თბილისი:
მანჩესტერი:
27-04-2013, 19:15
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2300,
კომენტარები: 10
ნევილი: "ინგლისურ ფეხბურთს "არსენალის" და "იუნაიტედის" მსგავსი გუნდები სჭირდება"
გარი ნევილმა პარასკევს „უემბლის კლუბის“ წევრებთან შეხვედრა გამართა, სადაც მან ინგლისური ფეხბურთის განვითარების გზებზე ისაუბრა.
ნევილი:
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ გარი ნევილმა პარასკევს „უემბლის კლუბის“ წევრებთან შეხვედრა გამართა, სადაც მან ინგლისური ფეხბურთის განვითარების გზებზე ისაუბრა.
ნევილმა „უემბლის“ დარბაზში შეკრებილებს აღნიშნული მიზნის მისაღწევად ისეთი კლუბების არსებობის აუცილებლობა დაუსახელა, როგორებიც არიან „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალი“. კიდევ ერთ მაგალითად მან გერმანული „დორტმუნდი“ მოიყვანა.
“ოთხშაბათს საღამოს „დორტმუნდის“ მატჩს ვუყურეთ, მათ მმართველობის პოლიტიკა 6 წლის წინ შეცვალეს და თქვეს, რომ ტრანსფერებზე დიდი თანხების დახარჯვის ნაცვლად ფეხბურთელებს თავად განავითარებდნენ.
ოთხშაბათის შეხვედრაში ამ გადაწყვეტილების შედეგი დავინახეთ.
ეს გუნდი საშუალოდ 29 მილიონ ფუნტს ხარჯავს, ინგლისურ ჩემპიონშიპში კი არიან კლუბები, რომლებიც ასევე 29 მილიონს ხარჯავენ. ეს არის გზა, რომელიც მე სწორად მიმაჩნია.“

ნევილის ყოფილმა კლუბმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ორშაბათს პრემიერ ლიგის ჩემპიონობა გაინაღდა. ისინი კვირის მატჩში „არსენალთან“ გასვლით შეხვედრას გამართავენ. გარიმ ინგლისური ფეხბურთის წარმატების გასაღებად სწორედ ეს ორი გუნდი დაასახელა.
“ახლა რომ მე რომელიმე კლუბის გაწვრთნა მინდოდეს „არსენალს“ ავირჩევდი.
მათ სწორი ფილოსოფია აქვთ არჩეული, ისინი იძენენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს და ზრდიან მათ.
გუნდს სჭირდება რამდენიმე ფეხბურთელის ჯგუფი, რომლებისაც მათ ყველაზე მეტად სჯერათ, რომლებიც ამ კლუბში დიდხანს, მინიმუმ 10 წელი დარჩებიან.“
“მანჩესტერ იუნაიტედმა“ ამ კვირაში მოიგო ჩემპიონატი ქლევერლით, კერიკით, ჯონსით, უელბეკით, სმოლინგით, რუნით, გიგზით, ევანსით - ფეხბურთელებით, რომლებიც ამ კლუბში წლებია თამაშობენ. მათ ამდენს მიაღწიეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ არჩეული გზის საშუალებით. ისინი არსად არ მიდიან, ინგლისურ ფეხბურთსაც სწორედ ეს სჭირდება.
შეხედეთ გერმანიას, „ბაიერნს“ ექვსი ახალგაზრდული სისტემით აღზრდილი ფეხბურთელი ჰყავს, „ბარსელონას“ შვიდი, ანალოგიურს აკეთებდა „მილანი“ 90-იან წლებში.
ძლიერი „ბარსელონა“ ნიშნავს ძლიერ ესპანეთს, ძლიერი „ბაიერნი“ ნიშნავს ძლიერ გერმანიას.“
- დაასრულა ნევილმა.

წყარო: thefa.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: BERDI
27 აპრილი 2013 19:35
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ისე რო დაუკვირდე ორივე გუნდი ბოლომდე მბრძოლია და ცოტათ გავს თამაშის სტილი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№2
ავტორი: ლადო
27 აპრილი 2013 20:04
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ეს იმიტომ თქვა რო ყველაზე მეტ ფეხბურთელს ეს ორი კლუბი ზრდის ინგლისისთვის
0
№3
ავტორი: Malboro463
27 აპრილი 2013 20:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
BERDI MAN_FAN,
თამაშIს სტილით განსხვავდებიან

ინგლისში არსენალი და ტოტენჰემი ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ
0
№4
ავტორი: Z A C K™
27 აპრილი 2013 20:54
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
სწორია აბსოლიტურად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№5
ავტორი: BERDI
27 აპრილი 2013 21:06
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
Middlesbro,
გეთანხმები რო არსენალი და ტოტენჰემი ლამაზ ფეხბურთს თამაშობნ არის სხვა გუნდებიც რომლებიც ასევე ლამაზ ფეხბურთს გვაჩვენებენ, მაგრამ ამ ორ გუნდს ისეთი ჩავარდნები ახასიათებს რო დაგავიწყებს ლამაზ ფეხბურთს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№6
ავტორი: Amanda Seyfried
27 აპრილი 2013 22:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ნევილა ყოველთვის სწორს ბაზრობს
0
№7
ავტორი: reddevil
27 აპრილი 2013 23:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 139
სწორია 100% აბა ნიუკასლია ინგლისური გუნდი?? 11 კაციდან ერთია ინგლისელი და ისიც არ არი facepalm ადრე რო აპირებდნენ შეზღვუდვას ლეგიონერებზე სწორი იყო და რატო არ ამოქმედდა არ ვიცი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ იუნაიტედი სიცოცხლის ბოლომდე,დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია!!!
№8
ავტორი: Red Hooligan
27 აპრილი 2013 23:59
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
კი მართალია, მაგრამ 1 განსხვავებაა. დორტმუნდმა აღზარდა და თვითონვე გამოიყენა რაც წინა წლის ბუნდესლიგის შედეგზეც აისახა. არსენალი კი უშვებს შემდგარ ვარსკვლავებს, სანამ რამეს მოიგებენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№9
ავტორი: love united
28 აპრილი 2013 10:48
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
არსენალმა შენარჩუნება უნდა ისწავლოს რა...სანამ ასე იქნება მანამდე არ ეშველებათ არაფერი..
0
№10
ავტორი: buka oboladze
28 აპრილი 2013 14:15
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
მართალია ყველაფერში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top