თბილისი:
მანჩესტერი:
27-04-2013, 10:19
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2405,
კომენტარები: 24
Arsenal VS Manchester United - Preview
"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ
Arsenal VS Manchester United - Preview
"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ

სტადიონი: "ემირეითი",ლონდონი
მონაცემი: პრემიერ ლიგა,35-ე ტური
მსაჯი: ფილ დაუდი
თარიღი: კვირა, 28 აპრილი, 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 17:00, (ჩვენი დროით)

Arsenal VS Manchester United - Preview

Arsenal VS Manchester United - Preview

"არსენალი"
ტრავმირებულები: ფაბიანსკი,დიაბი
დისკვალიფიკაცია: ჟირუ (3 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: Szczesny, Sagna, Mertesacker, Koscielny, Monreal, Cazorla, Ramsey, Wilshere, Arteta, Walcott, Podolski, Mannone, Vermaelen, Rosicky, Gervinho, Oxlade-Chamberlain, Gibbs, Coquelin.
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ლონდონის "არსენალს" პრემიერ ლიგის 35-ე ტურში "მანჩესტერ იუნიატედის" წინააღმდეგ ვერ დაეხმარება ფრანგი ფორვარდი ოლივიერ ჟირუ,რომელსაც 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს.სავარაუდოდ არსენ ვენგერი თავდასხმაში თეო უოლკოსია და ლუკას პოდოლსკის დუეტს დააყენებს.

Arsenal VS Manchester United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ეშლი იანგი,პოლ სქოულზი.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: De Gea, Lindegaard, Rafael, Smalling, Jones, Vidic, Ferdinand, Evans, Evra, Buttner, Nani, Valencia, Powell, Carrick, Anderson, Cleverley, Giggs, Kagawa, Van Persie, Rooney, Hernandez, Welbeck.
მთავარი მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ მოედანზე შემოიყვანს ნემანია ვიდიჩს,რიო ფერდინანდს,ხავიერ ერნანდესა და დენი უელბეკს.სავარაუდოდ მაიკლ კერიკი,ჯონი ევანსი და კიდევ რამოდენიმე ფეხბურთელს დასვენების საშუალება მიეცემა.

გუნდების ფორმა

Arsenal VS Manchester United - Preview

ლონდონის "არსენალმა" მიმდინარე პრემიერ ლიგის ბოლო 12 შეხვედრასი მხოლოდ 1 შეხვედრა წააგო "ტოტენჰემის" წინააღმდეგ (9 მოგება).ამ მომენტისათვის არსენ ვენგერის გუნდი პრემიერ ლიგის ცხრილში მესამე ადგილს იკავებს 63 ქულით და ყველანაირად ცდილობს ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს.ის უახლოეს მდევარს ლონდონის "ჩელსის" მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.ლონდონურ კლუბს მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო 5 მატჩი 4 მოგება და 1 ფრე აქვს "ევერტონის" წინააღმდეგ.ბოლო მატჩი "არსენალმა" 34-ე ტურში "ფულემის" წინააღმდეგ ითამაშა და მინიმალური სხვაობით 0-1 დაამარცხა მერტესაკერის გოლის წყალობით.ლონდონის "არსენალს" ამ მომენტისათვის მეტოქის კარებში 65 გოლი აქვს გატანილი ხოლო საკუთარ კარებში 35 გოლი აქვს გაშვებული.კლუბის ბომბარდირი ესპანელი კასორლა არის 12 ბურთით.არსენ ვენგერის გუნდი ეხლა ყველანაირად შეეცდება თავისი მეტოქის დამარცხებას სატურნირო მდგომარეობის მხრივ პოზიციების გასამყარებლად,მაგრამ მათ თამაში უწევთ მიმდინარე პრემიერ ლიგის ჩემპიონთან "მანჩესტერ იუნაიტედთან".

Arsenal VS Manchester United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე ინგლისი პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "ასტონ ვილას" დაუპირისპირდა და ჰოლანდიელი რობინ ვან პერსის 3 გოლის წყალობით სამ ბურთიანი უპირატესობით დაამარცხა.ამ გამარჯვებით სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მათემატიკური შანსებიც კი არ დაუტოვეს ჩემპიონობისთვის რობერტო მანჩინის "მანჩესტერ სიტის".პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეში მყოფი მანჩესტერული კლუბი უკვე მეოცე მატჩია თავის მეტოქეს გოლს უტანს.თუ შოტლანდიელი სპეციალისტის სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი მიმდნარე პრემიერ ლიგის დარჩენილ ყველა შეხვედრას მოიგებს,მაშინ "მანჩესტერ იუნაიტედი" ლონდონის "ჩელსის" რეკორდს გაიმეორებს და 95 ქულას დააგროვებს პრემიერ ლიგაში."მანჩესტერ იუნაიტედმა" 12 გასვლითი შეხვედრა მოიგო მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგაში,რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო 10 გასვლით შეხვედრაში არცერთი მატჩი არ წაუგია."მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი ბურთი აქვს გატანილი (78).მიმდინარე პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" 19 ფეხბურთელმა მოახერხა გოლის გატანა და 17 ფეხბურთელმა მოახერხა საგოლე გადაცემის გაკეთება,რაც ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ცოტა რამ გუნდებზე

Arsenal VS Manchester United - Preview

„არსენალი“ (ინგლ. Arsenal Football Club) — ინგლისის საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1886 წელს ჩრდილოეთ ლონდონში. კლუბი ინგლისის პრემიერ-ლიგაში გამოდის და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. „არსენალი“ ინგლისის 13-გზის ჩემპიონი, 10-ჯერ ასოციაციის თასის და ორჯერ ლიგის თასის მფლობელია. „არსენალი“ ერთადერთი ინგლისური გუნდია, რომელმაც პრემიერ-ლიგის სეზონი წაუგებლად ჩაატარა (2003-2004).
„არსენალი“ სტაბილურად მონაწილეობს ევროპულ სარბიელზეც. მოგებული აქვს ბაზრობათა თასი (1969-1970) და უეფა-ს თასების მფლობელთა თასი (1993-1994). ორჯერ არის ამ ტურნირის ფინალისტი (1979-1980, 1994-1995). გარდა ამისა გასულია უეფა-ს თასისა (1999-2000) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში (2005-2006).
„არსენალი“ 1886 წელს დაარსდა და ყველაზე სამხრეთული კლუბი იყო, რომელიც ფეხბურთის ლიგას შეუერთდა. პირველი მნიშვნელოვანი წარმატებები მეთოფეებმა 1930-იან წლებში მოიპოვეს, მოიგეს რა ინგლისის ჩემპიონობა 5-ჯერ და ასოციაციის თასი 2-ჯერ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „არსენალი“ გახდა მეორე ინგლისური კლუბი, რომელმაც შეასრულა დუბლი და მოიგო ინგლისის ჩემპიონობა და ასოციაციის თასი ერთ სეზონში (1970-1971). „არსენალის“ ყველაზე წარმატებული პერიოდი უკანასკნელი ოცი წელი გამოდგა და გახდა პირველი ლონდონური კლუბი, რომელმაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიაღწია (2006).
კლუბის ტრადიციული ფერი წითელი და თეთრია, რომელიც მთელი მისი ისტორიის განმავლობაში იცვლებოდა. ამასთან ერთად იცვლებოდა „არსენალის“ მდებარეობაც. თავდაპირველად გუნდი ლონდონის გარეუბან ვულვიჩში დაფუძნდა, 1913 წელს კი იგი სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონში გადავიდა. ამ დროიდან კლუბი ჰაიბერის სტადიონზე თამაშობდა, რომელიც 38,419 მაყურებელს იტევდა. 2006 წელს გაიხსნა ახალი არენა — ემირატები, რომელიც 60,355 გულშემატკივარს იტევს.

Arsenal VS Manchester United - Preview

მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი დაარსდა 1878 წელს ქალაქ მანჩესტერის უბან — ოლდ ტრაფორდში, (საგრაფო დიდი მანჩესტერი) როგორც, ნიუტონ ჰიტი. 1902 წელს კლუბს დაერქვა მანჩესტერ იუნაიტედი და სათამაშოდ გადავიდა სტადიონ ოლდ ტრაფორდზე.
იუნაიტედი ინგლისისა და ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ახლანდელმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც იუნაიტედში 1986 წლის ნოემბერში მოვიდა, გუნდს მოაგებინა 24 დიდი ტიტული. პრემიერლიგის დაარსების 1992 შემდეგ კი მანჩესტერმა რეკორდული რაოდენობის, 12 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯამში ინგლისის ჩემპიონი გუნდი 19–ჯერ გახდა. მანჩესტერ იუნაიტედს აგრეთვე 11–ჯერ აქვს მოგებული საფეხბურთო ასოციაციის თასი , რაც რეკორდული მაჩვენებელია.
1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედი, მეტ ბასბის ხელმძღვანელობით გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, დაამარცხა რა ფინალში ლისაბონის ბენფიკა , ანგარიშით 4–1. მეორედ კლუბმა ანალოგიურ წარმატებას მიაღწია 1999 წელს, მესამედ კი 2007–2008 წლების სეზონში.
1958 წლის 6 თებერვალს, მიუნხენში გუნდის თვითმფრინავი მოყვა ავიაკატასტროფაში, დაიღუპა 8 ფეხბურთელი და კლუბის პერსონალის დიდი ნაწილი.
„იუნაიტედი“ მსოფლიოს უმდიდრესი და ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია.2012 წლის ივლისს ფორბსის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით მანჩესტერი $2.23 მილიარდადაა შეფასებული და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ კლუბად ითვლება.1964–65 წლების სეზონის შემდეგ (2 სეზონის გარდა) ინგლისის მასშტაბით გუნდის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო ყველაზე მაღალი და საკლუბო მატჩებს შორის დღესაც პირველია.ეს გუნდი არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინგლისურ ფეხბურთში, რეკორდი აქვს დამყარებული და მოგებული აქვს პრემიერ ლიგის თასი 19-ჯერ, ასევე 11 FA Cups, 4 ლიგის თასი და 19 FA Community Shields. ასევე აქვს სამი ევროპის თასი, ერთი თასების-თასი, სუპერ თასი, ერთიც საკონტინენტთაშორისო თასი და კლუბის მსოფლიო თასი.

ურთიერთშეხვედრები

ეს ორი უდიდესი გუნდი ერთმანეთს სულ206 ჯერ დაუპირისპირდნენ.ურთიერთშეხვედრებიდან 79 მოგება "არსენალის" ანგარიშზე იწერება,91-ჯერ მოეახერა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონური კლუბის დამარცხება ხოლო 46 მატჩი ფრედ დასრულდა."მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო 11 მატჩში ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ 9 მოგება,ერთი წაგება და ერთი ფრე აქვს.ეს შეხვედრა იქნება რიგით 49-ე,სადაც სერ ალექს ფერგიუსონი და არსენ ვენგერი უპირისპირდებიან,სერ ალექსმა 22 მატჩი მოიგო ხოლო არსენ ვენგერმა - 15.

03.11.2012 Manchester United 2-1 Arsenal
22.01.2012 Arsenal 1-2 Manchester United
28.08.2011 Manchester United 8-2 Arsenal
01.05.2011 Arsenal 1-0 Manchester United
13.12.2010 Manchester United 1-0 Arsenal
31.01.2010 Arsenal 1-3 Manchester United
29.08.2009 Manchester United 2-1 Arsenal
16.05.2009 Manchester United 0-0 Arsenal
08.11.2008 Arsenal 2-1 Manchester United
13.04.2008 Manchester United 2-1 Arsenal
03.11.2007 Arsenal 2-2 Manchester United
21.01.2007 Arsenal 2-1 Manchester United
17.09.2006 Manchester United 0-1 Arsenal
09.04.2006 Manchester United 2-0 Arsenal
03.01.2006 Arsenal 0-0 Manchester United
01.02.2005 Arsenal 2-4 Manchester United
24.10.2004 Manchester United 2-0 Arsenal
28.03.2004 Arsenal 1-1 Manchester United
21.09.2003 Manchester United 0-0 Arsenal
16.04.2003 Arsenal 2-2 Manchester United
07.12.2002 Manchester United 2-0 Arsenal
08.05.2002 Manchester United 0-1 Arsenal
25.11.2001 Arsenal 3-1 Manchester United
25.02.2001 Manchester United 6-1 Arsenal
01.10.2000 Arsenal 1-0 Manchester United
24.01.2000 Manchester United 1-1 Arsenal
22.08.1999 Arsenal 1-2 Manchester United
17.02.1999 Manchester United 1-1 Arsenal
20.09.1998 Arsenal 3-0 Manchester United
14.03.1998 Manchester United 0-1 Arsenal
09.11.1997 Arsenal 3-2 Manchester United
19.02.1997 Arsenal 1-2 Manchester United
16.11.1996 Manchester United 1-0 Arsenal
20.03.1996 Manchester United 1-0 Arsenal
04.11.1995 Arsenal 1-0 Manchester United
22.03.1995 Manchester United 3-0 Arsenal
26.11.1994 Arsenal 0-0 Manchester United
22.03.1994 Arsenal 2-2 Manchester United
19.09.1993 Manchester United 1-0 Arsenal
24.03.1993 Manchester United 0-0 Arsenal
28.11.1992 Arsenal 0-1 Manchester United

ბოლო შეხვედრა "ემირეითზე"

Arsenal VS Manchester United - Preview

ეს ორი გუნდი "ემირეითზე" ბოლოს 2012 წლის 22 იანვარს დაუპირისპირდნენ.მატჩი ძალიან დაძაბულად მიმდინარეობა,მაგრამ საბოლოოდ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოახერხა გამარჯვება.პირველი გოლი "მანჩესტერ იუნაიტედის" მხირად რაიან გიგზის ჩაწოდების შემდეგ ანტონიო ვალენსიამ გაიტანა თავური დარტყმით.ამის შემდეგ რობინ ვან პერსიმ მოახერხა გათანაბრება ბოლოს კი შეხვედრას წერტილი დენი უელბეკმა დაუსვა.


სერ ალექსი მატჩის წინ

Arsenal VS Manchester United - Preview

დარჩენილი მატჩები
შოტლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მისი შეგირდები სერიოზულად ეკიდებიან სეზონის ბოლო დარჩენილ მატჩებს:"ასტონ ვილასთან" მატჩის შემდგომ კლუბის რამოდენიმე ფეხბურთელს მცირედი ტრავმები და დაზიანებები აღმოაჩნდათ. მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ "არსენალთან" ძლიერი შემადგენლობით ვითამაშებთ. ჩემპიონობის ადრე გაფორმების შემდეგ შენ შეიძლება მახეში გაება. რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ დავტკბეთ დარჩენილი თამაშებით და მოვდუნდეთ, მაგრამ ეს ჩვენი მხრიდან უპატივცემულობა იქნება სხვა კლუბებისადმი, რადგან ისინი ჯერ კიდევ არკვევენ, თუ ვინ რა პოზიციას დაჯერდებიან სატურნირო ცხრილში." - განაცხადა სერ ალექსმა manutd.com-თან.
მოწინააღმდეგე
"ამასთანავე "არსენალთან" და "ჩელსისთან" შერკინების ისტორია დამატებით სტატუს მატებს ამ შეხვედრას. ვიმედოვნებ, რომ კარგად გავართმევთ ჩვენს სამუშაოს თავს."
რობინ ვან პერსის დაბრუნება
"მე ეს არანაირად არ მაშინებს და არც ის მგონია, რომ ამაზე რობინმაც უნდა ინერვიულოს. სეზონის პირველ ნაწილში, "ოლდ ტრაფორდზე" მის მიამართ სტვენის ხმა ისმოდა. ვფიქრობ, რომ გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი ამას ისევ გააკეთებს კვირას."
"ვფიქრობ, რომ რობინმა "ასტონ ვილასთან" მატჩის შემდგომ გვაჩვენა თავისი ნამდვილი სახე, ის ყველაზე ბედნიერი იყო."
არსენ ვენგერი
"იუნაიტედთან" მატჩამდე არსენ ვენგერმა მოუწოდა თავის შეგირდებს კორედორი მოეწყოთ მოწინააღმდეგე გუნდისთვის და ღირსეულად დახვედრილიყვნენ რობინ ვან პერსის:"გამიხარდა, როდესაც არსენმა ეს განაცხადა. ასეთ სიტუაციაში ჩვენც ვიყავით რამოდენიმე წლის წინ და ტრადიციები არც ჩვენ არ დაგვირღვევია. ეს ყველა დიდმა კლუბმა უნდა გააკეთოს."

ბომბარდირები

Arsenal VS Manchester United - Preview

თეო უოლკოტი - ლონდონის "არსენალის" საუკეთესო ბომბარდირი არის.მას მიმდინარე სეზონში 18 გოლი აქვს გატანილი მიმდინარე სეზონში,აქედან 11 პრემიერ ლიგაში.ინგლისელმა ფეხბურთელმა მიმდინარე პრემიერ ლიგაში ლონდონური კლუბის მაისურით 28 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.28 შეხვედრიდან ის 8-ჯერ სათადარიგო სკამიდან შემოვიდა.თეო უოლკოტმა ბოლოს "ლივერპულის" გაუტანა იანვრის თვეში - ეს მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.ინგლისელ ფეხბურთელს უკვე მიმდინარე პრემიერ ლიგის ბოლო 10 მატჩის გოლი არ გაუტანია.საერთო ჯამში უოლკოს ამ მომენტისათვის პრემიერ ლიგაში 1924 წუთი აქვს ნათამაშები და 11 გოლი აქვს გატანილი.

რობინ ვან პერსი - "მანჩესტერ იუნაიტედისა" და პრემიერ ლიგის ბომბარდირი ამ მომენტისათვის ჰოლანდიელი რობინ ვან პერსი არის 24 ბურთით,რომელიც "წითელი ეშმაკების" რიგებს მიმდინარე სეზონში შემოურთდა სწორედ ლონდონის "არსენალიდან".ჰოლანდიელს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 3 ბურთი აქვს გატანილი.რობინ ვან პერსიმ მიმდინარე პრემიერ ლიგაში 34 მატჩი ჩაატარა,აქედან 31-ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო ხოლო 3-ჯერ სათადარიგო სკამიდან შემოვიდა.საერთო ჯამსი რობინ ვან პერსის ამ მომენტისათვის პრემიერ ლიგასი "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 2763 წუთი აქვს ნათამაშები და 24 გოლი აქვს გატანილი.

Head to Head

Arsenal VS Manchester United - Preview

Last Five Matches

Arsenal VS Manchester United - Preview

PROBABLE LINEUPS

Arsenal VS Manchester United - Preview

მატჩის წინ
24 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
27 აპრილი 2013 11:50
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
იმედია მოვიგებთ... gun2 პრევიუც მგონი კარგი გამოვიდა mocking2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: I L C
27 აპრილი 2013 11:57
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
UTD-Rule,
როგორც ყოველთვის მაგარიაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: Vodafone
27 აპრილი 2013 12:05
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
sagol avtor, rogorc yoveltvis saintereso da srulkopilia.

unda movigot aucileblad da velodebi derepaans :D
0
№4
ავტორი: Luka Gelashvili
27 აპრილი 2013 12:17
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ დათო ))
სქოულზი არაა ფუიიი...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№5
ავტორი: ლადო
27 აპრილი 2013 12:35
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ დავით, როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ, სმნ....

იმედია სქოულზი მეორე ტაიმს მაინც ითამაშებს, მომენატრა ჩვენი რიჟიკა
0
№6
ავტორი: BERDI
27 აპრილი 2013 12:52
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ საღოლ უნდა გადავახეთქოთ ბურთი თავზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№7
ავტორი: Jubo
27 აპრილი 2013 13:00
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ურთიერთშეხვედრებს გადახედეთ, ბოლო 21 შეხვედრიდან 4 აქვს არსენალს მოგებული
არამგონია მოვიგოთ, არსენალისთვის ბევრს ნიშნავს ამ თამაშში ასაღები 3 ქულა ჩვენგან განსხვავებით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№8
ავტორი: love united
27 აპრილი 2013 13:03
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ძაან მაგარი პრევიუა!..ყოჩაღ დათო...
0
№9
ავტორი: Ví Ví
27 აპრილი 2013 13:20
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
uechveli vigeeeeeeeeeeeeeebt
0
№10
ავტორი: Count Alucard
27 აპრილი 2013 13:24
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
თასს როდის აწევენ? ბოლო თამაშში? თუ ჩელსის წინაშე ოლდზე? lol
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top