თბილისი:
მანჩესტერი:
4-05-2013, 21:15
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1735,
კომენტარები: 5
ვიდიჩი "გუნდს გასამარჯვებლად საკმარისი მოტივაცია აქვს".
სერბი მცველი აცხადებს, რომ რამდენიმე თამაშით ადრე განაღდებულ ტიტულს არ უმოქმედია ფეხბურთელების მოტივაციაზე.
ვიდიჩი
ნემანია ვიდიჩი აღიარებს, რომ სასიამოვნოა როცა რამდენიმე თამაშით ადრე ქულების საჭიროება აღარ აქვთ, რადგან ისინი უკვე ჩემპიონები არიან. მაგრამ მცველის თქმით ამას გავლენა არ მოუხდენია ფეხბურთელებზე, მათ ისევ სწყურიათ გამარჯვება.

დაახლოებით ორი კვირის წინ, "ასტონ ვილას" დამარცხების შემდეგ "წითლებმა" ოთხი თამაშით ადრე გაინაღდეს ტიტული. მაგრამ ვიდიჩის მტკიცებით, ფეხბურთელებს სურთ დადებითი შედეგებით დაამთავრონ სეზონი.

"ყველაზე მნიშვნელოვანია რომ მოვიგოთ თამაშები და შევინარჩუნოთ გამარჯვების მენტალიტეტი" განუცხადა მან PA Sport-ს და BBC Radio-ს. "ზოგჯერ, როდესაც წნეხის გარეშე თამაშობ, კარგი თამაში გამოგდის და ეს გსიამოვნებს"

"ჩვენ საკმარისი მოტივაცია გვაქვს. ჩვენ ყოველთვის მოტივირებულები ვართ, როდესაც ოლდ ტრაფორდზე ვთამაშობთ. როდესაც ჩვენ სათამაშოდ გავდივართ გვწყურია მოგება და ეს არ შეიცვლება არც ჩელსისთან და არც სხვა რომელიმე გუნდთან. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ჩვენ დამშვიდებულები ვართ. ჩვენ შევეცდებით მოგებას, რადგან გვინდა, რომ ბოლო სამი თამაში მოვიგოთ. ჩვენ კარგ სტილში გვსურს სეზონის დასრულება."


2012/2013 სეზონი კარგი გამოდგა ვიდიჩისთვის, მან მოახერხა გამოჯანმრთელება რამდენიმე თვიანი ტრამვის შემდეგ.

"მწვრთნელი და სამედიცინო პერსონალი აღარ აჩქარდნენ ჩემი გამოჯანმრთელების შემდეგ. მე კარგად გავუმკლავდი ჩემს ტრამვას" დაამატა მან. "იმედია შემდეგ სეზონში ყველა თამაშისთვის ვიქნები მზად და ყველა შეხვედრის ჩატარებას მოვახერხებ. სწორედ ეს არის ჩემი მიზანი."

წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
4 მაი 2013 21:16
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მე-100 სეახლე gun2
0
№2
ავტორი: love united
4 მაი 2013 21:47
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ვიდა... love ბებერი ლიომი... wink
0
№3
ავტორი: Amanda Seyfried
4 მაი 2013 23:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ჩვენი კაპიტანი, მაგარი მევასება love
0
№4
ავტორი: BERDI
5 მაი 2013 12:18
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
Vodafone,
გილოცავ.

აუცილებლად უნდა მოვიგოთ პრინციპული მატჩია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№5
ავტორი: TrueRed
5 მაი 2013 12:41
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
უნდა მოვიგოთ უეჭველიი ... ვიიდაა ... love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top