დაიბადა 1971 წლის 10 აგვისტოს ირლანდიის ქალაქ კორკში. "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ირლანდიელი როი კინი ყველაზე ხელხვავიანი კაპიტანია: მისი ხელმძღვანელობით ოლდტრაფორდელებმა ყველაზე მეტი, 9 ტიტული მოიპოვეს: 4-ჯერ მოიგეს პრემიერლიგა, 2-ჯერ ასოციაციის თასი, თითოჯერ კი ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა თასი და საკონტინენტთაშორისო თასი. როი კინი ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბში 1993 წლის ზაფხულში გადავიდა "ნოტინგემ ფორესტიდან" - სერ ალექს ფერგიუსონმა მის სანაცვლოდ 3,75 მილიონი გირვანქა გადაიხადა, რაც იმ დროს ბრიტანეთის რეკორდი იყო. შოტლანდიელ მწვრთნელს როი კინი ვეტერანი ბრაიან რობსონის შემცვლელად ესახებოდა და ახალწვეულმა გაამართლა კიდეც მისი იმედები. 1993 წლის 18 აგვისტოს "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონატის პირველ ტურში "შეფილდ იუნაიტედს" სძლია. როი კინმა სადებიუტო შეხვედრაში დუბლი შეასრულა... "ოლდ ტრაფორდზე" ასპარეზობის მანძილზე როი კინს 11-ჯერ უჩვენეს წითელი ბარათი. ამ მხრივ ის რეკორდსმენია. საინტერესოა ისიც, რომ კინმა ინგლისის ჩემპიონატში თამაშის მანძილზე 13-ჯერ მიიღო წითელი ბარათი - ეს უცუდესი მაჩვენებელია... 1997 წელს, გუნდიდან ერიკ კანტონას წასვლის შემდეგ, როი კინი "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი გახდა და 2005 წლამდე, სანამ კლუბს დატოვებდა, სამკლავურს ატარებდა. ის გულშემატკივართა შორის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ხშირ შემთხვევაში არც თანაგუნდელებს ინდობდა... 2000 წელს როი კინი ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის და საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიებით... 2005-06 წლების სეზონის დასაწყისში, მორიგი კონფლიქტის შემდეგ, როი კინმა, კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა და გლაზგოს "სელტიკში" გადავიდა, სადაც იმავე სეზონში ჩემპიონი გახდა. 2006 წლის 9 მაისს "ოლდ ტრაფორდმა" როი კინის გამოსათხოვარ შეხვედრას უმასპინძლა, რომელსაც 69 591 მაყურებელი დაესწრო. ამ რანგის მატჩს ინგლისში ამდენი მაყურებელი არასდროს დასწრებია. "მანჩესტერ იუნაიტედმა" 1:0 მოიგო.
როი მორის კინი კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები ინგლისის ჩემპიონი - 1994, 1996, 1997, 1999, 2000, 2001, 2003 ინგლისის თასი - 1994, 1996, 1999, 2004 ინგლისის სუპერთასი - 1993, 1994, 1996, 1997, 2003 ჩემპიონთა თასი - 1999 საკონტინენტთაშორისო თასი - 1999