თბილისი:
მანჩესტერი:
16-04-2013, 22:36
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 1707,
კომენტარები: 17
West Ham VS Manchester United - Preview
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ
West Ham VS Manchester United - Preview
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ

სტადიონი: "ბოლეინ გრაუნდი",ლონდონი
მონაცემი: პრემიერ ლიგა,33-ე ტური
მსაჯი: ლი პრობერტი
თარიღი: ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 22:45, (ჩვენი დროით)

West Ham VS Manchester United - Preview

West Ham VS Manchester United - Preview

"ვესტ ჰემი"
ტრავმირებულები: უინსტონ რიდი,მაკარტნი,კოული,მარკ ნობლ.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ჯეიმს ტომკინსი
შემადგენლობა: მოგვიანებით იქნება.
მთავარი მწვრთნელი: სემ ალერდაისი

"მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ შესაძლოა ვერ ითამაშოს "ვესტ ჰემის" მცველმა ჯეიმს ტომკინსმა კუნთის პრობლემების გამო,რაც შეეხება უინსტონ რიდს და ჯორჯ მაკარტნის ისინი ჯერ კიდევ სამედიცინო ტესტირებას გადიან.ასე,რომ "ვესტ ჰემის" მთავარი მწვრთნელი დიდი პრობლემების წინაშე არის,რადგან მათ ძალიან მძიმე ბრძოლა ელით "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ.

West Ham VS Manchester United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ეშლი იანგი,პოლ სქოულზი.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: მოგვიანებით იქნება..
მთავარი მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი

სავარაუდოდ "მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვის ხაზსს ნემანია ვიდიჩი და რიო ფერდინანდი კრის სმოლინგსა და ჯონი ევანს გადააბარებს,ასევე შესაძლოა უეინ რუნი ვიხილოთ თავის ჩვეულ პოზიციაზე თავდამსხმელად ცენტრში კი ტომ ქლვერლი იქნება სავარაუდოდ.

გუნდების ფორმა

West Ham VS Manchester United - Preview

"ვესტ ჰემმა" მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგაში საკუთარ მოედანზე უკვე 15-ე მატჩია თავის მეტოქეს გოლს უტანს,გარდა "მანჩესტერ სიტისა",სადაც ანგარიში ფრედ 0:0 დასრულდა."ვესტ ჰემის" მთავარმა მწვრთნელმა სემ ალარდაისმა გუნდში ყოფნის მანძილზე "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ 2-ჯერ შეძლო 17 მატჩიდან."ვესტ ჰემი" მიმდინარე პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "საუტჰემპტონს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.ამ მომენტისათვის გუნდი პრემიერ ლიგის ცხრილში მე-12 ადგილს იკავებს 38 ქულით."ვესტ ჰემს" ბოლო 5 მატჩში მხოლოდ და მხოლოდ 1 წაგება აქვს ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ დანარჩენი ორი მოგება და ორი ფრე.მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგაში ამ მომენტისთვის "ვესტ ჰემმა" საკუტარ მეტოქეს სულ 36 გოლი გაუტანა და საკუთარ კარში 45 გაუშვა.პრემიერ ლიგის ბოლო 10 ტურში სემ ალარდაისის გუნდს მხოლოდ 2 მოგება აქვს "ვესტ ბრომვიჩისა" და "სუონსის" წინააღმდეგ.ეხლა ისინი შეეცდებიან პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეში მყოფ "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხებას,რადგან უფრო გააუმჯობესონ მათი სატურნირო მდოგმარეობა.

West Ham VS Manchester United - Preview

მიმდნარე ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "სტოკ სიტის" დაუპირისპირდა და ორ ბურთიანი სხვაობით დაამარცხა მაიკლ კერიკისა და რობინ ვან პერსის გოლების წყალობით."წითელი ეშმაკები" წლევანდელ სეზონში აგრძელებს შედეგების გაუმჯობესებას,ერთ-ერთი ის არის,რომ მიმდინარე სეზონში სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს ყველაზე მეტი მატჩი აქვს მოგებული სტუმრდად (12).აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები უკვე 18-ე მატჩია,რაც თავის მეტოქეს ბურთს უტანენ.მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" თავის მეტოქეს 73 გოლი გაუტანა და 33 გოლი გაუშვა საკუთარ კარებში.შოტლანდიელი სპეციალისტის შეგირდებმა მიმდინარე ჩემპიონატში საწყის 30 წუთში 28 გოლის გატანა მოახერხა."მანჩესტერ იუნაიტედს" ბოლო 9 გასვლით შეხვედრაში არცერთი მარცხი არ აქვს - 7 მოგება,2 ფრე "ტოტენჰემისა" და "სუონსის" წინააღმდეგ.სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდები სატურნირო მდგომარეობის მიხედვით პირველ ადგილზე იმყოფებიან და უახლოეს მდევარს "მანჩესტერ სიტის" 12 ქულით უსწრებენ.ეხლა ისინი შეეცდებიან თავიანთი პოზიციების გასაუმჯობესებლად "ვესტ ჰემის" დამარცხებას.

გუნდების შესახებ

West Ham VS Manchester United - Preview

ვესტ ჰემ იუნაიტედი (ინგლ. West Ham United Football Club) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი. ბაზირებულია ვესტ ჰემში, ლონდონი დასავლეთ ნაწილში პატარა რაიონ ნიუჰემში. კლუბის მოედანი - აპტონ პარკი მდებარეობს Green Street-ზე. ვესტ ჰემის ფან-კლუბზე აგებული არის ფილმი - Green Street Hooligans - მწვანე ქუჩის ხულიგნები.
თავდაპირველად გუნდი ფორმირებული იყო მეტალურგიური ქარხნის მუშებისაგან 1895 წელს და ერქვა Thames Ironworks F.C. 5 წლის შემდეგ კლუბს სახელი გადაერქვა და დაერქვა "ვესტ ჰემ იუნაიტედი". თავდაპირველად "ჩაქუჩები" ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ ლიგებში ასპარეზობდნენ, ხოლო უკვე 1919 წელს გაწევრიანდნენ ფეხბურთის ლიგაში მთელი ქვეყნის მასშტაბით და 4 წლის შემდეგ გახდნენ ჩემპიონები. 1964 წელს გავიდნენ ინგლისის თასის ფინალში, რომელშიც გაიმარჯვეს და 64, 75 და 80 წლებში გახდნენ ინგლისის თასის სამგზის ჩემპიონები. ასევე 1964/62 წელს მოიგეს თასის მფლობელთა თასი, ხოლო 1999 წელს ინტერტოტოს თასი.

West Ham VS Manchester United - Preview

მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი დაარსდა 1878 წელს ქალაქ მანჩესტერის უბან — ოლდ ტრაფორდში, (საგრაფო დიდი მანჩესტერი) როგორც, ნიუტონ ჰიტი. 1902 წელს კლუბს დაერქვა მანჩესტერ იუნაიტედი და სათამაშოდ გადავიდა სტადიონ ოლდ ტრაფორდზე.
იუნაიტედი ინგლისისა და ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ახლანდელმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც იუნაიტედში 1986 წლის ნოემბერში მოვიდა, გუნდს მოაგებინა 24 დიდი ტიტული. პრემიერლიგის დაარსების 1992 შემდეგ კი მანჩესტერმა რეკორდული რაოდენობის, 12 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯამში ინგლისის ჩემპიონი გუნდი 19–ჯერ გახდა. მანჩესტერ იუნაიტედს აგრეთვე 11–ჯერ აქვს მოგებული საფეხბურთო ასოციაციის თასი , რაც რეკორდული მაჩვენებელია.
1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედი, მეტ ბასბის ხელმძღვანელობით გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, დაამარცხა რა ფინალში ლისაბონის ბენფიკა , ანგარიშით 4–1. მეორედ კლუბმა ანალოგიურ წარმატებას მიაღწია 1999 წელს, მესამედ კი 2007–2008 წლების სეზონში.
1958 წლის 6 თებერვალს, მიუნხენში გუნდის თვითმფრინავი მოყვა ავიაკატასტროფაში, დაიღუპა 8 ფეხბურთელი და კლუბის პერსონალის დიდი ნაწილი.
„იუნაიტედი“ მსოფლიოს უმდიდრესი და ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია.2012 წლის ივლისს ფორბსის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით მანჩესტერი $2.23 მილიარდადაა შეფასებული და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ კლუბად ითვლება.1964–65 წლების სეზონის შემდეგ (2 სეზონის გარდა) ინგლისის მასშტაბით გუნდის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო ყველაზე მაღალი და საკლუბო მატჩებს შორის დღესაც პირველია.ეს გუნდი არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინგლისურ ფეხბურთში, რეკორდი აქვს დამყარებული და მოგებული აქვს პრემიერ ლიგის თასი 19-ჯერ, ასევე 11 FA Cups, 4 ლიგის თასი და 19 FA Community Shields. ასევე აქვს სამი ევროპის თასი, ერთი თასების-თასი, სუპერ თასი, ერთიც საკონტინენტთაშორისო თასი და კლუბის მსოფლიო თასი.

ურთიერთშეხვედრები

მანჩსტერ იუნაიტედი და ვესთ ჰემი 125 ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ყველა ტურნირში. 58 გამარჯვება იუნაიტედის ანგარიშზეა, ხოლო ვესტ ჰემმა 42 ჯერ იმარჯვა. 25 მატჩი კი ფრედ დასრულდა."მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში ბოლო 8 მატჩი მოიგე "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ,ბურთების შეფარდება 22-3."ვესტ ჰემმა" პრემიერ ლიგაში ბოლო 7 მატჩიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ 6-ში გოლის გატანა ვერ მოახერხა.ბოლოჯერ "ვესტ ჰემმა" შოტლანდიელი სპეციალისტის სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი 2007 წლის დეკემბერში დაამარცხა ანგარიშით 2-1.სხვადასხვა კლუბში ყოფნისას სემ ელერდაისის გუნდები 18 ჯერ დაუპირისპირდნენ სერ ალექსის მანჩესტერ იუნაიტედს და 2 მოიგო, 4 ფრედ ითამაშა, 12ჯერ დამარცხდა

28.11.2012 Manchester United 1-0 West Ham United
02.04.2011 West Ham United 2-4 Manchester United
28.08.2010 Manchester United 3-0 West Ham United
23.02.2010 Manchester United 3-0 West Ham United
05.12.2009 West Ham United 0-4 Manchester United
08.02.2009 West Ham United 0-1 Manchester United
29.10.2008 Manchester United 2-0 West Ham United
03.05.2008 Manchester United 4-1 West Ham United
29.12.2007 West Ham United 2-1 Manchester United
13.05.2007 Manchester United 0-1 West Ham United
17.12.2006 West Ham United 1-0 Manchester United
29.03.2006 Manchester United 1-0 West Ham United
27.11.2005 West Ham United 1-2 Manchester United
14.12.2002 Manchester United 3-0 West Ham United
17.11.2002 West Ham United 1-1 Manchester United
16.03.2002 West Ham United 3-5 Manchester United
08.12.2001 Manchester United 0-1 West Ham United
01.01.2001 Manchester United 3-1 West Ham United
26.08.2000 West Ham United 2-2 Manchester United
01.04.2000 Manchester United 7-1 West Ham United

ბოლო მატჩი "Boleyn Ground"-ზე

West Ham VS Manchester United - Preview

ეს ორი გუნდი ბოლოს "ბოლეინ გრაუნდზე" 2011 წლის 2 აპრილს დაუპირისპირდნენ.მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა,რასაც სამი თერთმეტმეტრიანიც ადასტუებს.პირველი ნახევრის 25ე წუთისათვის "ვესტ ჰემი" უკვე ორი ბურთით დაწინაურდა,მაგრამ საბოლოოდ უეინ რუნის ჰეთ-რიქით და ხავიერ ერნანდესის გოლით "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2-4 იმარჯვა.


Head to Head

West Ham VS Manchester United - Preview

Last Five Matches

West Ham VS Manchester United - Preview

PROBABLE LINEUPS

West Ham VS Manchester United - Preview
მატჩის წინ
17 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
17 აპრილი 2013 10:07
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მგონი კარგია გამოვიდა 3d_8 პრესკონფერენცია ჯერ არ დადებულა რო დაიდება ჩავამატებ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: Mgelo
17 აპრილი 2013 10:09
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 144
საღოლ დავით . რუნი მაგარი კაცია რა love
0
№3
ავტორი: don_vini
17 აპრილი 2013 12:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ვკითხულობდიდა გავედი ბოლოში ეხლა:) კარგი პრევიუა როგორც ყოველთვის და საინტერესო. derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№4
ავტორი: love united
17 აპრილი 2013 12:16
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
აპტონ პარკი მევასება,კარგი სტადიონია...გუნდიც ნორმალურია...განსაკუთრებით მეკარე და მწვრთნელი მომწონს...ვისაც ძველი ბოლსტონი გახსოვთ უეჭველი გემახსოვრებათ იასკილაინენი და ელერდაისი...კარგი გუნდი ყავდა ადრე ბოლტონს... love
0
№5
ავტორი: I L C
17 აპრილი 2013 13:27
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
love united,
ხო აპტონ პარკი ემც მევასება..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№6
ავტორი: VaRdo
17 აპრილი 2013 13:29
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ დავით. დღეს პერსის გოლებს ველოდები. სუარესი არ მინდა ბომბარდირი რომ გახდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: buka oboladze
17 აპრილი 2013 13:44
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
მშვენიერი პრევიუა საღოლ ავტორ feel
0
№8
ავტორი: BERDI
17 აპრილი 2013 13:57
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
UTD-Rule,
საღოლ ისევ შეუდარებელი ხარ პრევიუებში.

აუცილებლად უნდა მოვიგოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№9
ავტორი: BaaBunaa
17 აპრილი 2013 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
UTD-Rule,

საღოლ)) როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი პრევიუები იდება ამ საიტზე 3d_5
0
№10
ავტორი: Trolls
17 აპრილი 2013 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
იმედია მოვახერხებთ მორიგი სამი ქულის აღებას smile manunited
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top