თბილისი:
მანჩესტერი:
28-04-2013, 08:21
ავტორი: ლადო,
ნანახია: 6108,
კომენტარები: 9
ბზობას გილოცავთ!
ბზობას გილოცავთ!
ბზობას გილოცავთ!
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია უფლის იერუსალიმში უკანასკნელ შესვლას იხსენებს. ამ დღესასწაულს ქრისტიანები ბზობას უწოდებენ.

მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.

აღსანიშნავია, რომ ბზობის დღესასწაული საყოველთაო მეოთხე საუკუნეში გახდა. ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია გამოხატავს უფლის დიდებით შესვლად იერუსალიმში. ამ დღეს მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ პალმის ტოტებს (ბაიას) აკურთხებენ და "ოსანას" გალობენ.

ვიდრე იესო იერუსალიმში შევიდოდა მან თავის ორ მოწაფეს უთხრა: "წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქვენსა და მეყვსეულად ჰპოვოთ ვირი დაბმული და კვიცი მის თანა, აღჰსენით და მომგვარეთ მე". ეს ყოველივე უფალმა იმისთვის გააკეთა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება ზაქარიასი: "და პოვა იესო ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს: ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კვიცსა ვირისასა".

სახედარზე ამხედრებულ მაცხოვარს ხალხი დიდი სიხარულით შეეგება: ზოგი თავის სამოსელს უგდებდა, ზოგიც პალმის ტოტებს, თან შესძახოდნენ: "ოსანა ძესა დავითისა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა, ოსანა! რომელი ხარ მადლითა შინა".

მიუხედავად ასეთი შეხვედრისა, იესო მაინც სწუხდა. მან იცოდა, რომ ეს ხალხი ქვეყნიურ მეუფესა და მბრძანებელს ხედავდა მასში, რომელიც რომაელთა ბატონობისგან იხსნიდა მათ და არ ხედავდნენ მასში მესიას. ისიც იცოდა, რომ იგივე ხალხი მის ჯვარცმას ასეთივე აღტაცებით შეხვდებოდა.

უფალი შევიდა ტაძარში, სადაც გაცხოველებული ვაჭრობა მიმდინარეობდა, მან დაუყონებლივ განდევნა მოვაჭრეევბი. იმ დღეს უფალმა მრავალი სასწაული მოახდინა. იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს - მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა.


გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს, მრავალს დაგასწროთ ღმერთმა, წმიდა მარიამის კალთა გადმოგვფარებოდეს ყველას!
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
28 აპრილი 2013 08:22
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
პატარა ტქესტი ჩავურთე უფრო ლამაზიაა და ამით მეტსაც გაიგებთ თუ წაიკითხავთ...
0
№2
ავტორი: red devil
28 აპრილი 2013 09:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Gaixare lado wavikitxe da dzaan magaria. Mec gilocav
0
№3
ავტორი: UTD-Rule
28 აპრილი 2013 10:46
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
გაიხარეთ... ყველას გილოცავთ უფარი გვფარავდეს...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: Luka Gelashvili
28 აპრილი 2013 11:06
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
გაიხარე )) ყველას გილოცავთ ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№5
ავტორი: Vodafone
28 აპრილი 2013 11:07
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ყველას გილოცავთ!!!!!
0
№6
ავტორი: I L C
28 აპრილი 2013 13:01
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ყველას გილოცავთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№7
ავტორი: m-an-united
28 აპრილი 2013 13:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
gilocaavt yvelas
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№8
ავტორი: buka oboladze
28 აპრილი 2013 17:10
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
გილოცავთ
0
№9
ავტორი: red devils ...
28 აპრილი 2013 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 186
gaixare lado ! gilocavt yvelas !!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top