სერ ალექსი ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ უნდა დატოვოს ნანიმ "ოლდ ტრაფორდი" შემდეგ სეზონში.
პორტუგალიელს ჰქონდა ძალიან ცუდი სეზონი, ტრამვებითა და ცოტა სათამაშო დროით. ამან ეჭვები გააჩინა მის მომავალზე, მას მხოლოდ ერთი წელი დარჩა კონტრაქტის ამოწურვამდე.
სერ ალექსი აცხადებს, რომ არ გეგმავს რომელიმე ფეხბურთელის გაშვებას და დარწმუნებულია, რომ ნანი შემდეგ სეზონში "იუნაიტედში" იქნება.
"რომელიმე ფეხბურთელის გაშვების საჭიროებას ვერ ვხედავ. ჩვენ ეს გეგმაში არ გვაქვს." განუცხადა ბოსმა ჟურნალისტებს.
"წინა კვირას ნანიმ ითამაშა არსენალთან და ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია."
"ის ჩვენი გუნდის ნაწილია. როცა ის კარგ ფორმაშია, ის ერთ-ერთი საუკეთესოა გუნდში. ასე რომ, ვფიქრობ ის ჩვენთან იქნება სეზონის მოსამზადებელ ნაწილში."
როცა ფერგიუსონს ჰკითხეს ახალი კონტრაქტის შესახებ, მან განაცხადა "ეს არ არის ჩემი სფერო. დევიდ გილი და ჯორჯ მენდესი (ნანის აგენტი) უკვე მუშაობენ ამაზე. მაგრამ როგორც ვიცი ჯერ არანაირი შეთანხმება არაა მიღწეული."