მოგეხსენებათ, რომ ხვალ "მანჩესტერ იუნაიტედი" უმასპინძლებს "ჩელსის" და პრესკონფერენციაზე რაფაელ ბენიტესმა განაცხადა, რომ მისი გუნდი არაფრით არ ჩამორჩება "იუნაიტედს" მეტიც მისი აზრით "ჩელსი" უფრო ძლიერი ვიდრე "მანჩესტერი". "მანჩესტერ იუნაიტედი" ხვალ უმასპინძლებს "ჩელსის" უკვე ჩემპიონის სტატუსით, ხოლო ბენიტესის გუნდს კი ჯერ კიდევ არ აქვს განაღდებული ჩემპიონთა ლიგის საგზური და ოთხეულში შესვლა. ბენიტესის აზრით "მანჩესტერის" წლევანდელი წარმატება მხოლოდ სტაბილურობის შედეგია. "ისინი იყვნენ ყველაზე სტაბილურები ამიტომაც მოიგეს ტიტული, მაგრამ ისინი "მანჩესტერ სიტიზე" ძლიერები არ არიან. ასევე მე იმაშიც არ ვარ დარწმუნებული ,რომ ისინი "ჩელსიზე" უკეთესებიც არიან."-განაცხადა ბენიტესმა. წყარო:fapl.ru