თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2013, 07:49
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 1788,
კომენტარები: 23
Manchester United VS Aston Villa - Preview
"მანჩესტერ იუნიატედი" - "ასტონ ვილა" - პრევიუ
Manchester United VS Aston Villa - Preview
"მანჩესტერ იუნიატედი" - "ასტონ ვილა" - პრევიუ

სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი",მანჩესტერი
მონაცემი: პრემიერ ლიგა,34-ე ტური
მსაჯი: ანთონ ტეილორი
თარიღი: ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 23:00, (ჩვენი დროით)

Manchester United VS Aston Villa - Preview

Manchester United VS Aston Villa - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ეშლი იანგი,პოლ სქოულზი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: De Gea, Lindegaard, Rafael, Smalling, Jones, Vidic, Ferdinand, Evans, Evra, Buttner, Nani, Valencia, Powell, Carrick, Anderson, Cleverley, Giggs, Kagawa, Van Persie, Rooney, Hernandez, Welbeck.
მთავარი მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი

"მანჩესტერ იუნიატედს" სეზონის ბოლომდე ტრავმის გამო ვეღარ დაეხმარება ინგლისელი ვინგერი ეშლი იანგი ხოლო რაც შეეხება "წითელი ეშმაკების" ვეტერან ნახევარმცველს პოლ სქოულზს ის აგრძელებს დაზიანებული მუხლის მკურნალობას და სულ მალე მოახერხებს გუნდის დახმარებას.

Manchester United VS Aston Villa - Preview

"ასტონ ვილა"
ტრავმირებულები: კრის ჰერდი,გარი გარდნერი,რიჩარდ დანი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: Guzan, Given, Lowton, Vlaar, Clark, Lichaj, Stevens, Baker, Bennett, Sylla, El Ahmadi, Ireland, Westwood, Dawkins, N'Zogbia, Bannan, Holman, Benteke, Agbonlahor, Bent, Bowery, Weimann.
მთავარი მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

"ასტონ ვილას" მთავარ მწვრთნელს პოლ ლამბერს იმედი აქვს,რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ მატჩს კარგ ფორმაში შეხვდება გაბრიელ ანგბოლაჰორი,რომელმაც სულ ეხლახანს მოიშუშა მუხლის ტრავმა.

გუნდების ფორმა

Manchester United VS Aston Villa - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე ინგლისი პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.ამ მომენტისთვის სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდები ცხრილის სათავეში იმყოფებიან 13 ქულიანი უპირატესობით,მაგრამ უახლოეს მდევარს "მანჩესტერ სიტის" ერთი თამაში რეზერვში აქვს."წითელმა ეშმაკებმა" ბოლო 24 შეხვედრიდან,რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" გამართეს 21 მოიგეს,2 წააგეს და ერთი ფრედ დასრულდა.სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდები უკვე 65-ე საშინაო მატჩია თავის მეტოქეს გოლს უტანს დაწყებული 2009 წლის დეკემბრიდან "ასტონ ვილას" წინააღმდეგ."მანჩესტერ იუნაიტედს" ტიტულის მოსაპოვებლად ოფიციალურად ბოლო 5 მატჩიდან 6 ქულის მოპოვება სჭირდება."წითელ ეშმაკებს" ბოლო ხუთ მატჩს 3 გამარჯვება,ერთი ფრე და ერთი წაგება აქვს."მანჩესტერ იუნაიტედი" შეეცდება რაც შეიძლება მალე გაიფორმოს ტიტული ოფიციალურად,სწორედ ამიტომ ორშაბათს მათ "ასტონ ვილას" დამარცხება მოუწევთ "ოლდ ტრაფორდზე".

Manchester United VS Aston Villa - Preview

"ასტონ ვილა" მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-17 ადგილს იკავებს 34 ქულით და მხოლოდ 3 ქულით უსწრებს "უიგანს",რომელიც დასაქვეითებელ ზონაში იმყოფება.გუნდი ბოლო ტურში "ვილა პარკზე" "ფულემს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშეს."ასტონ ვილას" მიმდინარე პრემიერ ლიგაში 33 მატჩიდან მხოლოდ და მხოლოდ 8 თამაში აქვს მოგებული.ამ ეტაპისთვის "ასტონ ვილამ" პრემიერ ლიგაში თავის მეტოქეს 36 გოლი გაუტანა ხოლო საკუთარ კარებში 60 გაუშვა.ბოლო 5 მატჩში გუნდს 3 მოგება,1 ფრე და 1 წაგება აქვს."ასტონ ვილა" ყველანაირად შეეცდება პრემიერ ლიგიში დარჩენას,სწორედ ამიტომ მათ "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება მოუწევთ.

ცოტა რამ გუნდებზე

Manchester United VS Aston Villa - Preview

მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი დაარსდა 1878 წელს ქალაქ მანჩესტერის უბან — ოლდ ტრაფორდში, (საგრაფო დიდი მანჩესტერი) როგორც, ნიუტონ ჰიტი. 1902 წელს კლუბს დაერქვა მანჩესტერ იუნაიტედი და სათამაშოდ გადავიდა სტადიონ ოლდ ტრაფორდზე.
იუნაიტედი ინგლისისა და ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ახლანდელმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც იუნაიტედში 1986 წლის ნოემბერში მოვიდა, გუნდს მოაგებინა 24 დიდი ტიტული. პრემიერლიგის დაარსების 1992 შემდეგ კი მანჩესტერმა რეკორდული რაოდენობის, 12 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯამში ინგლისის ჩემპიონი გუნდი 19–ჯერ გახდა. მანჩესტერ იუნაიტედს აგრეთვე 11–ჯერ აქვს მოგებული საფეხბურთო ასოციაციის თასი , რაც რეკორდული მაჩვენებელია.
1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედი, მეტ ბასბის ხელმძღვანელობით გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, დაამარცხა რა ფინალში ლისაბონის ბენფიკა , ანგარიშით 4–1. მეორედ კლუბმა ანალოგიურ წარმატებას მიაღწია 1999 წელს, მესამედ კი 2007–2008 წლების სეზონში.
1958 წლის 6 თებერვალს, მიუნხენში გუნდის თვითმფრინავი მოყვა ავიაკატასტროფაში, დაიღუპა 8 ფეხბურთელი და კლუბის პერსონალის დიდი ნაწილი.
„იუნაიტედი“ მსოფლიოს უმდიდრესი და ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია.2012 წლის ივლისს ფორბსის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით მანჩესტერი $2.23 მილიარდადაა შეფასებული და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ კლუბად ითვლება.1964–65 წლების სეზონის შემდეგ (2 სეზონის გარდა) ინგლისის მასშტაბით გუნდის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო ყველაზე მაღალი და საკლუბო მატჩებს შორის დღესაც პირველია.ეს გუნდი არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინგლისურ ფეხბურთში, რეკორდი აქვს დამყარებული და მოგებული აქვს პრემიერ ლიგის თასი 19-ჯერ, ასევე 11 FA Cups, 4 ლიგის თასი და 19 FA Community Shields. ასევე აქვს სამი ევროპის თასი, ერთი თასების-თასი, სუპერ თასი, ერთიც საკონტინენტთაშორისო თასი და კლუბის მსოფლიო თასი.

Manchester United VS Aston Villa - Preview

საფეხბურთო კლუბი ასტონ ვილა შექმნილი იქნა 1874 წლის მარტში. მათ შემქმნელებად ითვლებიან; ჯეკ ხიუზი, ფრედერიკ მეთიუზი, ვოლტერ პაიცი და უილიამ სკატერგუდი. თავისი პირველ გამარჯვება კი კლუბმა მოიპოვა <ასტრონ ბრუკ სენტ-მერისში>. თამაშის წესებით პირველ ტაიმში გუნდები თამაშობდნენ რაგბის წესებით, ხოლო მეორე ტაიმში ფეხბურთის წესებით. მალევე ასტონ ვილა გახდა, ერთ-ერთი უზლიერესი გუნდი მიდლენცის, თავისი პირველი თასის მოგებით, ასევე 1880 წელს ბირმინგემის თასის მოგებით. ამ გუნდის კაპიტანი იყო შოტლანდიელი ჯორჯ რემზი.1887 წელს გუნდმა თავისი პირველი ინგლისის თასი მოიგო. იმ წლებში ასტონ ვილას კაპიტანი სახელოვანი არჩი ხანტერი იყო. ასტონ ვილა იყო ერთ-ერთი წარმატებული კლუბი ვიქტორიანულ ეპოქაში, 5_ჯერ ზედიზედ პრემიერ ლიგის მოგება და 3_ჯერ ინგლისის თასი. 1897 წელს კი გაიფორმეს დუბლი და მოიგეს, როგორც ინგლისის პრემიერ ლიგა ასევე ინგლისის თასი. იმავე წელს კლუბმა გამართა საშინაო მატჩები ახალ სტადიონზე ასტონ ლოუერს გრანდცზე, რომელიც ცნობილი იყო ვილა პარკის სახელით.1920 წელს ასტონ ვილამ მოიგო მისი მეექვსე ინგლისის თასი. ამის შემდეგ კი დაიწყო დაღმასვლა. 1936 წელს კლუბი ისტორიის განმავლობაში პირველად გადავიდა მეორე დივიზიონში, მთავარ სისუსტედ დასახელდა ცუდი თამაში დაცვაში; გუნდმა გაუშვა 110 გოლი 42 თამაშში, აქედან 7 გოლი გაიტანა ტედ დრეიკმა ცნობილ თამაშში რომელიც 14 დეკემბერს 1935 წელს მოხდა, როდესაც არსენალმა გაამანადგურებელი ანგარიშით სძლია ასტონ ვილას ანგარიშით 1:7 <ვილა პარკის> სტადიონზე. როგორც სხვა გუნდები ასტონ ვილასაც არ უთამაშია მეორე მსოფლიო ომის დროს შვიდი სეზონი, ასევე დაკარგა რამოდენიმე მოთამაშე ომში. ომის შემდეგ გუნდის ხელახლად შექმნა ითავა ალექს მესსიმ, რომელცი გახდა მთავარი მწვრთნელი კლუბის. 1956/57 ასტონ ვილამ მოიგო მისი პირველი თასი 37 წლის შემდეგ. ორი სეზონის შემდეგ ვილა კვლავ გადავიდა მეორე დივიზიონში. ხოლო 1960 წელს კლუბი ჯო მერსერის ხელმძღვანელობით დაბრუნდა პრემიერ ლიგაში და მოიგო კიდეც შემდეგ სეზონში პრემიერ ლიგა. მერსერის წასვლის შემდეგ დაიწყო დაღმასვლა 1964 წელს. ყველაზე ტიტულოვან გუნდი ისევ გადავარდა მეორე დივიზიონში 1967 წელს.1980/81 წლის სეზონში ასტონ ვილამ მოიგო პრემიერ ლიგა თავის ისტორიაში ბოლოჯერ მეშვიდედ. რონ სონდერსმა უთანხმოების გამო, დატოვა კლუბი ისეთ მომენთში როდესაც გუნდი იყო ევროპის თასის მეოთხედფინალში, მისი ადგილი კი დაიკავა მისმა ასისტენტმა ტონი ბარტონმა, რომელმაც გუნდი გაიყვანა ფინალში, სადაც ასტონ ვილამ დაამარცხა ბავარია შემდეგ სეზონში კი გუნდმა მოიპოვა უეფის სუპერთასი, ფინალში მათ ბარსელონას ძლიეს.2010 წლელს გუნდი დატოვა მარტინ ო’ნილმა. ამავე წლის სექტემბერში გუნდს სათავეში ჩაუდგა ზერარ ულიე. 2011 წლის 1 ივნისს ულიემ დატოვა თავისი თანამდებობა, მისი ადგილი კი დაიკავა ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ბირმინგემ სიტის ალექს მაკლიშმა, მასობრივი პროტესტების მიუხედავად ხალხისა ის მაინც დაინიშნა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მწვრთნელმა ბირმინგემ სიტის პირდაპირ დაიკავა ადგილი ასტონ ვილაში. მაკლიშმა თანამდებობაზე დაყო მხოლოდ თერთმეტი თვე, და გუნდი მეთექვსმეტედ ფინალში მიიღეს მონაწილეობა და 2 ქულით გადარჩნენ პრემიერ ლიგიდან გავარდნას. 2 ივლის 2012 წლის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა პოლ ლემერტი.

ურთიერთშეხვედრები

ეს ორი გუნდი სულ 178-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს."ასტონ ვილამ" 49 მატჩის მოგება შეძლო,"წითელმა ეშმაკებმა" 92 მატჩის ხოლო 38 მატჩი ფრედ დასრულდა."მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ "ასტონ ვილამ" ბოლო 37 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგება შეძლო,9 ფრედ დასრულდა ხოლო 24 "წითელი ეშმაკების" გამარჯვებით დასრულდა."ვილა პარკზე" "მანჩესტერ იუნაიტედმა სულ 12-ჯერ მოიგო.ამ მაჩვენებლით გუნდი მეორე ადგილსაა,რადგან "ევრტონს" ამავე მოედანზე 14 მატჩი აქვს მოგებული.ამ ორი გუნდის ბოლო 6 შეხვედრაში 4-ჯერ "ასტონ ვილამ" გახსნა თამაშში ანგარიში,მაგრამ ისინი მაინც ვერ ახერხებდნენ გამარჯვების მოპოვებას.ასეთივე იყო მიმდინარე პრემიერ ლიგის პირველ წრეში "ვილა პარკზე" დაპირისპირება,სადაც "ასტონ ვილა" ორ ბურთიანი სხვაობით იბებდა,მაგრამ ხავიერ ერნანდესის გოლების წყალობით "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვება მოახერხა.

10.11.2012 Aston Villa 2-3 Manchester United
15.04.2012 Manchester United 4-0 Aston Villa
03.12.2011 Aston Villa 0-1 Manchester United
01.02.2011 Manchester United 3-1 Aston Villa
13.11.2010 Aston Villa 2-2 Manchester United
10.02.2010 Aston Villa 1-1 Manchester United
12.12.2009 Manchester United 0-1 Aston Villa
05.04.2009 Manchester United 3-2 Aston Villa
22.11.2008 Aston Villa 0-0 Manchester United
29.03.2008 Manchester United 4-0 Aston Villa
20.10.2007 Aston Villa 1-4 Manchester United
13.01.2007 Manchester United 3-1 Aston Villa
23.12.2006 Aston Villa 0-3 Manchester United
17.12.2005 Aston Villa 0-2 Manchester United
20.08.2005 Manchester United 1-0 Aston Villa
22.01.2005 Manchester United 3-1 Aston Villa
28.12.2004 Aston Villa 0-1 Manchester United
15.05.2004 Aston Villa 0-2 Manchester United
06.12.2003 Manchester United 4-0 Aston Villa
15.03.2003 Aston Villa 0-1 Manchester United
26.10.2002 Manchester United 1-1 Aston Villa
23.02.2002 Manchester United 1-0 Aston Villa
26.08.2001 Aston Villa 1-1 Manchester United
20.01.2001 Manchester United 2-0 Aston Villa
26.12.2000 Aston Villa 0-1 Manchester United
14.05.2000 Aston Villa 0-1 Manchester United

ბოლო მატჩი "ოლდ ტრაფორდზე"

Manchester United VS Aston Villa - Preview

ეს ორი გუნდი ერთმანეთს "ოლდ ტრაფორდზე" 2012 წლის 15 აპრილს დაუპირისპირდნენ.შეხვედრა,როგორც მოსალოდნელი იყო "წითელი ეშმაკების" უპირატესობით წარიმართა.ანგარიში მატჩის პირველ ნახევარში 7-ე წუთზე უეინ რუნიმ გახსნა პენალტით.ამის შემდეგ უპირატესობა ორამდე დენი უელბეკმა გაზარდა პირველი ტაიმის მიწურულს.მესამე გოლი ასევე უეინ რუნიმ გაიტანა ხოლო მატჩს წერტილი შესანიშნავი კომბინაციით ლუიშ ნანიმ დაუსვა.საბოლოო ანგარიში 4:0.


სერ ალექსი მატჩის წინ

Manchester United VS Aston Villa - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ასტონ ვილასთან" მატჩის წინ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

შემადგენლობა
შოტლანდიელი სპეციალისტი სერ ალექს ფერგიუსონი მოხარულია იმით,რომ გუნდის არცერთ ფეხბურთელს ტრავმა არ მიუღია "ვესტ ჰემთან".მან განაცხადა,რომ ორშაბათს "ასტონ ვილასთან" მატჩს მისი გუნდი ძლიერი ძალებით შეხვდება.
"ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგ ჩვენი რამდენიმე ფეხბურთელი ძლიერ იყო დაჟეჟილი,მაგალითად ნემანია ვიდიჩი,რომელმაც მცირე დაზიანები ენდი ქეროლთან შეჯახების დროს მიიღო,მაგრამ საბედნიეროდ არცერთ ჩვენს მოთამაშეს ტრავმა არ მიუღია,ასე,რომ ჩვენ შემდეგ მატჩს სრული ძალებით შევხვდებით.ოთხშაბათს "ვესტ ჰემთან" ჩვენ ძალიან რთული თამაში გვქონდა,იმის მიუხედავად,რომ ორჯერ ვაგებდით მაინც მოვახერხეთ ერთი ქულის აღება.ბოლო 20 წუთში ჩვენ გვქონდა გოლის გატანის საშუალება,მაგრამ სამწუხაროა,რომ ეს ვერ მოვახერხეთ." განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.
მატჩების მნიშვნელობა
"წითელი ეშმაკების" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ პრემიერ ლიგის ბოლო მატჩები ყოველთვის მნიშნელოვანია,რადგან სწორედ ამ მატჩებით წყდება ბედი.
"ამ მომენტისთვის ყველა მატჩი ძალიან მნიშნელოვანია,რადგან მიმდინარე პრემიერ ლიგა დასასრულს მიუახლოვდა.ჩვენ მხოლოდ წარმატებაზე ვფიქრობ.იმედი მაქვს ჩვენ შევძლებთ "ასტონ ვილას" დამარცხებას."
უეინ რუნი
"პარის სენტ ჟერმინის" პრეზინდენტის მრჩეველმა მიშელ მოულინმა განაცხადა,რომ უეინ რუნი მომავალ წელს პარიზული კლუბის მაისურს მოირგებდა,მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ ამ ინფორმაციას არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
"არამგონია ამ ინფორმაციას რაიმე საფუძველი გააჩნდეს.ეს ყველაფერი უბრალოდ ჩვეულებრივი ჭორია."ვესტ ჰემთან" მატჩში მე გადავწყვიტე უეინ რუნის შეცვლა და მის მაგივრად შინჯი კაგავას მოედანზე დატოვება,რადგან კაგავა უფრო დამაჯერაბლად გამოიყურებოდა მოედანზე.იმის მიუხედავად,რომ უეინ რუნი ნამდვილად ვერ ატარებს საუკეთესოს სეზონს,იყო მატჩები,სადაც მან თავისი პროფესიონალიზმი გვაჩვენა."
შინჯი კაგავა
"ვესტ ჰემთან" მატჩში შინჯი კაგავას შეცვლა უფრო ადრე მინდოდა,მაგრამ მან ძალიან მომაწონა თავის მეორე გოლის ეპიზოდში.მე მინდოდა მის მაგვრად ჩიჩარიტოს შემოყვანა მოედანზე,რაც განვახორციელე კიდევ,ოღონდ ცოტათი გვიან.ჩიჩარიტო არის ისეთი ფეხბურთელი,რომელსაც შეუძლია ჩვეულებრივი მომენტიდან გოლი გაიტანოს,სწორედ ის გვჭირდებოდა ჩვენ მოედანზე,რაც შეეხება კაგავას მას ბრწყინვალე ბურთის ფლობის უნარი აქვს,შეუძლია სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და არის ძალიან ტექნიკური."
ეშლი იანგი
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა დაადასტურა ის ფაქტი,რომ "წითელი ეშმაკების" ინგლისელი ვინგერი ეშლი იანგი ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.
"სამწუხაროა,რომ ეშლი იანგი სეზონის ბოლომდე ვეღარ დაგვეხმარება.ეს ნამდვილად ცუდი ამბავია.თავიდან გვეგონა,რომ ის ორ-სამ კვირაში შეძლებდა გამომჯამრთელებას,მაგრამ ექიმებმა დაადასტურეს,რომ ის სეზონის ბოლომდე ვეღარ დაგვეხმარება."

ბომბარდირები

Manchester United VS Aston Villa - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედის" ბომბარდირი მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელი ფორვარდი რობინ ვან პერსი არის,რომელსაც პრემიერ ლიგაში 21 გოლი აქვს გატანილი ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 3 გოლი.ამ მომენტისთვის რობინ ვან პერსი მიმდინარე პრემიერ ლიგის ბომბარდირების ცხრილში ერთი ბურთით "ლივერპულის" ურუგვაელ ლუის სუარეზს ჩამორჩება,რომელსაც 22 გოლი აქვს გატანილი.ჰოლანდიელ ფეხბურთელს მიმდინარე პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 33 მატჩი აქვს ჩატარებული,ამ მატჩებიდან მხოლოდ და მხოლოდ 3-ჯერ შემოვიდა ის სათადარიგო სკამიდან.რობინ ვან პერის საერთო ჯამში 2673 წუთი დაუგროვდა ნათამაშები.
რაც შეეხება "ასტონ ვილას" ბომბარდირის,ეს არის ახალგაზრდა ბელგიელი კრისტიან ბენტეკე,რომელიც მიმდინარე სეზონში შეუერთდა ინგლისურ კლუბს.22 წლის ბელგიელ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში "ასტონ ვილას" მაისურით 30 მატჩი ჩაატარა და 15 გოლის გატანა შეძლო.ამ 30 მატჩიდან მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ შემოვიდა ის სათადარიგო სკამიდან.ბენტეკეს საერთო ჯამში 2504 წუთი გამოუვიდა ნათამაშები მოედანზე ამ მომენტისათვის.

Reader's Predictions

Manchester United VS Aston Villa - Preview

Head to Head

Manchester United VS Aston Villa - Preview

Last Five Matches

Manchester United VS Aston Villa - Preview

მატჩის პრომო

მატჩის წინ
23 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
21 აპრილი 2013 16:59
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მგონი კარგი გამოვიდა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: NeymaR
21 აპრილი 2013 17:06
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ბოლოს მატჩის პორნო მეგონა :DDDDD
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№3
ავტორი: BaaBunaa
21 აპრილი 2013 17:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
„ აუ როგორ მიყვარს ამ საიტის პრევიუები love
0
№4
ავტორი: VaRdo
21 აპრილი 2013 17:11
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ საღოლ. ეს თამაში უეჭველი უნდა მოვიგოთ ვსო მორჩა აღარავითარი ქულების დაკარგვა მითუმეტეს რომ წინ ჩელსი და არსენალი გვაქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: BERDI
21 აპრილი 2013 17:27
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
კარგი პრევიუა. პირველ ვიდეოს დასაწყისში მაგრად მევასება რუნის რო იძაცის კიმენტატორი wink საღოლ დავით მაგარია უნდა მოვიგოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№6
ავტორი: love united
21 აპრილი 2013 17:29
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ასტონ ვილადან ორი ფეხბურთელია გამორჩეული ბენტეკე და ვაიმანი...აგლბონაიორიც კარგი იგროკია...
0
№7
ავტორი: I L C
21 აპრილი 2013 17:29
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
არ ვიცი რაა პრევიუების მეფე ხარრ smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№8
ავტორი: BERDI
21 აპრილი 2013 17:33
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ამიტომაა კარგი ფერგი რო არ იცმევს ამნაირ კურტკას :D:D:D es naxet
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№9
ავტორი: VaRdo
21 აპრილი 2013 17:33
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ასტონ ვილას გამორჩეული ფეხბურთელ იარ გაიშვას ხელიდან : ) ასტონ ვილ 3 წლის უკან იყო რაღაც სერიოზული გუნდი. როგორც დღეს ევერტონია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: MuFc Fan
21 აპრილი 2013 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
მოვიგებთ უეჭველი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top