დღეს პრემიერლიგის 35-ე ტურში ლონდონის “არსენალმა” “ემირეითსზე” პრემიერლიგის ჩემპიონ “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა. შეხვედრა ორმხრივ შეტევებში წარიმართა და საბოლოოდ ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა.
მატჩში “მეთოფეები” მეორე წუთზევე დაწინაურდნენ, როცა ტომაშ როსიცკიმ უოლკოტი მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა. მართალია, ინგლისელი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა მსაჯმა ეს ვერ შეამჩნია, უოლკოტმა კი შანსი ხელიდან არ გაუშვა და გუნდი დააწინაურა. შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, “არსენალის” საჯარიმოში შეჭრილი რობინ ვან პერსი სანიამ წააქცია. მსაჯმა კი “არსენალის” კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რაც თავად დაზარალებულმა შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმი ასევე, ანგარიშით 1-1 დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში შეტევაში ორივე გუნდი აქტიურობდა, თუმცა მეტოქის კარის აღება ვერცერთმა ვერ მოახერხა და მატჩი საყაიმო ანგარიშით დასრულდა.
არსენალი - მანჩესტერ იუნაიტედი 1-1მაყურებელი: 60 112
გოლები: უოლკოტი 2′ – ვან პერსი 44′ (პენ.)
არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, გიბსი, კოსიელნი, როსიცკი (უილშირი 62′), არტეტა, კასორლა, რემსი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 78′), უოლკოტი, პოდოლსკი (ჟერვინიო 71′)
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ფერდინანდი, ევრა, ევანსი, რაფაელი (ანდერსონი 73′), ჯონსი, კერიკი, ვალენსია, ნანი (გიგზი 83′), ვან პერსი, რუნი (ჩიჩარიტო 88′).
მთავარი მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი.
გაფრთხილებები: უოლკოტი 33′, სანია 43′, ოქსლეიდ-ჩემბერლენი 81′ – ჯონსი 17′, რაფაელი 24′, ვან პერსი 28′, ევანსი 30′, ვალენსია 65′.
ბურთის ფლობა: 51%-49%;
კუთხურები: 7-2;
კარში დარტყმები: 6-4;
კარისკენ დარტყმები: 5-5;
ჯარიმები: 10-11;
თამაშგარეები: 1-1.
მატჩის არბიტრი: ფილ დაუდი.