თბილისი:
მანჩესტერი:
26-04-2013, 22:37
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2238,
კომენტარები: 8
სერ ალექსი "არსენალთან" მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "არსენალთან" მატჩის წინ წინა-სამატჩო პრესკონფერენცია გამართა...
სერ ალექსი
დარჩენილი მატჩები


შოტლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მისი შეგირდები სერიოზულად ეკიდებიან სეზონის ბოლო დარჩენილ მატჩებს:"ასტონ ვილასთან" მატჩის შემდგომ კლუბის რამოდენიმე ფეხბურთელს მცირედი ტრავმები და დაზიანებები აღმოაჩნდათ. მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ "არსენალთან" ძლიერი შემადგენლობით ვითამაშებთ. ჩემპიონობის ადრე გაფორმების შემდეგ შენ შეიძლება მახეში გაება. რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ დავტკბეთ დარჩენილი თამაშებით და მოვდუნდეთ, მაგრამ ეს ჩვენი მხრიდან უპატივცემულობა იქნება სხვა კლუბებისადმი, რადგან ისინი ჯერ კიდევ არკვევენ, თუ ვინ რა პოზიციას დაჯერდებიან სატურნირო ცხრილში." - განაცხადა სერ ალექსმა manutd.com-თან.

მოწინააღმდეგე


"ამასთანავე "არსენალთან" და "ჩელსისთან" შერკინების ისტორია დამატებით სტატუს მატებს ამ შეხვედრას. ვიმედოვნებ, რომ კარგად გავართმევთ ჩვენს სამუშაოს თავს."

რობინ ვან პერსის დაბრუნება


"მე ეს არანაირად არ მაშინებს და არც ის მგონია, რომ ამაზე რობინმაც უნდა ინერვიულოს. სეზონის პირველ ნაწილში, "ოლდ ტრაფორდზე" მის მიამართ სტვენის ხმა ისმოდა. ვფიქრობ, რომ გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი ამას ისევ გააკეთებს კვირას."

"ვფიქრობ, რომ რობინმა "ასტონ ვილასთან" მატჩის შემდგომ გვაჩვენა თავისი ნამდვილი სახე, ის ყველაზე ბედნიერი იყო."

არსენ ვენგერი


"იუნაიტედთან" მატჩამდე არსენ ვენგერმა მოუწოდა თავის შეგირდებს კორედორი მოეწყოთ მოწინააღმდეგე გუნდისთვის და ღირსეულად დახვედრილიყვნენ რობინ ვან პერსის:"გამიხარდა, როდესაც არსენმა ეს განაცხადა. ასეთ სიტუაციაში ჩვენც ვიყავით რამოდენიმე წლის წინ და ტრადიციები არც ჩვენ არ დაგვირღვევია. ეს ყველა დიდმა კლუბმა უნდა გააკეთოს."

წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
26 აპრილი 2013 22:42
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ტიტული ხო გავიფორმეთ მაგრამ მაინც მგონია რომ ამათ გავანადგურებთ
0
№2
ავტორი: Jubo
26 აპრილი 2013 22:45
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ბოლო 15 თამაშიდან არსენალს იუნაიტედთან 2 ჯერ აქვს მოგებული. გავაგრძელებთ ტრადიციას იმედია manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№3
ავტორი: UTD-Rule
26 აპრილი 2013 22:53
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ვნახოთ ვან პერსი რას იზამს...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: love united
26 აპრილი 2013 22:54
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
vnaxot,mgoniarom didat tavs ar moiklaven..imedia karh tamashs gvachveneben
0
№5
ავტორი: Amerigo
26 აპრილი 2013 23:33
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
ვნახოთ ვნახოთ!
0
№6
ავტორი: Amanda Seyfried
27 აპრილი 2013 00:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მიდით, სანახაობა მაჩვენეთ
0
№7
ავტორი: red devil
27 აპრილი 2013 06:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Lado Ghonghadze,
arsenali ligaze gasasvlelad ibrdzvis ar dagaviwydes da magrad iyomareben
0
№8
ავტორი: Shako Jones
27 აპრილი 2013 10:28
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
რობინ გაიტანა და აღნიშნე belay angry
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top