ჯონი ევანსი აღფრთოვანებულია ''რობინ ვან პერსით რომელმაც ''ასტონ ვილასთან'' სამი ბურთის გატანა მოახერხა და კიდევ ერი ჰეთრიკი ჩაიწერა წითელი მაისურით.
''რობინი არის შესანიშნავი ის შესანიშნავ სეზონს ატარებს მისი შესრულების ხარისხი ნამდვილად დიდია. ის ყოველთვის მომართულია გოლის გატანაზე და თუ მან ეს ვერ შეძლო იმის და მიუხედავად, რომ გუნდმა გამარჯვება მოიპოვა ის მაინც გულნატკენი ტოვებს მოედანს.ნამდვილად საამაყოა ის ფაქტიც, რომ რობინმა ''მანჩესტერში'' აიღო პირველი ''პრემიერ ლიგის'' მედალი და ალბათ სწორედ ამიტომ გადმოვიდა ის ჩვენს გუნდში''-განუცხადა ევანსმა manutd.com-ს. და მან ასევე აღნიშნა,რომ რობინს საპატიო ადგილი უჭირავს ''უნაიტედში''.
ევანსმა ასევე აღნიშნა და ყურადღება გაამახვილა იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე რომლებისთვისაც ეს ტიტული პირველი იყო და უდიდესი სიხარული გამოხატა იმაზე, რომ ახალგარდებში ჩემპიონობის ფასი გაიზარდა და ისინი ახლაუფრო მეტად არიან ჩემპიონობას მოწყურებულები ვიდრე აქამდე იყვნენ.
''მე ვიმედოვნებ, რომ ეს სიახარული მომავალ წლებშიც გვექნება''-დაასრულა ევანსმა.