პოლ სქოულზმა გაიხსენა ცნობილი ”კლასს - 92”, რომელმაც მსოფლიოს ლეგენდარული ფეხბურთელები აჩუქა.
”ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ უბრალოდ ვერაფერზე ვერ ვფიქრობდით ”მანჩესტერში” თამაშის გარდა. ”მანჩესტერ იუნაიტედი” ჩვენთვის მსოფლიოში უდიდესი კლუბი იყო, ამიტომაც ვფიქრობდით მასზე ძალიან ბევრს.
რა თქმა უნდა ჩვენს შორის იყო ძალიან დიდი კონკურენცია. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ მეგობრებად ვრჩებოდით. ახალგაზრდობიდან ჩვენ ერთად ვთამაშობდით და ცხოვრებაში საუკეთესო დღეებს ერთად ვატარებდით” - ციტირებს პოლ სქოულზს manutd.com