თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2013, 15:24
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2548,
კომენტარები: 18
სერ ალექსი: " ვიმედოვნებ ის ამაზე არ გაჩერდება"
სერ ალექსი ფიქრობს, რომ რობინის გოლი "სტოკთან" არ იქნება უკანასკნელი ამ სეზონში
სერ ალექსი:
სერ ალექს ფერგიუსონი იმედოვნებს, რომ რობინ ვან პერსი შესძლებს წარმატება მოუტანოს "მანჩესტერ იუნაიტედს" "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ "აპტონ პარკზე".

ჰოლანდილემა ამ სეზონში უკვე მოახერხა ამ სტადიონზე სათასო შეხვედრაში გოლის გატანა და ამ გოლით თავის გუნდს შეუნარჩუნა "FA თასზე" თამაშის უფლება.

ამ პერიოდში ვან პერსი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა და ნამდილად არ განიცდიდა გოლების ნაკლებობას. ეს ბოლო წუთებზე გატანილი გოლი მისთვის გამოდგა მეცხრე გოლი ცხრა თამაშში. ეხლა კი 29 წლის ფეხბურთელი აღმოსავლეთ ლონდონში არც ისე კარგ ფორმაში მიემგზავრება, რადგან თებერვლის შემდეგ მან ერთადერთხელ მოახერხა გოლის გატანა.

მისი ბოლო გოლი წითლების მაისურით იყო "სტოკ სიტის" წინააღმდეგ, რომლითაც დაასრულა 11 მატჩიანი მშრალი სერია, თუ რობინის გოლის აღნიშვნით ვიმსჯელებთ, მან მოახერხა თავდაჯერებულობის დაბრუნება.

სერ ალექსს სჯერა, რომ დარჩენილ თამაშებში თავდამსხმელი მოახერხებს თავისი სიძლიერის დამტკიცებას.

"როცა თავდამსხმელი რამოდენიმე კვირა ვერ იტანს გოლს პრესიდან ჩნდება კითხვის ნიშნები, ისევე როგორც თავად ფეხბურთელისგან" - განუცხადა მან MUTV-ს.

"მე ვიცი როგორები არიან თავდამსხმელები: როცა ისინი იტანენ ფიქრობენ, რომ ისინი ყოველთვის მოახერხებენ გატანას და როცა ვერ იტანენ დარდობენ როდის მოვა შემდეგი გოლის დრო."

"ამიტომ რობინისთვის ეს შესანიშნავი გოლი იყო და ვიმდეოვნებ რომ, ის ამაზე არ გაჩერდება."


წყარო: ManUtd.com
სიახლეები, ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
17 აპრილი 2013 15:25
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
აბა რა წელს ბომბარდირი ხდება!!!!!!
0
№2
ავტორი: I L C
17 აპრილი 2013 15:28
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
კიდევ ერთი რეკორდი მოიხსნება ზედიზედ ორჯერ გამხდარა ვინმე ბომბარრდირი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: TrueRed
17 აპრილი 2013 15:29
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
რობინ წელს ბომბარდირი უნდა გახდეე love
0
№4
ავტორი: Vodafone
17 აპრილი 2013 15:29
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
- G I O -,
როგორც ვიცი არა და პერსის კაი შანსი აქვს
0
№5
ავტორი: BaaBunaa
17 აპრილი 2013 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
წელსაც უნდა გახდეს უეეჭველიი სუარეზის მოსაგები და ლივერპულის საერთოდ სადაა)))
0
№6
ავტორი: BERDI
17 აპრილი 2013 15:43
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ჩვენც მაგის იმედი გვაქ და იმედია დღეს დაამტკიცებს ჩვენი ჰოლანდიელი გოლიადორეი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№7
ავტორი: don_vini
17 აპრილი 2013 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ვიმედოვნებ ის ამაზე არ გაჩერედება:ავთანდი შოშიშვილი :D:D::D:D ეს უფრო შეეფერება ამ სტატიის სახელს:D:D:D:D:D:D:D:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№8
ავტორი: Luka Gelashvili
17 აპრილი 2013 15:55
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
დაეწევა სუარეზს likeaboss (იმედია)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№9
ავტორი: love united
17 აპრილი 2013 16:02
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რავიცი,დაეწევა ვითომ სუარესს?..იმედია...
0
№10
ავტორი: Vodafone
17 აპრილი 2013 16:19
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
love united,
ერთით ნაკლები თამაში და ორით ნაკლები გოლი აქვს, დიდი ალბათობით გახდება, მთავარია გააგრძელოს გოლების გატანა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top