"მანჩესტერ იუნაიტედი" და მადრიდის "რეალი" 16 წლის ფეხბურთელით არიან დაინტერესებულები. ხორვატი გამთამაშებელი ალან იელილოვიჩი ამჟამად "დინამო ზაგრებში" ირიცხება და მისი მაისურით, პირველ გუნდში მხოლოდ ერთი ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული. "რეალმა" "ზაგრებს" უკვე გაუკეთა 6 მილიონიანი შეთავაზება, რაზეც კლუბისგან უარი მიიღო. ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, გააკეთა თუ არა მაურინიომ მორიგი შეთავაზება ხორვატი ვუნდერკინდისთვის. რა თქმა უნდა სერ ალექს ფერგიუსონს შეუმჩნეველი არ დაუტოვებია ეს ფეხბურთელი. ისიც მაურინიოს მსგავსად იჩენს ინტერესს ალანის მიმართ, თუმცა ცნობილი არ არის, გააკეთა თუ არა ფერგუსონმა შეთავაზება მის გადმოსაბირებლად. სერ ალექსს ხომ არაერთი ფეხბურთელი აღმოუჩენია და შემდეგ თავის კლუბში განუვითარებია. ბოლო წლებში ამის საუკეთესო მაგალითად რაველ მორისონი და პოლ პოგბა შეიძლება ჩაითვალოს, რომლებმაც სამწუხაროდ კლუბი ნაადრევად დატოვეს. იელალოვიჩს ხშირად ადარებენ ლიონელ მესის, "სამეფო კლუბის" მიერ გამოჩენილი ინტერესის შემდეგ კი ლუკა მოდრიჩსაც მიამგვანეს. "იუნაიტედი" და "რეალი" ხომ სწორედ მოდრიჩისთვის იბრძოდნენ ზაფხულის სატრანსფერი ფანჯარაზე. ახლა კი მათი დავის საკითხი ეს უნიჭიერესი ფეხბურთელი გახდა...