თბილისი:
მანჩესტერი:
6-05-2013, 12:12
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2118,
კომენტარები: 10
ერთი შეხედვით არაფრის მომცემი მატჩი, თუმცა.
"იუნაიტედი" "ჩელსისთან" დამარცხდა...
ერთი შეხედვით არაფრის მომცემი მატჩი, თუმცა.
როგორც მოგეხსენებათ სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მატჩი "იუნაიტედსა" და "ჩელსის" შორის, სადაც "ლურჯებმა" ეშმაკუნები მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. მატჩის დაწყებამდე პრესამ, როგორც ყოველთვის მოიყვანა საინტერესო ფაქტები და ბევრი სხვა რამ. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ისაუბრეს მთავარი მსაჯის შესახებ, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, აღსანიშნავია სერ ალექს ფერგიუსონისა და რაფაელ ბენიტეზის ერთგვარი "მტრობა", რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო. საუბარი იყო იმის შესახებაც, რომ "იუნაიტედმა" ტიტულის მოპოვების შემდეგ მოტივაცია დაკარგა და ეს მართლაც ასე იყო. სერ ალექსმა მატჩში რამოდენიმე სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელს მისცა შანსი. გულშემატკივარმა იცოდა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ გუნდი წააგებდა მათ ვერაფერში გაამტყუნებდნენ, მაგრამ რა თქმა უნდა სტადიონზე ყველა ადგილი შეივსო და ყველა მატჩის დაწყებას ელოდა, და აი ისიც დაიწყო. საწყის წუთებში თანაბარი თამაში მიდიოდა, თუმცა შემდეგ "ჩელსიმ" შეძლო უპირატესობის მოპოვება და რამდენიმე სახიფატო მომენტიც შექმნა. ამავდროულად "იუნაიტედი" კონტრშეტევებით პასუხბოდა "ლურჯების" შეტევებს. პირველი ტაიმის მიწურულს კარგი შანსი ჰქონდა რობინ ვან პერსის, თუმცა მან ვერ გამოიყენა ის. ნეიტრალური გულშემატკივარისთვის ძალიან მოსაწყენად დასრულდა მატჩის პირველი ტაიმი. მეორე ტაიმშიც სიუჟეტი ამგვარად განვითარდა, თუმცა 87 წუთზე ხუან მატამ შეძლო გოლის გატანა. (ხაზგასასმელია ისიც, რომ ეს გოლი ჯონსს ავტოგოლად ჩაუთვალეს.) კიდევ ერთი საინტერესო რამ მოხდა მატჩის მიწურულს როდესაც რაფაელმა უხეშად ითამაშა ლუიზის წინააღმდეგ. უებმა რაფაელს წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა, ხოლო დავიდ ლუიზის ჩაცინებული სახე ალბათ ყველა თქვენთაგანმა დაინახეთ და არ მსურს კომენტარი გავუკეთო ფეხბურთის შემარცხვენელ მომენტს. საბოლოოდ "იუნაიტედმა" ვერ შეძლო გოლის გატანა და "ჩელსიმ" ოლდ ტრაფორდიდან 3 ქულის წაღება შეძლო. "იუნაიტედს" არ ჰქონდა მოტივაცია და სწორედ ამის გამო წააგო ეს მატჩი. აი ამით იმართლებენ თავს "იუნაიტედის" გულშემატკივრები და რა თქმა უნდა ეს სიმართლეა, თუმცა ეს ყველაფერი სტემფორდ ბრიჯზე, რომ მომხდარიყო უდავოდ ვერანაირ არგუმენტს ვერ ვიპოვებდით "მანჩესტერის" გასამტყუნებლად, მაგრამ როდესაც თამაში შენს სტადიონზეა და 75 000-ზე მეტი გულშემატკივრის წინაშე ასე თამაშობ, სამაგალითო ნამვდვილად არ არის. მინდა გამოვარჩიო რაფაელ და სილვა, რომელიც ძალიან ჰგავს გარი ნევილს ხასიათიდაც და შესაძლოა თამაშის სტილითაც. მხოლოდ ის ბრძოლობდა ბოლომდე ყველა მომენტში და რა თქმა უნდა ეს დაუფასდება.

აქვე მინდა შევეხო კიდევ ერთ თემას, რომელიც მსაჯებს ეხება. როგორც დავინახეთ მსაჯთა ბრიგადაში ერთ-ერთი ქალი იყო. მე პირადად გამაკვირვა ასეთი დონის მატჩში "გამოუცდელი" ქალი მსაჯის დაყენებამ, თუმცა ყველამ დავინახეთ თუ როგორ იმსაჯა ამ ქალბატონმა. ლუიზის მომენტში შეიძლება კამათი, მაგრამ ის ვერ ხედავდა დავიდის სახეს და მისი დადანაშაულება არ შეიძლება. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ინგლისის საფეხბურთო ფედერაციას ახალი კომპონენტები შეაქვს მსაჯობაში და ჩემი თვალთხედვიდან ამ პირველმა ექსპერიმენტმა ნამდვილად გაამართლა. იმედია მაგალითს აიღებენ სხვა მსაჯები ამ ქალიდან და ასეთივე მონდომებით იშრომებენ ფეხბურთის გასანვითარებლად.

ავტორი: Red Hooligan
სტატიები, ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: red devil
6 მაი 2013 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
. მინდა
გამოვარჩიო რაფაელ და სილვა,
რომელიც ძალიან ჰგავს გარი
ნევილს ხასიათიდაც და
შესაძლოა თამაშის სტილითაც.
მხოლოდ ის ბრძოლობდა
ბოლომდე ყველა მომენტში და
რა თქმა უნდა ეს დაუფასდება.
Dzaaan magrad mevaseba rafika cota magali ro iyos udzlieresi iqneboda
0
№2
ავტორი: buka oboladze
6 მაი 2013 12:33
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
რაფაელი მართლა ძალიან მაგარია, დავიდ ლუიზის დედაც რა, რა ჭვარია
0
№3
ავტორი: TrueRed
6 მაი 2013 12:38
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
გეთანხმები ავტორ ... როცა შენ საგულშემატკივროდ 75 000 ადამიანი მოდის შენ მგონი ფეხებზე არ უნდა იკიდებდე ამ ხალხს ... რაფაელს რაც შეეხება გეთანხმები სულყველა მომენტში იბრძოდა სხვებისგან განსხვავებით ... რაც შეეხება შემადგენლობას ცოტა არ იყვნენ სათადარიგოს ფეხბურთელები და დასამტკიცებელი ქონდათ ბევრი რამ თუნდაც ანდერსონს და ქლევერლის მაგრამ რა დაამტკიცეს ? არც არაფერი ასე რომ პრიციპული მატჩი იყო რომელიც დაიკიდეს და ის 75 000 გულშემატკივარიც დაიკიდეს
0
№4
ავტორი: BERDI
6 მაი 2013 12:40
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
Red Hooligan საღოლ ძმაო მართლა ძალიან მაგარია. მე სამწუხაროდ თამაშისთვის არ მიყურებია და ამ სტატიიდან გამომდინარე ცუდად ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმა რაფაელის გარდა, ოლო სტატისტიკამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ვალენსია არ არის ძირითადის მოთამაშეე!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№5
ავტორი: always ReD
6 მაი 2013 12:43
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
ანდერსონი არ უნდა ყოფილიყო რა... დაეყენებინა ანდერსონის ნაცვლად რუნი რაღაც ბაბუმ უმატა მემგონი არასწორ გადაწყვეტილებებს pokerface
0
№6
ავტორი: love united
6 მაი 2013 12:55
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რაფაელი პატარა გარი ნევილია მართლა... wink ძაან მაგარი კაცია...ყველას ეკიდა თამაში მარტო ეს დარბოდა გიჟივით...იმედია რუნისავით არ დაჭკვიანდება... wink
0
№7
ავტორი: Vodafone
6 მაი 2013 13:40
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
იმედია რუნისავით არ დაჭკვიანდება...

მენატრება ეგ რუნი :(((

ისე ერთადერთი ის გამიტყდა რო გოლი ვერ გავიტანეთ სახლში, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მართლა ძნელია ასეთი უმოტივაციო ვეთამაშოთ გუნდს, რომელსაც ასე სჭირდება ქულების აღება.
0
№8
ავტორი: MuFanat
6 მაი 2013 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
თამაშის სტილით რაფაელი არ გავს გარის, მაგრამ მებრძოლი ხასიათი ორივეშია.
0
№9
ავტორი: UTD-Rule
6 მაი 2013 14:19
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
რაფაელი ერთადერთი ფეხბურთელი,რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლა !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№10
ავტორი: Giorgi Kuloshvili
6 მაი 2013 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 351
მაგარი ნაშა კი იყო ეგ მსაჯი :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top