თბილისი:
მანჩესტერი:
4-05-2013, 21:44
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2124,
კომენტარები: 9
ადამიანი, რომელმაც გოლფის მოთამაშე ფერგიუსონს ჩემპიონობა აცნობა
მაიკლ ლევენდერი - ეს ფერგიუსონისთვის უბრალო სახელი არაა. ფანი, რომელმაც გოლფის მოთამაშე "იუნაიტედის" მწვრთნელს კარიერაში პრემიერ ლიგის პირველი ტიტულის მოპოვება აცნობა.
ადამიანი, რომელმაც გოლფის მოთამაშე ფერგიუსონს ჩემპიონობა აცნობა
მისი სახელი თქვენთვის ალბათ არაფერს ნიშნავს, ზუსტად 20 წლის წინ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანი მაიკლ ლევენდერი კლუბის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა მომენტის მონაწილე გახდა - ამის დასამტკიცებლად მაიკლს ფერგიუსონისგან მიღებული წერილი აქვს.
თარიღი 1993 წლის 2 მაისია. პრემიერ ლიგის სეზონის ორი მატჩი იყო დარჩენილი და ტიტულის ვინაობა სწორედ ამ ტურებში ირკვეოდა.
გამარჯვების სცენა ამ დღეს „ოლდ ტრაფორდზე“ არავის უნახავს, ეს სცენა ჩეშერში, მოტრემ ჰოლის გოლფის მოედანზე დაიდგა.
ფერგიუსონს კარიერაში პირველად პრემიერ ლიგის ტიტულის მოპოვების შანსი პირველად ჰქონდა. ერთი დღით ადრე, „იუნაიტედმა“ „ბლექბერნი“ დაამარცხა. სერ ალექსმა სახლში დარჩენის და ერთადერთი კონკურენტის - „ასტონ ვილას“ მატჩის ყურების ნაცვლად გოლფის თამაში აირჩია. ეს დღე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო „იუნაიტედისთვისაც“ – 1967 წლის შემდეგ „წითლებს“ ეს ტიტული მოპოვებული არ ჰქონდათ.
როგორც ფერგიუსონი თავის ავტობიუგრაფიულ წიგნში აღწერს, ეს მოხდა მე-17 მოედანზე, როცა ახლო-მახლო მანქანა ხმაურიანად გაჩერდა და მან ბილიკზე მომავალი ადამიანის ფეხის ხმა გაიგო. „ადამიანი, რომელსაც მე არ ვიცნობდი, ჩემთან აუღწერელი ღიმილით მოვიდა და მითხრა: ‘მაპატიეთ მისტერ ფერგიუსონ, თქვენ ჩემპიონი ხართ. „ოლდჰემმა“ „ვილა“ დაამარცხა.’“
ეს ადამიანი ლევენდერი იყო, ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ‘უცნობი’ ფეხბურთში.
მას შემდეგ, გაზეთებში და ტელევიზიებში არაერთხელ ახსენეს, თუ როგორ გაიგო ფერგიუსონმა გაჩემპიონების ამბავი გოლფის მოედანზე.
ლევენდერი ნახსენები იქნა სხვადასხვა პუბლიკაციებში, „იუნაიტედის“ ოფიციალურ ილისტრურებულ ისტორიაში და ლეგენდალური შოტლანდიელის ავტობიოგრაფიაში.
არავინ იცოდა მისი სახელი, მაგრამ ფერგიუსონი მას არასოდეს ივიწყებდა. სერ ალექსმა ლევენდერს 2007 წელს წერილი გაუგზავნა, სადაც მას ასეთი სიხარულის მინიჭებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
ადამიანი, რომელმაც გოლფის მოთამაშე ფერგიუსონს ჩემპიონობა აცნობა

ეს წერილი ახლა საფრანგეთში, მის სასტუმროში ერთ-ერთ საამაყო ადგილს იკავებს. 66 წლის სამუდამოდ „წითელი“ ლევენდერი მანჩესტერიდან საფრანგეთში გადავიდა.
წერილში ვკითხულობთ: „დიდი მადლობა შენი წერილისთვის. ნამდვილად, შენ ხარ ის ცნობილი ‘უცნობი’, რომელმაც ის დღე ჩემი გახადა. მას შემდეგ არ მინახიხარ, შენ ხარ იმ დიდებული დღის ნაწილი.“
ადამიანი, რომელმაც გოლფის მოთამაშე ფერგიუსონს ჩემპიონობა აცნობა

ლევენდერს ახლაც ყველაფერი დაწვრილებით ახსოვს, მომხდარ ამბავზე ის BBC-საც ესაუბრა: „სამუშაო დასრულებული მქონდა და ბარში ლუდის დასალევად მივედი. „ასტონ ვილას“ თამაშს მონიტორზე აჩვენებდნენ, კომენტატორმა რაღაც ასეთი თქვა ‘ალექს ფერგუსონმა არც კი იცის, რომ მან ახლახანს მისი პირველი ტიტული მოიგო.’
ჩემს გვერდზე მჯდომმა კლუბის ახალგაზრდა ჟურნალისტმა კომენტატორის სიტყვებს უპასუხა ‘დიახ, რადგან ის ახლა გოლფს თამაშობს’.
ვკითხე, რომელ საათზე დაიწყო ფერგიუსონის რაუნდი და ანგარიში შევუკვეთე, რადგან წასვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა. მოტრემ ჰოლისკენ მივდიოდი და მანქანის ტარებისას მას ვეძებდი, ვიცოდი რომ სადღაც აქ იყო.
მე-17 მოედანს შევხედე და ფერგიუსონი დავინახე. ავტომობილი გავაჩერე, მწევანე ბალახს გადავაბიჯე და თავაზიანად მას კარგი ამბები ვუთხარი.
პირველ რიგში, მან ჩემი ნათქვამი არ დაიჯერა, უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ სინამდვილეს ვამბობდი. როგორც კი ამაში დარწმუნდა, ფერგიუსონი უბრალოდ გიჟს დაემსგავსა. ის ძალიან მხიარული იყო, ყვიროდა და ცეკვავდა მის პარტნიორთან ერთად, როგორც შემდეგ გავიგე, ის მისი შვილი მარკ ფერგიუსონი იყო.
ვიფიქრე და მივხვდი, რომ ეს მომენტი მისი იყო და არა ჩემი, ამიტომ ისინი მარტო დავტოვე.“
ლევენდერი ახლა „იუნაიტედის“ სეზონური ბილეთის მფლობელია, იგი მანჩესტერში ცხოვრების შემდეგ 2005 წელს საფრანგეთში გაემგზავრა. წლების განმავლობაში ის ამ ამბავს მეგობრებს და ოჯახის წევრებს უყვებოდა, ერთ დღესაც მას აცნობეს, რომ ფერგიუსონმა მასზე თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა.
“გადავწყვიტე, რომ მისთვის მიმეწერა. ჩემი თავის იმ დღეს მომხდარი ამბით გახსენებით ვცადე. მალე საპასუხო წერილი და მატჩის ბილეთი მომივიდა, ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო.
იმ დღეს, როცა მანქანაში დავბრუნდი, კიდევ მასთან ერთი ადამიანი მივიდა. მახსოვს მათი საუბარი, ის ფიქრობდა, რომ პირველი იყო, ვინც ფერგიუსონს ეს ამბავი აცნობა, მაგრამ ის არ ყოფილა - პირველი მე ვიყავი.“
1993 წლის შემდეგ, სერ ალექსი კიდევ რამდენჯერმე „გაჩემპიონდა“ მსგავს სიტუაციებში. 1994-ში ბილიარდის თამაშისას, 1997-ში კი სპორტულ დარბაზში ყოფნისას შეიტყო ჩემპიონობის ამბავი.
“ყოველი მოგებული ტიტული განსაკუთრებულია,“ თქვა ფერგუსონმა 22 აპრილს, „ასტონ ვილას“ 3:0 დამარცხების შემდეგ. „მაგრამ პირველი განსაკუთრებული იყო. ჩვენ ამ დღეს დიდი ხნის განმავლობაში ველოდით.“
“ფერგიუსონი საოცარი ადამიანია, ის უბრალოდ აგრძელებს მოგებას, მან იცის როგორ მიაღწიოს წარმატებას.
შოკირებული ვიყავი როცა გავიგე, რომ მას კვლავ ვახსოვდი. მისივე წარმატებული კარიერის გამო, ფერგიუსონის მსგავს პიროვნებებს ბევრი რამ გადახდენიათ თავს და ძნელია თქვა რატომ ან როგორ დაიმახსოვრა მან ეს დღე ასე კარგად.
ძალიან კარგია, რომ სერ ალექსს ეს კვლავ ახსოვს და კიდევ უკეთესია, რომ მან ეს ფაქტი არაერთხელ ახსენა.“
წყარო: bbc.co.uk



"იუნაიტედის" 70 წლის გულშემატკივრის მადრიდული თავგადასავალი: http://redarmy.ge/bryanhugo
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Jubo
4 მაი 2013 21:51
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
საინტერესოა წაიკითხეთ
ბედნიერი ადამიანი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№2
ავტორი: love united
4 მაი 2013 21:54
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ძაან მაგარი და საინტერესოა...საღოლ ჯუბო...მაგარი კაცია... love
0
№3
ავტორი: Vodafone
4 მაი 2013 21:57
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
საღოლ ავტორ, საინტერესოა. ფერგი მაგარი კაცია :D, ამასაც მაგრა გაუმართლა :DD
0
№4
ავტორი: Amanda Seyfried
4 მაი 2013 23:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
იღბალიც ამას ჰქვია, მშურს მაგ კაცის
0
№5
ავტორი: maxuna14
5 მაი 2013 02:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
au ra magariaaaa, dzalian saamayoa
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ tamashebi
№6
ავტორი: razma21
5 მაი 2013 11:58
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
საინტერესოა:)))
0
№7
ავტორი: BERDI
5 მაი 2013 12:21
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
კარგი წასაკითხი და საინტერესოა საღოლ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№8
ავტორი: m-an-united
5 მაი 2013 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
auu ramagariaa
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№9
ავტორი: TrueRed
5 მაი 2013 22:57
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
მაგარიაა ...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top