"რეალის" შემტევი ნახევარმცველი ანხელ დი მარია სავარაუდოდ ამ ზაფხულს კლუბს დატოვებს. ჟურნალისტები წერენ, რომ მისით "პსჟ", "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებიან.
Marca იტყობინება, რომ რეალის დირექტორებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები დაინტერესებულ მხარეებთან. "რეალი" დი მარიას გაყიდვას 25 მილიონ ფუნტად შეეცდება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ კონკურენცია დიდია, არგენტინელის ფასი სავარაუდოდ 30 მილიონსაც მიაღწევს.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი შემტევით "ტოტენჰემი" და "ჩელსიც" ინტერესდებიან.