სერ ალექსმა არ უარყო რობერტ ლევანდოვსკის სავარაუდო გადასვლა "მანჩესტერ იუნაიტედში" და განაცხადა, რომ არ გაუჭირდება მისთვის ადგილის პოვნა თავდასხმის ხაზში, რომელიც მის გარეშეც ძლიერად გამოიყურება.
"თუ საჭირო ფეხბურთელი მზადაა გუნდის შესაცვლელად, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ წინადადებლის გასაკეთებლად. მე ნებისმიერი ფეხბურთელისთვის შემიძლია ადგილის პოვნა შემადგენლობაში, თუ მას საკმარისი ტალანტი აქვს" - ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს The Telegraph
"არა მგონია, რომ ლევანდოვსკის "ბავარიაში" გაუშვებენ. ეს "დორტმუნდის" ფანებს არ მოეწონებათ და არც ხელმძღვანელობა ისურვებს ფეხბურთელის მთავარ კონკურენტთან გაშვებას. ძალიან მალე, ისინი ან კონტრაქტს გაახანგრძლოვებენ, ან მას სადმე გაყიდიან."
სერ ალექსმა ნახა "ბორუსიას" დაპირისპირება "რეალთან" და როგორც გამოცემა გვატყობინებს, მისი მთავარი ინტერესი პოლონელი ფორვარდი იყო.
"რომ არა მსაჯი, ეხლა დორტმუნდლებთან ჩვენ ვითამაშებდით და დიდი მონდომება დაგვჭირდებოდა, რადგან ეს ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენი მიზანი მომავალ სეზონში ევროპაში მეტი წარმატების მიღწევაა. შეიძლება გუნდს ერთი-ორი ფეხბურთელი დაემატოს. საერთოდ კი, ძალიან საინტერეო იქნება გერმანული ფინალი."
"მე ხშირად ვამბობდი, რომ "ბორუსია" მთავარ აქცენტს "ჩემპიონთა ლიგაზე აკეთებდა". მათ კარგი მაჩვენებელი აქვთ "ბაიერნთან" და მიუხედავად ცხრილში ამხელა სხვაობისა, გერმანული ფინალის შემთხვევაში "დორტმუნდს" ვანიჭებ უპირატესობას."