რობინ ვან პერსის მანჩესტერში გადმოსვლის შემდეგ, გაჩნდა კითხვა თუ რა ელოდებოდა ახალგაზრდა მექსიკელს ჰავიერ ერნანდეს მანჩესტერში. თუმცა, სატრანსფერო ფანჯარის გახსნამდე რამოდენიმე თვეა დარჩენილი, ერნანდესის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსები კი მცირდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერნანდესი იტალიის ფიორენინას დაუკავშირდა, იმის გამო რომ მის მომავალს მანჩესტერში კარგი პირი არ უჩანს. როგორც იტალიური წყარო იუწყება, ჩიჩარიტომ შესაძლოა გუნდი იანვარში დატოვოს. ფიორენტინას დიდი გასაჭირი აქვს თავდამსხმაში, მათ უნდოდათ დიმიტარ ბერბატოვი შეეძინათ მანჩესტერიდან, მაგრამ წარუმატებლობის შემდეგ, გუნდი ცდილობს იუნაიტედის ახალგაზრდა მექსიკელი ფორვარდის შეძენას. თუ ჩიჩა გუნდს დატოვებს და ფიორენტინაში გადავა, მაშინ მას გარანტირებული აქვს ადგილი ძირითად შემადგენლობაში.
ფიორენტინას გარდა ჩიჩარიტოთი ასევე ინტერესადებიან, რეალ მადრიდი, პორტო, დორტმუნდი და არსენალი.