 მაი 2013 22:00
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რობიინ... love სტრეტფორდ ენდისკენ მართლა ცოტა გოლი გააქვს... wink
0
№4
ავტორი: TrueRed
6 მაი 2013 22:26
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
Persiee <3 sad iyavi aqamdeee mosuliuavii <3
0
№5
ავტორი: BERDI
6 მაი 2013 22:29
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
Middlesbro,
დადგმული კია მაგრამ საკაიფოა wink

პერსი იმედია გააუმჯობესებ შარშანდელ მაჩვენებელს ბოლო ტურებში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№6
ავტორი: m-an-united
6 მაი 2013 22:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
gegirsaaa <3 love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№7
ავტორი: gilmour
7 მაი 2013 00:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
რა თავმდაბალი კაცია მიყვარს ასეთი ფეხბურთელები, დროულად გადმოვიდა ეს იუნაიტედში თორემ ალბათ კარიერას ყოველგვარი მიღწევების და ტიტულების გარეშე დაამთავრებდა.
0
№8
ავტორი: UTD-Rule
7 მაი 2013 09:42
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
რობიიიიმ... love ყველაზე მაგარი კაცია რა feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: ლადო
7 მაი 2013 12:56
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღღოლ ავტორ.....რობინი ძმაა, იმედია შემდეგი წლიდან უკეთესი იქნება
0
№10
ავტორი: red devil
7 მაი 2013 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ოქროს ბუცის მოგების მთავარმა
კანდიდატმა რობინ ვან პერსიმ,

sagol avtor kaia magram ver metyvit mtavari kandidati es rato aris?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top