თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2012, 17:46
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3135,
კომენტარები: 0
პოლ ინსი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდები: პოლ ინსი
პოლ ინსი
დაიბადა 1967 წლის 21 ოქტომბერს ინგლისის დედაქალაქ ლონდონში.
1989 წლის გაზაფხულზე გაზეთ "დეილი ექსპრესში" გამოქვეყნებულ ფოტოზე "ვესტ ჰემ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ ინსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორმით ვარჯიშობდა. იმ დროისთვის მოსალოდნელ ტრანსფერზე სიტყვაც არ იყო თქმული...
ლონდონური კლუბის ქომაგებმა მას შემდეგ პოლ ინსი აითვალწუნეს და სანამ კარიერას დაასრულებდა, მის გამოჩენას საყვარელი კლუბის წინააღმდეგ მუდმივად გამაყრუებელი სტვენით ხვდებოდნენ.
წლების შემდეგ, ჟურნალ "ფორ-ფორ-თუ"-ს თვის მიცემულ ინტერვიუში ფეხბურთელმა განაცხადა, იმ ფოტოს ავტორი გაუფრთხილებლად მოიქცა და სკანდალიც ამიტომ აგორდა, თორემ გარიგების შესახებ ორივე კლუბის ხელმძღვანელებმა კარგად იცოდნენო...
ასეა თუ ისე, 1989-90 წლების სეზონში შავკანიანმა ფეხბურთელმა ოლდტრაფორდული კლუბის მაისური მოირგო: მის სანაცვლოდ გუნდმა მილიონი გირვანქა გაიღო. სადებიუტო შეხვედრაში მისმა კლუბმა "მილუოლი" 5:1 გაანადგურა და მას შემდეგ, 1995 წელს მილანის "ინტერში" გადასვლამდე, ინსი მანჩესტერელთა ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო. ცნობისათვის: ოლდტრაფორდულ კლუბში გატარებული 6 სეზონის მანძილზე პოლ ინსმა 281 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის ბოლო სეზონში 48. ...მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეპატზე ინგლისის ნაკრებს ხელი მოეცარა. უკანასკნელ ტურში ინგლისელებს სან-მარინო სტუმრად 7 ბურთის სხვაობით უნდა დაემარცხებინათ, პარარელურად კი ჰოლანდიას პოლონეთთან უნდა წაეგო. ინგლისმა მეტოქეს "მხოლოდ" 7:1 სძლია - ინსმა დუბლი შეასრულა, ჰოლანდიაც არ დამარცხდა და...
ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისის და გერმანიის ნაკრებთა პაექრობა ფრედ 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი გერმანელებმა იმარჯვეს. მატჩის შემდეგ პრესა ინსს პენალტზე უარის თქმის გამო აკრიტიკებდა და არც ის დაუვიწყეს, რომ თერთმეტმეტრიანების სერიის დროს მოედნის ცენტრში კარისკენ ზურგით იჯდა... ქვეყნის პირველ გუნდში გამოცდილმა ფეხბურთელმა 53 მატჩი ჩაატარა, მათ შორის ორი მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, ოირვე თამაში ინგლისელებმა 2:0 მოიგეს...

პოლ ემერსონ კარლაილ ინსი
კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები
ინგლისის ჩემპიონი - 1993, 1994
ინგლისის თასი - 1990, 1994
ინგლისის ლიგის თასი - 1992
ინგლისის სუპერთასი - 1990, 1993, 1994
თასების მფლობელთა თასი - 1991
ევროპის სუპერთასი - 1991
ლეგენდები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top