თბილისი:
მანჩესტერი:
15-04-2013, 09:07
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2218,
კომენტარები: 8
სერ ალექსი მატჩის შემდგომ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "სტოკთან" მატჩის შემდეგომ პრესკონფერენცია გამართა,სადაც თავისი გუნდის თამაში შეაფასა.
სერ ალექსი მატჩის შემდგომ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "სტოკთან" მატჩის შემდეგომ პრესკონფერენცია გამართა,სადაც თავისი გუნდის თამაში შეაფასა.

თამაში
შოტლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა,რომ ის კმაყოფილია თავისი გუნდის შედეგით,რაც გუშინ "სტოკ სიტისთა" დააფიქსირეს.

"ეს იყო ძალიან კარგი მატჩი,თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ ჩვენ ამ შეხვედრას ცოტა იმედგაცრუებულები ვხვდებოდით "მანჩესტერ სიტისთან" მარცხის გამო.ეს გამარჯვება ძალიან მნიშნელოვანი იყო და ჩვენ ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ტიტულისაკენ.გუშინ გუნდის ყველა ფეხბურთელმა კარგად გაართვა თავის თავის სამუშაოს.თამაშის დაწყების დროს ვთქვი,რომ შესაძლოა დიდ ქარს ნეგატიური გავლენა მოეხდინა თამაშზე,მაგრამ ჩემმა ბიჭებმა თავდაუზოგავად იბრძოლას და ღირსეულ ბრძოლაში შეძლეს 3 ქულის მოპოვება." - განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.

რობინ ვან პერსი
"წითელი ეშმაკების" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ ის ბედნიერია იმით,რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა კიდევ ერთხელ შეძლო გოლის გატადა და ამით შეწყვიტა ის მცირე პერიოდი,სადაც ვან პერსი ვერ გამოიყურებოდა თავის ფორმაში.

"თავისი გოლის აღნიშვნით მან კინაღამ მომკლა! დაავიწყდა, რომ 71 წლის ვარ.ეს იყო ძალიან ემოციური მომენტი,როგორც ჩემთვის ასევე მისთვის.რობინ ვან პერსიმ გაიტანა თერთმეტმეტრიანი შესანიშნავად,იმის მიუხედავად,რომ მას ხელს უშლიდა ძალიან ძლიერი ქარი.მან თავისი შანსი გამოიყენა."

მოწინააღმდეგე
"მანჩესტერ იუნაიტედის" შოტლანდიელი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი იმედოვნებს,რომ "სტოკ სიტი" მოახერხებს მომავალ წელსაც პრემიერ ლიგაში ასპარეზობას.

"ვიმედოვნებ,რომ "სტოკ სიტი" მოახერხებს საკმარისი ქულების დაგროვებას,რათა ადგილი შეინარჩუნონ პრემიერ ლიგაში.ეს არის დიდი გუნდი და მათ ყავთ ძალიან კარგი მწვრთნელი.ტონი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი არის ინგლისში.იმედი მაქვს,რომ მე მომავალ წელსაც ვნახავ ამ გუნდს პრემიერ ლიგაში."

გეგმები მომდევნო მატჩებისთვის
"ჩვენ,როგორც ყოველთვის ვაპირებთ ყოველ მატჩში ისეთივე პასუხისგებლობით მოვეკიდოთ,როგორც სხვას.არამგონია ჩვენი გუნდის რომელიმე გულშემატკივარი არ დაეთანხმოს ამ აზრს,რადგან ჩვენი ფეხბურთელები მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გადიან.ჯერ ყველაფერზე საუბარი ადრეა წინ 6 მძიმე მატჩი გველის,მაგრამ ეხლა მთავარი შემდეგი მატჩია." - დაასრულა სერ ალექსმა.

წყარო: Redevils.Ru
პრესკონფერენცია
8 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
15 აპრილი 2013 09:07
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
თავისი გოლის აღნიშვნით მან კინაღამ მომკლა! დაავიწყდა, რომ 71 წლის ვარ.

აჰაჰაჰა biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: don_vini
15 აპრილი 2013 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
wink wink ბაბუს რას არ იტყვის რააა:)) როგორმე ჩავამთავროდ რა ეს სეზონი.და მოვიგოთ მე-20 პრემიერლიგის ტიტული..იმეიდა პერსი გახდება ბომბარდირი.კარგი იქნება პირველივე წელს ახალი გუნდის მაისუით ბომბარდირობა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№3
ავტორი: Amanda Seyfried
15 აპრილი 2013 14:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ისე მართლა მაგარი გაუხარდათ. სტოკს ეტამაშებოდნენ თუ ბარსელონას, რატო გაუხარდათ ასე ვერ ვხვდები
0
№4
ავტორი: buka oboladze
15 აპრილი 2013 14:34
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ჰაჰა კინაღამ მომკლაო, მართლა ძალიან გამიხარდა რო გაიტანა რა, იმედია კიდევ მრავალჯერ გაიტანს
0
№5
ავტორი: ლადო
15 აპრილი 2013 15:10
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ეს გოლი რობინისთვის და ხველასთვი ვინც იუნაიტედს უჭერს მხარს ძალიან ბევრს ნიშნავდა....მართლაც მაგრად გამისწორდა რო შეაგდო
0
№6
ავტორი: m-an-united
15 აპრილი 2013 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
hahahhahahah :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№7
ავტორი: Amerigo
15 აპრილი 2013 15:55
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
UTD-Rule,
აჰაჰაჰაჰა! wink საღოოლ! wink
0
№8
ავტორი: love united
15 აპრილი 2013 18:57
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ბაბუ... love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top