"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი პრობლემა ალბათ ნახევარდაცვაა. რათქმაუნდა, პოლ სქოულზი ინგლისური ფეხბურთის ლეგენდაა, მაგრამ უახლოეს მომავალში პენსიაზე გასვლა მოუწევს. მაიკლ კერიკმა სწორედ ამ სეზონში გვაჩვენა თუ რა ძალას წარმოადგენს, თუმცა ძნელია ზაფხულის შესვენების შემდეგ იგივე ფორმა აღიდგინოს. ტომ ქლევერლიმ უკვე დაამტკიცა, რომ უდავოდ უნიჭიერესი მოთამაშეა. მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ჯერ ახალგაზრდაა და ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. და ანდერსონი... სჯობს საერთოდ არ ვისაუბროთ მასზე.
გაზეთმა The Express_მა გაავრცელა ინფრომაცია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი სერიოზულად ინტერესდება გუნდოგანით. სწორედ მისი გადმოყვანა იქნება სერ ალექსის მთავარი გეგმა.
გუნდოგანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ "დორტმუნდის ბორუსია" ლიგის ფინალშია. იგი გამოირჩევა როგორც გუნდური თამაშით, ასევე ინდივიდუალიზმითაც. როგორც ცნობილია , "მანჩესტერ იუნაიტედი" გუნდოგანში 17 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს.
იუგენ კლოპმა ახლახანს გაუხანგრძლივა გუნდოგანს კონტრაქტი და ყველას მიანიშნა, რომ არ იყიდება. თუმცა ფეხბურთელმა BILD_ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა: "არ არის ადვილი გაგცეთ პასუხი იმაზე გავაგრძელებ თუ არა ინგლისში ან ესპანეთში კარიერას- მაგრამ ეს მოხდება. ყველას ოცნებაა ასეთ ძლიერ ქვეყნებში თამაში და არც მე ვარ გამონაკლისი".