პორტუგალიელმა ვინგერმა ლუიშ ნანიმ თავის თანაგუნდელებს მოუწოდა, რომ აჩვენონ მათი საუკეთესო ფეხბურთი ”სტოკთან” გასამართ მატჩში.
”თამაში ”სტოკის” წინააღმდეგ ყოველთვის რთულია. ისინი ათლეტურ ფეხბურთს თამაშობენ და ეს კლუბი ძალიან კარგი ფეხბურთელებითაა სავსე.” - ამბობს ნანი manutd.com-თან ინტერვიუში.
”ძალიან რთულია ბურთი კონტროლ ქვეშ მოაქციო, როდესაც ის პრაქტიკულად სულ ჰაერშია. ჩვენ საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ. ”სტოკთან” საკუთარ სტადიონზე თამაში გვიწევს და ამიტომ ვალდებულნი ვართ სამი ქულა ავიღოთ.”
”ჩვენ კარგ რეზულტატებს მივაღწიეთ წინა გამართულ მათჩებში. სანამ სანაკრებო შესვენებები დაიწყებოდა, ჩვენ ”ნიუკასლს” 0:3 მოვუგეთ, რაც იმის საშუალებას გვაძლევს რომ ”სტოკთან” გასამართ მათჩსაც კარგი განწყობით მოვეკიდოთ.ჩვენი მიზანია მივაღწიოთ პრემიერ ლიგის ჩემპიონობას.”
”სანაკრებო შესვენებების შემდეგ, რაც შეიძლება მალე უნდა ავიღდგინოთ ძალები და საკლუბო ფეხბურთზე გადმოვერთოთ. დღესდღეობით ”კერინგტონში” ფეხბურთლებს შორის არაჩვეულებრივი სიტუაციაა. ჩვენ ამ სამუშაოთი კმაყოფილეფილნი ვართ”
”ყველასათვის ძნელია სანაკრებო და საკლუბო თამაშები ერთ კვირაში ითამაშო, მაგრამ ეს რათქმაუნდა ჩვენი პროფესიის ნაწილია.”