პატრის ევრა "არსენალთან" მატჩის შემდგომ უკმაყოფილი დარჩა "არსენალის" გულშემატკივრების საქციელით. ლონდონელები ვან პერსის გამუდმებით უსტვენდნენ, რამაც ევრას აზრით ფეხბურთელზე იმოქმედა და მეტი გოლის გატანა ვერ შეძლო.
''რობინმა აჩვენა ფანებს, რომ მას არასწორი არჩევანი არ გაუკეთებია. მათ დაივიწყებს ყველაფერი, რაც ვან პერსის "არსენალში" გაუკეთებია.''-განუცხადა ევრამ manutd.com -ს.
''რობინს ნამდვილად არ გაუკეთებია არასწორი არჩევანი და ეს მან გულშემატკივრებს მაშინ აჩვენა, როცა დადგა ეშმაკების გვერდით და მოიგო ტიტული ''
''ამ ფაქტით ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩემი აზრით, გულშემატკივრებს მატჩის დასაწყისში მაინც უნდა მოეხადად მადლობა იმისათვის, რაც მან გუნდისთვის გააკეთა.მისაბაძია ის საქციელი რაც ფეხბურთელებმა გამოსასვლელ გვირაბში გააკეთეს. რობინმა გაიტანა ბურთი და არ აღნიშნა, მაგრამ ეტყობოდა, რომ გაბრაზებული იყო. უნდოდა გაქცეულიყო როგორც მას ჩვევია, მაგრამ მან პატივი სცა ფეხბურთელებს, იმისდა მიუხედავად თუ რა ფსიქოლოგიურ წნეხში იმყოფებოდა.''-დაასრულა ევრამ