უკვე ბევრი ინგლისური წყარო წერს, რომ ამ ზაფხულს "იუვენტუსი" ნანის შეძენას შეეცდება.
წინა წლის ოქტომბერში ნანიმ არ ისურვა ახალი კონტრაქტისთვის ხელი მოეწერა, მიზეზი კი ხელფასის არ მომატება გახლდათ. იტალიური კლუბი მზად არის გარემარბს კვირაში 130 000 გადაუხადოს. "იუნაიტედმა" უკვე უარყო "პსჟ"_ს წინადადება. ფრანგები ნანიში მხოლოდ 10 მილიონ ფუნტს იხდიდნენ.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ნანის. იგი ძალიან საინტერესო მოთამაშეა და შესაძლოა ჩვენი პროექტის ნაწილიც გახდეს"._ასეთი განცხადება გააკეთეს იტალიური კლუბის წარმომადგენლებმა.