"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა წინასამატჩო პრესკომფერენცია გამართა.შეგახსნებთ შაბათს გაიმართება პრემიერ ლიგის მატჩი სადაც "წითელი ეშმაკები" ოლდ ტრაფორდზე "სტოკ სიტის" უმასპინძლებს.
ნაკრებში გამოძახებულ მოთამაშეებზე "ყველა მოთამაშე,რომელიც თავის ნაკრებს ეხმარებოდა ამ კვირას უკვე დაბრუნდა.სასიხარულია,რომ არავინ დაშავებულა.როგორც წესი ყოველთვის ნაკრებიდან რომელიმე ფეხბურთელი დაშავებული ბრუნდებოდა,მაგრამ ეხლა ესე არ მოხდა და ეს სასიხარულოა."
სერ ალექსი ეშლი იანგის შესახებ. "ეშლი იანგმა უკვე მოიშუშა ტრავმა და ის მზად არის ჩვენს დასახმარებლად.ეშლი ისევ გააგრძელებს გარემარბის პოზიციაზე თამაშს.ის შესანიშნავი მოთამაშეა.მან 10 გოლის გატანა მოახერხა წინა სეზონში.ის ყოველ მატჩში პროგრესირებს და იმედი მაქვს ის დაგვეხმარება."
სერ ალექს ფერგიუსონი ტრავმირებულებზე. "სიახლეები ტრავმირებულებზე დღითი დღე უმჯობესდება.უკვე დიდი ხანია დაბრუნდა ფლეტჩერი.ნიკ პაუელი,ტომ ქლევერლი და ანდერსონი,ისინი კარგ ფორმაში არიან და იმედი მაქვს მათ ფლეტჩერი დაეხმარება.ნახევარდაცვაში მე დიდი არჩევანი მაქვს და ამის შესახებ ფიქრი მომიწევს."
ფერგი რასიზმზე "მე არანაირად არ ვარ რასისზმის მომხრე.მე უკვე ველაპრაკე რიოს ამ საკითხის შესახებ და იმედი მაქვს იგივე ინციდენტი არ განმეორდება."